მას შემდეგ, რაც პარიზის ღირსშესანიშნაობებს იხილავთ, მის სიახლოვეს მდებარე სანახაობებიც მოინახულეთ. შატოები, პარკები თუ ციხესიმაგრეები საფრანგეთის დედაქალაქთან ახლოს იყრიან თავს. ჩვენ საუკეთესო ერთდღიან გასვლებს გირჩევთ:

ვერსალის სასახლე და ბაღები

პარიზში მოგზაურობა ვერ იქნება სრულყოფილი თუ ვერსალის სასახლის ეზოში არ გაივლით. საფრანგეთის მონარქიის სიმბოლო ლუი მე-14-მ ააგო. შემდეგ აქ ლუი მე-16 და მარია ანტუანეტა ცხოვრობდნენ. გაზაფხულზე ვერსალის ბაღებში ყველაფერი ჰარმონიული და იდილიურია, რაც მას სასეირნოდ და პიკნიკის მოსაწყობად იდეალურს ხდის.

მისამართი: Place d’Armes, 78000 Versailles

კლოდ მონეს სახლი და ბაღები

ფრანგი იმპრესიონისტი მხატვრის სახლი თავისი ბაღით, როგორც ხელოვნების მოყვარულებს, ასევე ბუნების ენთუზიასტებსაც ასიამოვნებთ. საჯაროდ ის 1980 წლიდანაა ღია და ელეგანტური იაპონური ხიდებით და მრავალფეროვანი ყვავილებით გამოირჩევა. ეს არაჩვეულებრივი ადგილი პარიზიდან 1 საათის სავალ გზაზე მდებარეობს.

მისამართი: 84 Rue Claude Monet, 27620 Giverny

სენ-დენის კათედრალი და სამეფო ნეკროპოლისი

ეს საოცარი შუასაუკუნოვანი პილიგრიმული ღირსშესანიშნაობაა ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ადრეული ნიმუშია. აქ მეტროს მე-13 ხაზით მოხვდებით. აქ მოხვედრისას ბევრ ტურისტს რჩება თვალთახედვიდან ნეკროპოლისი, რომელიც ფრანგ მეფე-დედოფლებს ეძღვნებათ. მოინახულეთ ტაძრის ვიტრაჟები.

შატო დე ვო-ლო-ვიკომტე

ეს მე-17 საუკუნის შატო ბევრი ცნობილი დრამატურგის შთაგონება ყოფილა, მათ შორის მოლიერის. აქ ბევრი ფილმის კადრია გადაღებული და ფრანგების თუ ტურისტების ნაწილს ის ვერსალზე მეტადაც კი მოსწონს.

მისამართი: Chateau Vaux-le-Vicomte, 77950 Maincy, France

დისნეილენდი

თუ პარიზს ბავშვებთან ერთად სტუმრობთ, დისნეილენდში სტუმრობით ძალიან გაახარებთ. თუმცა, დიდებიც საკმაოდ გაერთობით. ის ქალაქიდან 1 საათის სავალ გზაზეა და მატარებლით ადვილად მიხვალთ. დღესასწაულების პერიოდში, ჰელოუინზე და შობაზე ეს ადგილი განსაკუთრებულად ირთვება.

ფონტენებლოს სასახლე და პარკი

ეს სასახლე ფრანგი მონარქების სეზონური სახლი იყო, მოყოლებული მე-13 საუკუნიდან. მის ისტორიულ პარკში საფეხმავლო ბილიკებია, აქვეა ციხესიმაგრეც.

მისამართი: 77300 Fontainebleau, France

ჩართრიზის კათედრალი

ნოტრდამის კათედრალის შემდეგ, ჩართრიზი საფრანგეთის კიდევ ერთი სუნთქვის შემკვრელი კათედრალია. ამ შედევრის სანახავად პარიზიდან მატარებლით 1 საათი დაგჭირდებათ. იუნესკოს ეს დაცული ძეგლი გოთიკური არქიტექტურის დიდი მიღწევაა. მისი ინტერიერი განსაკუთრებით შთამბეჭდავია.

16 Cloître Notre Dame, 28000 Chartres

ქალაქი პროვინსი

იუნესკოს სიაში შეყვანილი ეს ქალაქი ერთ დროს ევროპის ექსტრავაგანტურ ბაზრობებს აწყობდა. მე-11 საუკუნეში აშენებული ეს დასახლება ჰიუგოსა და ბალზაკს შთააგონებდა. პროვინსში პარიზიდან მატარებლით 1 საათის სავალი გზაა.

მონ-სენ მიშელი

მსოფლიოში გამორჩეული ეს ღირსშესანიშნაობა უფრო შორსაა პარიზიდან ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ლოკაციები, თუმცა მონახულებად ნამდვილად ღირს. ეს სააბატო და მონასტერი მე-8 საუკუნეშია აგებული. გაყევით პარიზიდან მატარებელს ან იქირავეთ მანქანა.

მისამართი: 50170 Mont Saint-Michel

ქალაქი ლილე

პარიზიდან ბელგიის საზღვრისკენ ამ ულამაზეს ქალაქს აღმოაჩენთ, ლამაზი არქიტექტურით. მოინახულეთ შუასაუკუნოვანი მოედანი და ელეგანტური ოპერის სახლი. ეწვიეთ ქალაქის დიდ ფლი მარკეტს, სადაც ტრადიციული ფრანგული ნივთები იყიდება. ეწვიეთ სახვითი ხელოვნების მუზეუმს. პარიზის Gare du Nord-ის სადგურიდან ლილეში 1 საათზე ნაკლებ დროში აღმოჩნდებით.

ბურგუნდია

საფრანგეთის ამ რეგიონში ისტორიას, არქიტექტურას და ფრანგულ ღვინოს გაეცნობით. ეწვიეთ დიჟონს – საფრანგეთის ულამაზეს ქალაქს, რომელსაც “მდოგვის დედაქალაქს” უწოდებენ. მოინახულეთ ვენახები და სურვილისამებრ ჩაეწერეთ ღვინის ტურებზე. პარიზის Gare de Lyon-დან მატარებლები დღეში რამდენჯერმე დადიან. აქ სტუმრობისთვის შემოდგომა საუკეთესო პერიოდი იქნება.

მეტი შთაგონებისთვის ქალაქები პარიზის სიახლოვეს