მრავალფეროვან მარსელში ბევრ რამეს აღმოაჩენთ: ქუჩის ხელოვნებას, ეროვნულ პარკს, ბრუტალისტური არქიტექტურას, სანაპიროებს და თევზის ბაზარს. საფრანგეთის რიგით მეორე უდიდესი ქალაქი, მარსელი ბუნების მოყვარულებს ნამდვილად აღაფრთოვანებთ.
-
მიირთვით ჯანსაღი პროდუქცია მარსელის ბაზარში
ძველი პორტი მარსელის მოგზაურობის აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს. დაიწყეთ ადრიანად. მიაკითხეთ დილის 8 საათზე, როცა მეთევზეებს ახალი თევზი მოაქვთ. ბაზრობა შუადღის პირველ საათზე იხურება. ამის შემდეგ გაიარეთ ნავსადგურზე, მიირთვით ნაყინი და უყურეთ ნავების მიმოსვლას.
-
გამოიკვლიეთ ცნობილი ციხესიმაგრე
ფრანგმა რომანისტმა, ალექსანდრე დიუმამ მონტე კრისტოს თავგადასავალი Château d’If-ის შთაგონებით დაწერა. მისი გმირი, ედმონ დანტესი სწორედ ამ ციხესიმაგრეში გაამწესეს უსამართლოდ. ძველი პორტიდან ნავები ყოველდღე დადიან ორშაბათის გარდა. 20 წუთიანი გასეირნებით შატოს დათვალიერებას შეძლებთ.
-
ადით გარდის ნოტრ-დამში
მარსელის ცნობილი ბაზილიკა: Notre-Dame de la Garde, ქალაქის უმაღლეს წერტილშია. აქ ქალწული მარიამის მონუმენტური ქანდაკებაა, რომელიც ქალაქს, განსაკუთრებით მეზღვაურებს გადმოჰყურებს. შეგიძლიათ დალაშქროთ კიბეებით, ან აყვეთ მატარებელს ძველი პორტიდან. ფოტოების გადასაღებად ფონის არჩევა გაგიჭირდებათ – ერთნაირად შთამბეჭდავია რომაულ-ბიზანტიური არქიტექტურაც და ხმელთაშუაზღვის პანორამული ხედებიც.
-
დალაშქრეთ ან გაისეირნეთ ველოსიპედით კალანკესის ეროვნულ პარკში
მარსელსა და ქალაქ კოტ დ’აზურს შორის, საფრანგეთის ულამაზესი ეროვნული პარკი მდებარეობს. Calanques National Park ყურეში გაშენებული პარკია კლდეებით, რომლებიც მილიონი წლის მანძილზე იცვლიდნენ ფორმას. აქ მანქანების მოძრაობა შეზღუდულია, თუმცა ლაშქრობა და ველოსპორტი სრულად დასაშვები. შეგიძლიათ მიირთვათ აქ მდებარე რესტორანში ან იპიკნიკოთ ცურაობის შემდეგ.
-
დაათვალიერეთ ურბანული ხელოვნება და დააგემოვნეთ ქუჩის საკვები
Cours Julien – მარსელის ფერადი ადგილია, განსაკუთრებით ცოცხალი დღის მიწურულს. აქ საჭმლის არჩევანი საკმაოდ დიდია და თითქმის ყველა ქვეყნის სამზარეულოს აღმოაჩენთ. აღსანიშნავია ქუჩის კვებაც. შეგიძლიათ უბრალოდ ლუდი შეიძინოთ და აქაური არტისტების ქუჩის ხელოვნება და ხელნაკეთი ნივთების მაღაზიები დაათვალიეროთ.
-
წარმოიდგინეთ ცხოვრება ბრუტალურ ქალაქში
მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, მარსელს ჯანდაცვის, განათლების, სასტუმროების და სატრანსპორტო სერვისების დეფიციტი ჰქონდა. ლეგენდარულმა ფრანგმა არქიტექტორმა, Le Corbusier-მ ამ სიცარიელის შევსება გადაწყვიტა. მან შექმნა ქალაქი ქალაქში: დამოუკიდებელი რეზიდენცია სკოლით, ექიმის კაბინეტით, ბიბლიოთეკით, რესტორნით და სუპერმარკეტით – ერთ ბრუტალურ არქიტექტურულ საოცრებაში. დღეს ეს ადგილი ერთგვარი ღირსშესანიშნაობაა და ვიზიტორებს შეუძლიათ შენობის სახურავიდან საოცარი ხედებით დატკბნენ.
-
დაათვალიერეთ დიდებული სასახლე
მე-19 საუკუნეში, მარსელს ქოლერა მოედო. ქალაქის ლიდერებმა გადააწყვიტეს აეშენებინათ წყალსადენი, რათა მიეღოთ ახალი წყალი ახლომდებარე მდინარე დურანსიდან. ეს საუცხოო Palais Longchamp ამ მიღწევის აღსანიშნად აშენდა. დღეს აქ თანამედროვე ხელოვნების და ისტორიის მუზეუმია. დაისვენეთ გარშემო არსებულ პარკში და თუ გაგიმართლათ, კონცერტსაც დაესწრებით. აქ ასევე წარმოსახვითი ზოოპარკია, შუშის სპილოებითა და ვეფხვებით.
-
მიიღეთ რელაქსაცია ქალაქის უძველეს ნაწილში
La Joliette – მარსელის უძველესი უბანია, რომელიც ევროპის უდიდეს აღდგენილ არეას წარმოადგენს. აქ თქვენ ნახავთ სავაჭრო ცენტრს – Les Terrasses du Port; ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ცივილიზაციების მუზეუმს – MuCEM და ღამის კლუბს.
-
ესტუმრეთ სანაპიროებს
მარსელს ქვიშიანი სანაპიროები აქვს, მათ შორის პრადოს და კენედის სანაპირო. ძველი პორტიდან Anse de la Fausse Monnaie-სკენ წადით და კლდეზე არსებულ კიბეებს ჩაუყევით. აქედან წყალში მხტომელ დაივერებს დაინახავთ. წყალი თბილია აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით.
-
მოილხინეთ მარსელის “ფაბრიკაში”
მარსელის უდიდეს მატარებლის სადგურზე, სან ჩარლზზე, La Friche მდებარეობს, ძველი თამბაქოს ქარხანა, რომელიც დღეს საზოგადოების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს. აქ იხილავთ სათამაშო მოედანს, სკეიტპარკს, ორგანულ რესტორანს, კულტურულ ღონისძიებებს და წიგნის კაფეს. ბარის ტერასაზე ზაფხულის საღამოები დიჯეის თანხლებით გადის. ხმამაღალი მუსიკა საღამოს 7 საათიდან ღამის 11 საათამდე ისმის.