კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბორდოში! ამ ქალაქში უამრავ კარგ ადგილს აღმოაჩენთ და ნამდვილად საუცხოო დროს გაატარებთ. მოემზადეთ, ჩვენ აქ ერთგვარ გიდობას გაგიწევთ.

  • მოედანი: Place de la Bourse

ბორდოს ყველაზე ლამაზ მოედნად წოდებული პლას დე ლა ბურსი უმშვენიერესი შადრევნით მოგხიბლავთ. აქაურ კვების ობიექტებში ადგილობრივებიც და ვიზიტორებიც გემრიელად ვახშმობენ.

  • სარკისებრი ზედაპირი: Miroir d’Eau

ეს არის ერთგვარი წყლის სარკე, რომელიც პლას დე ბურსს აირეკლავს და ბორდოში ყველაზე ფოტოგენურ ადგილად ითვლება. მასზე გავლა ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია.

  • ქუჩა: Sainte Catherine Street

ბორდოში ყოფნის დროს ამ ქუჩაზე აუცილებლად უნდა გაიაროთ. ის ევროპის ყველაზე გრძელი ქუჩაა განკუთვნილი შოპინგისთვის.

  • მოედანი: Place des Quinconces

საფრანგეთის უდიდესი მოედანი ქალაქის მორიგი მნიშვნელოვანი ადგილია. აქ შთამბეჭდავ მონუმენტს და შადრევანს იხილავთ.

  • ოპერა: Opéra National de Bordeaux-Grand Théâtre

ეს დიდებული შენობა 1780 წელს აშენდა და დღეს ბალეტს, ოპერასა და სხვა დიდ კულტურულ ღონისძიებებს მასპინძლობს.

  • საათის კოშკურა: Grosse Cloche

ქალაქის გულში მდგარი ეს კოშკურა დღეისათვის უკანასკნელი შემორჩენილი კოშკია, რომელიც ერთ დროს ქალაქს ტემპს აძლევდა.

  • კარიბჭე: Porte Cailhau

ეს კარიბჭე მეფე ჩარლზ მეშვიდის იტალიელებზე გამარჯვებას ასახავს. აქედან ნავსადგურზე ლამაზი პანორამა იშლება.

  • ეკლესია: Saint André Cathedral

პეი ბერლანდის მოედანზე მდებარე ეს კათედრალი ბორდოს უდიდესი რელიგიური შენობაა. 1998 წლიდან ის იუნესკომ ისტორიული მონუმენტების სიაში შეიყვანა.

  • სამრეკლო: Place and Tour Pey Berland

ეს გოთიკური სტილის სამრეკლო წმ. ანდრეს კათედრალიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით მდებარეობს, იმიტომ, რომ არქიტექტორი შიშობდა კათედრალის სტრუქტურა მას მხარს ვერ დაუჭერდა. აუცილებლად გადმოიხედეთ სამრეკლოდან, რათა პანორამული ხედით დატკბეთ.

  • ბაზილიკა: Saint-Michel Basilica

ეს გოთიკური ტაძარი სან მიშელზე მდებარეობს, ქალაქის ყველაზე ცოცხალ უბანში. გაისეირნეთ მის სიახლოვეს და დაათვალიერეთ სან მიშელის ბაზრობა.

  • ხიდი: Pont de Pierre

ეს ხიდი ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილია, იმიტომ რომ ბორდოს მარცხენა სანაპიროს მარჯვენასთან აკავშირებს. ის ბასტიდის უბანში, მდინარე გარონეზეა აგებული. ხიდზე გადასვლისას დააკვირდით როგორ გადიან ტრამვაები ლიანდაგებზე.

  • მოედანი: Place de la Victoire

ეს მოედანი ბორდოს ყველაზე საჯარო ადგილად ითვლება. ის ქალაქის ღამის ცხოვრების ცენტრალური ნაწილია ბევრი ბარითა და რესტორნით.

  • ბაღი: Jardin Public

წარმოიდგინეთ როგორია შესვენება შუადღეს, ჯადოსნურ ბაღში… ბორდოს საჯარო პარკი ქალაქის თვალწარმტაცი მწვანე სივრცეა.

  • ღვინის ქარხანა: La Cité du Vin

ეს უნიკალური ადგილი ღვინის დაგემოვნებას და ამ სასმლის გარშემო არსებულ კულტურულ ღონისძიებებს ეძღვნება.

  • ნანგრევები: Palais Gallien

ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, ანტიკური ნანგრევებითაც დატკბებით. ყოფილი ამფითეატრი რომაული იმეპრიის ეპოქიდანაა, როცა ბორდოს ბურდიგალა ერქვა.

  • სასახლე: Palais Rohan

წმ. ანდრეს კათედრალის სიახლოვეს, ეს სასახლე 1771 წელს ბორდოს არქიეპისკოპოსის, ფერნანდის საპატივცემულოდ აშენდა. 1835 წლიდან შენობა ბორდოს მერიის ოფისებს აერთიანებს.

  • სავაჭრო ცენტრი: Quai des Marques

აქ სეირნობა და შოპინგი ნამდვილად მოგეწონებათ. ამ ცენტრში შეგიძლიათ შეიძინოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია და სუვენირები.

  • ხიდი: Jacques Chaban Delmas Bridge

2013 წელს აგებული ეს ხიდი არქიტექტურით მოგხიბლავთ. ის იდეალურია საღამოობით რომანტიკული სეირნობებისთვის და მდინარის ხედებით დასატკბობად.

  • მოედანი: Place du Parlement

ბორდოს საკვები ეპიცენტრი საუკეთესო რესტორნებს აერთიანებს, სადაც გურმანები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან.

  • მუზეუმი: Musée d’Aquitaine

თუ გსურთ მეტი გაიგოთ ბორდოს ისტორიაზე, ამ მუზეუმში შეიარეთ, ის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან, წმ. ანდრეს კათედრალთან და როჰანის სასახლესთან ახლოს მდებარეობს.