სხვა ევროპული დედაქალაქებისგან განსხვავებით, მადრიდი ბიუჯეტურობით გამოირჩევა. ცენტრში არსებული სასტუმროებით დაწყებული, გემრიელი ღვინით გაგრძელებული და მსოფლიო დონის მუზეუმებით დამთავრებული, ესპანეთის დედაქალაქში მდიდარი კულტურული გამოცდილებისთვის ბევრის დახარჯვა საჭირო სულაც არაა. თუ ეკონომიური მოგზაურობა გსურთ, ჩვენ გარკვეულ რჩევებს მოგცემთ.

1. წაყევით მეტროს ან ავტობუსს აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში

ტაქსის ნაცვლად, რომლის ფასიც ფიქსირებული 30 ევროდან იწყება, ბევრს დაზოგავთ თუ 3 ევროიან ბილეთს შეიძენთ. გაყევით მეტროს მერვე ხაზს ქალაქის ბიზნეს ცენტრისკენ. შეგიძლიათ გაყვეთ აეროპორტის ავტობუსსაც, რომელიც 24 საათი მუშაობს და მისი ღირებულება 5 ევროა.

2. იარეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით

მადრიდი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის საკმაოდ კომფორტულია. საკმაოდ ბევრს დაზოგავთ თუ მეტრობასის ბილეთს აიღებთ. მისი საშუალებით 10-ჯერ იმგზავრებთ მეტროთი ან ავტობუსით სულ რაღაც 6 ევროდ.

3. გაყევით Avlo-ს დილის მატარებელს თუ შორს მიდიხართ

საკმაოდ ბევრს დაზოგავთ თუ დილით ადგომა არ გიჭირთ და მადრიდიდან ადრიანად გამავალ მატარებელს გაყვებით. ისინი 7-ის ნახევარზე გადიან და ესპანეთის სხვადასხვა ქალაქთან დაგაკავშირებენ: ბარსელონასთან, ვალენსიასთან, მალაგასთან და სევილიასთან, მხოლოდ და მხოლოდ 7 ევროდ!

4. ქალაქში იარეთ ველოსიპედით: Bicimad

ეს კომპანია 7000-ზე მეტ ელექტრო ველოსიპედს წარმოგვიდგენს მადრიდში 600-ზე მეტი დასატენი სადგურით. საათის ღირებულებაა 2 ევრო. უბრალოდ გადმოწერეთ აპლიკაცია, დარეგისტრირდით და გამოიყენეთ ველოსიპედი.

5. შეუკვეთეთ მენიუ სახელად: the menú del día ლანჩისთვის

კვირის დღეებში, დააკვირდით დაფებს რესტორნების გარეთ, რომლებიც წარმოგვიდგენენ ბიუჯეტური მენიუების შემადგენლობას და ფასებს. ლანჩის პერიოდში აქ 8 ევროდან 15 ევრომდე შეძლებთ გემრიელად დანაყრებას.

იხილეთ ასევე: სად ვჭამოთ ყველაზე იაფად მადრიდში?

6. ისიამოვნეთ უფასო ტაპასით ყოველი სასმლის შეკვეთისას

მიიღეთ ტაპასის უფასო თეფში ყველა სასმელთან მადრიდის რესტორნებსა და ბარებში. ეს აქ გავრცელებული პრაქტიკაა.

7. იშოპინგეთ მერკადოში

სუპერმარკეტების ნაცვლად, მადრიდის ღია ბაზრობას – mercados-ს მიაკითხეთ. აქ ფერად დახლებზე ბევრნაირი ხილი, ბოსტნეული, ხორცი და თევზია. თანაც, უფრო დაბალ ფასებში, ვიდრე ჰიპერმარკეტებში. აღმოაჩენთ მყუდრო პატარა რესტორნებს და კაფეებსაც ბიუჯეტური ფასებით.

8. არ მიირთვათ გარე ტერასებზე, მიირთვით შიგნით

მართალია კაფეების გარე სივრცეების ქალაქის ერთგვარი შარმია, მაგრამ ბევრი კაფე გარე მაგიდის დაკავებისთვის დამატებით საფასურს გადაგახდევინებთ. ინტერიერში მირთმევით რამდენიმე ევროს დაზოგავთ.

9. მიიღეთ ფასდაკლებები პროდუქტებზე აპლიკაციით: Too Good to Go

ეს პლატფორმა გვაჩვენებს ახლომდებარე რესტორნებს, მაღაზიებს, ბარებს, ხილის დახლებს და საცხობებს, რომლებიც გვთავაზობენ საკვებს, რომელიც იმ დღეს არ გაიყიდა. მათი ფასი ხან განახევრებულია, ხანდახან კი 70%-ითაც იკლებს. ასე დაზოგავთ ევროებს და გაუფრთხილდებით პლანეტას.

10. ეწვიეთ მადრიდის სამ ყველაზე ცნობილ მუზეუმებს უფასოდ

დატკბით მსოფლიო დონის ხელოვნებით მაშინ, როცა მუზეუმში შესვლა უფასოა. The Museo del Prado – უსასყიდლოდაა ღია ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით საღამოს 6 საათიდან 8 საათამდე, ხოლო კვირას და დღესასწაულებზე 5 საათიდან 7 საათამდე. Museo Nacional Thyssen-Bornemisza – უფასოა ორშაბათობით დღის 12 საათიდან 4 საათამდე, Reina Sofia კი სამუშაო დღეებში საღამოს 7 საათიდან 9 საათამდე, სამშაბათის გარდა, ხოლო კვირა დღეს დღის 1-ის ნახევრიდან 5-მდე.

11. გამოიკვლიეთ მადრიდის ბიუჯეტური უბნები

მადრიდის ბევრი საინტერესო ლოკაცია ქალაქის ცენტრს მოშორებულია. იქ საჭმელ-სასმელიც უფრო იაფია. მაგალითად – Lavapiés, სადაც საკმაოდ ეკონომიური ფასებია.

12. ნახეთ რა ხდება მატადეროზე

ეს ძველი ფაბრიკა გააცოცხლეს და დინამიურ კულტურულ ჰაბად აქციეს, სადაც უფასო გამოფენები, ფილმის ჩვენები, ცეკვის და მუსიკის პერფორმანსები, შოუები და სხვადასხვა ფესტივალები ეწყობა. მადრიდში ყოფნისას ის საკმაოდ ბიუჯეტური გადაწყვეტილებაა.