ფიქრობთ რომ მოინახულოთ მონ სენ-მიშელის (Mont St-Michel) არქიტექტურული საოცრება? ან დრამატული ეტრეტატის (Étretat) კლდეები? საფრანგეთის ტურიზმს თქვენთვის შეტყობინება აქვს: “იქ ძალიან ბევრი ხალხი დაგხვდებათ”. ამიტომაც, ტურისტულად გადატვირთული ადგილების მონახულებისგან სჯობს თავი შეიკავოთ. ყოველ შემთხვევაში, პიკი სეზონებზე მაინც. ტურიზმის ორგანიზაციის კვლევების მიხედვით დადგენილია, რომ საფრანგეთში ჩასული მოგზაურები ქვეყნის მხოლოდ 20%-ს სტუმრობენ. რეალურად, ამ ქვეყანაში უამრავი ლამაზი ადგილია, რომლის შესახებაც ტურისტებმა არ იციან. ჩვენ რამდენიმე ალტერნატიულ მიმართულებას გირჩევთ:

ტურისტული ადგილი: ეტრეტატის კლდეები (Étretat)

ეს პოპულარული ლოკაცია დრამატული თეთრი კლდეებით და ქვის ფორმაციებით, წყლისპირა ქალაქია ჩრდილოეთ საფრანგეთში, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა ნეტფლიქსის სერიალის, ლუპინის შემდეგ მოიპოვა. ზაფხულში აქ სოფლის 1200 მაცხოვრებელი 10 000-მდე ვიზიტორს ეგებება ყოველდღიურად.

ალტერნატივა: იპორტი (Yport)

გაუყევით იმავე სანაპიროს აღმოსავლეთით და 20 წუთში იპორტში აღმოჩნდებით, სათევზაო სოფელში, სადაც მსგავსი ფორმის კლდეები და ოკეანის ხედებია, რაც მთავარია, ბევრი ხალხის გარემოცვის გარეშე. ამ ლამაზი სოფლის დათვალიერების შემდეგ, დაკავდით სერფინგით, კანოეთი და რუჯის მიღებით.

ტურისტული ადგილი: მონ სენ-მიშელი (Mont Saint-Michel)

საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი მონუმენტი ზღაპრული ბენედიქტის სააბატოს და იუნესკოს დაცული ტერიტორიის სტატუსის წყალობით, ყოველწლიურად უამრავ ვიზიტორს იზიდავს.

ალტერნატინა: სოლესმეს სააბატო (Solesmes Abbey)

დასავლეთ საფრანგეთში თქვენ კიდევ ერთ ბენედიქტის მსგავსს სააბატოს იპოვით, რომელიც ასევე 1000 წელს ითვლის. ეს ძეგლიც წყალს გადაჰყურებს, ამ შემთხვევაში მდინარეს და მონ სენ-მიშელის მსგავსად მონუმენტურია.

ტურისტული ადგილი: მარსელის გამოქვაბულები (Coves of Marseille)

ეს უნიკალური კლდოვანი ფორმაციის ადგილი უთვალავ ტურისტსეგებება ჩალანკეს ეროვნულ პარკში (Calanques National Park). მათი ზღვა რაოდენობის გამო, ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადგილზე ვიზიტორების ლიმიტირებული რაოდენობა დაუშვას.

ალტერნატივა: ცისფერი ნაპირი (Côte Bleue)

ეს ულამაზესი ადგილიც მარსელის სიახლოვესაა გადაჭიმული და წარმოგვიდგენს გამოქვაბულებს, პატარა პორტებს და სანაპიროებს, პოპულარულს ადგილობრივებში. შეგიძლიათ იქირაოთ ნავი და თავად გამოიკვლიოთ არემარე ან სცადოთ სერფინგი.

ტურისტული ადგილი: ვერსალის სასახლე (Château de Versailles)

ეს სამეფო რეზიდენცია, რომელიც პარიზთან ახლოს მდებარეობს, ფრანგული სიძლიერის ცოცხალი სიმბოლოა. ვერსალის სასახლე წლიურად 7 მილიონ ვიზიტორს მასპინძლობს.

ალტერნატივა: შანტილის შატო (Château de Chantilly)

პარიზიდან იგივე დროითა და დისტანციით დაშორებული შანტილის სასახლე, როგორც ვერსალია, ხელოვნების და სიმწვანის მოყვარულებს ნამდვილად განაცვიფრებს. ამ შატოში ცნობილი ოსტატების უდიდესი კოლექციებია შენახული ლუვრის მუზეუმის შემდეგ, ხოლო მისი ბაღები ვერსალს არაფრით ჩამოუვარდება.

იხილეთ ასევე: იტალიის ყველაზე რომანტიკული ადგილების უფრო მშვიდი ალტერნატივები