წარმოიდგინეთ ულამაზესი ხედები მთებზე, ლანდშაფტებზე, ხმელთაშუა ზღვაზე მატარებლის ფანჯრიდან: საფრანგეთის დათვალიერების ერთ-ერთი საუკეთესო გზა ამ ტრანსპორტით მოგზაურობაა. ქვეყნის გამართული სარკინიგზო ხაზები საფრანგეთის მდიდრულ ბუნებას და კულტურას გაგაცნობთ. წარმოგიდგენთ საუკეთესო მარშრუტებს და რჩევებს საფრანგეთში მატარებლით მოგზაურობისთვის.

Le Cévenol – ყველაზე ველური მატარებლის გზა

  • საიდან: Clermont-Ferrand
  • სად: Nîmes
  • დისტანცია: 300 კმ.

ეს საფრანგეთის უძველესი სარკინიგზო მარშრუტია და საკმაოდ კომპლექსური სისტემითაა აგებული. მისი მშენებლობის დროს ინჟინრებმა იმ დროის მიღწევებს გადააჭარბეს და გასაოცარი რკინიგზა შექმნეს. ის აკავშირებს მარსელს პარიზთან. საკმაოდ პოპულარულია მისი ერთ-ერთი ბოლო გაჩერება Clermont-Ferrand, სადაც ტურისტები ვულკანური წარმოშობის მთების სანახავად ჩადიან. ამ მატარებლის შერჩევისას გზად იხილავთ გასაოცარ ბუნებას და ლანდშაფტს. მატარებელი დაახლოებით 100 გვირაბს გადის და ზღვის დონიდან 1000 მეტრამდე ადის.

Le Train du Montenvers – მიგაახლოვებთ მყინვართან

  • საიდან: Chamonix–Mont-Blanc
  • სად: Montenvers
  • დისტანცია: 5კმ.

ალპების მთა მონ ბლანი ქვეყნის გამორჩეული მწვერვალია. ამ გასაოცარ მთასთან მიახლოებისთვის ცნობილ მატარებელში უნდა ახტეთ, რომელიც მხოლოდ 5 კილომეტრს ფარავს, მაგრამ ულამაზეს ტყეებს, გვირაბებს და მწვერვალის ლანდშაფტებს დაგანახებთ. მთაზე ასვლისთვის მას 20 წუთი სჭირდება. იქ შეგიძლიათ იხილოთ ყინული გამოქვაბულები და სკულპტურები და მიირთვათ პანორამულ კაფეში.

Marseille Ventimiglia – საუკეთესო მატარებელი ზღვის ხედებისთვის

  • საიდან: Marseille
  • სად: Ventimiglia
  • დისტანცია: 187კმ.

სამხრეთ საფრანგეთში, მარსელიდან ვენტიმილიაში მოგზაურობისას, კომპანია SNCF-ის მატარებლები გვემსახურებიან. თუ ამ ხაზით ისარგებლებთ, დაუვიწყარი ხედებით დაჯილდოვდებით ხმელთაშუა ზღვაზე. მბზინავი კლდეები, ფერადი სოფლები და პალმის ხეები ფრანგული რივიერას სილამაზეს შეგაგრძნობინებთ. გაჩერებები საუკეთესო ლოკაციებს აერთიანებს: სან-ტროპე, კანი, მონაკო და ნიცა. 50 წუთიანი გზა ნიცადან ვენტიმილიამდე ყველაზე შთამბეჭდავ გზად ითვლება.

Le Train des Pignes – ანტიკური მატარებლის გზა

  • საიდან: Nice 
  • სად: Digne
  • დისტანცია: 150კმ

ნიცის ხმელთაშუაზღვის სანაპიროს მიღმა, მოშორებით, ალპების მწვერვალები იმალება. ეს მატარებელი მათ სამ საათში მოგატარებთ და გზად აღგაფრთოვანებთ მინდვრებით, ზეთის ხილის ხეებით, მდინარეების ხეობებით და შუასაუკუნოვანი ციხესიმაგრეებით. ნიცადან 90 წუთის გზაზე Entrevaux კარგი ადგილია გასაჩერებლად და დასათვალიერებლად.

Eurostar Chunnel – სწრაფი გაქცევა ლონდონში

  • საიდან: პარიზი
  • სად: ლონდონი
  • დისტანცია: 451კმ.

პარიზიდან ლონდონში აღმოჩენა ამ მატარებლით მარტივადაა ხელმისაწვდომი. გზად მოწმე გახდებით ინჟინერიის გასაოცარი მიღწევის – წყალქვეშა გვირაბის. ამ ორი უდიდესი ქალაქის ცენტრი ერთმანეთს 2.5 საათიანი გზით უკავშირდება და ფრანგულ და ინგლისურ სოფლებს გაცნობთ.

Le Petit Train Jaune – ყველაზე ვინტაჟური მატარებელი

  • საიდან: Villefranche-de-Conflent
  • სად: Latour de Carol
  • დისტანცია: 64კმ.

ეს ისტორიული პატარა მატარებელი სახელად “პატარა ყვითელი მატარებელი” საფრანგეთში ძალიან ცნობილია. ის ულამაზესი ხედების მქონე მარშრუტით გამოირჩევა და შუასაუკუნოვან დასახლებებს მოიცავს ციხესიმაგრეებით, ანტიკური მონასტრებით, ტყეებით და საფრანგეთის ყველაზე უმაღლეს სადგურში ჩერდება, ზღვის დონიდან 1593 მეტრზე. იცოდეთ, რომ ამ გზაზე ორი ტიპის მატარებელი დადის: თანამედროვე და ვინტაჟური. ვინტაჟურს ღია ვაგონიც აქვს.

რჩევები საფრანგეთში მატარებლით მოგზაურობისთვის:

  1. თუ დიდ ქალაქებს შორის გადაადგილდებით, TGV საუკეთესოა. მათ მაღალ სიჩქარიანი მატარებლები ჰყავთ. მაგალითად, პარიზიდან ბორდოში 2.5 საათი დაგჭირდებათ, პარიზიდან მარსელში 3.5 სთ.
  2. მატარებლის ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ სადგურების სალაროებში ან სპეციალურ აპარატებში მეტროს ბილეთებთან ერთად. მაგრამ ყველაზე იაფი ვარიანტია მათი ონლაინ შეძენა.
  3. შეგიძლიათ შეიძინოთ ბარათი France Pass – ულიმიტო მგზავრობით ფრანგულ რკინიგზაზე. ასევე, Eurail Global Pass – მეზობელ ქვეყნებში მატარებლით მოგზაურობისთვის. ბარათის შეთავაზებები მოიცავს ღირსშესანიშნაობებსაც.

როგორ მოვხვდეთ სხვადასხვა ქვეყნებიდან საფრანგეთში მატარებლით

იტალია

  • კომპანია: Italiarail და SNCF. რომიდან პარიზამდე მგზავრობის დროა 11.5 საათი.

ესპანეთი

  • კომპანია: Renfe და SNCF. მადრიდიდან პარიზამდე მგზავრობის დროა 10.5 საათი.

შვეიცარია

  • კომპანია: TGV. ჟენევადან პარიზამდე მგზავრობის დროა 4 საათი.

გერმანია

  • კომპანია: The Deutsche Bahn’s InterCity Express (ICE). ფრანკფურტიდან პარიზამდე მგზავრობის დროა 4 საათი.

პოლონეთი

  • კომპანია: Deutsche Bahn, SNCF და Thalys. 14 საათიდან 19 საათამდე გადაჯდომებით.