ფრანგული რივიერის დედაქალაქი – ნიცა პორტის გარშემოა გაშენებული და აქ ნავებით, ბორნებით თუ იახტებით სეირნობის დიდი არჩევანი გაქვთ. ქუჩები სავსეა ბარებით, კაფეებით და ბუტიკებით, თუმცა თუ ამ ქალაქში მოხვდებით, წყალზე გასეირნება აუცილებლად უნდა გამოსცადოთ.

Villefranche-sur-Mer/ვილეფრანშ-სუღ-მეღ

ეს ლამაზი წყლისპირა ქალაქი პასტელის ფერების მქონე შენობებით ლურჯ, კამკამა წყალთან საოცარ ფერთა შეთანხმებას ქმნის. ფრანგული რივიერის ერთ-ერთი გამორჩეული ნავსადგური ყველა სახის წყლის ტრანსპორტს იტევს – პატარა იალქნიანი ნავებიდან კრუიზებამდე. მე-16 საუკუნის სახლები ლამაზი ბაღებით, რამდენიმე მუზეუმი და ღია ცის ქვეშ კინოთეატრი სასიამოვნო დასვენებას გპირდებათ. პორტის შესასვლელში ტერასიანი ბარია, რომელიც კოქტეილებთან ერთად ლამაზ ხედს გთავაზობთ.

Saint-Jean-Cap-Ferrat/სენ-ჟან-ქეფ-ფერატი

ეს ფოთლოვანი ნახევარკუნძული ნიცის სანაპიროებთან მდებარეობს. ძველი ვილა Ephrussi de Rothschil დღეს მუზეუმია 9 თემატური ბაღით. დალიეთ გემრიელი სასმელი სასტუმრო Four Seasons-ის ტერასაზე და ისეირნეთ ნაძვნარის ტყეში.

Beaulieu-sur-Mer/ბოიო-სუღ-მეღ

ლამაში შენობები და ბულვარში ჩამწკრივებული ხილის ხეები – ეს გლამურული რივიერაა, სადაც შესაძლოა ვარსვკლავებსაც მოკრათ თვალი. ზეთისხილის ხეივანი სასიამოვნო ჩრდილს ქმნის პიკნიკისთვის. დასახლებები კი თითქოს ანტიკური საბერძნეთის შთაგონებითაა შექმნილი.

Paloma Beach/პალომას სანაპირო

სენ-ჟან-ქეფ-ფერატის პორტთან პალომას სანაპირო მაისიდან სექტემბრამდეა ღია და ფრანგული რივიერის სანაპირო კლუბს გვთავაზობს. პალომა ბევრი რეჟისორისთვის ყოფილა შთაგონების წყარო. აქ გადაღებულია სცენები “გრეის 50 ელფერიდან”, “ემილი პარიზში” და სხვ. მზის ქოლგები და შეზლონგები დღიურად ქირავდება.

Èze-sur-Mer/ეზე-სუღ-მეღ

თუ სანაპირო წვეულებების ხასიათზე ხართ, ნიცის სიახლოვეს დმებარე ეს სანაპირო დასახლება ლეგენდარული არჩევანია. აუცილებლად მოექეცით მთის თავზე და დატკბით ხმელთაშუაზღვის ხედებით. ჩაისუნთქეთ ბოტანიკური ბაღის სუფთა ჰაერი.

Monaco/მონაკო

მონაკო არის ის მდიდრული ადგილი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ეწვიოთ. მონტე-კარლოს კაზინო, სამ ვარსკვლავიანი მიშელინის რესტორანი და დიზაინერების ბუტიკ-მაღაზიები ერთმანეთთან წყნარი ქუჩებითაა დაკავშირებული. მიდით პრინცის სასახლესთან დღის 11:55-ზე და დაცვის პომპეზურ შეცვლას მოკრავთ თვალს.

Île Saint-Honorat/ილ სენ-ჰონორატი

ეს კუნძული კანის სიახლოვეს მდებარეობს. აქ მონასტრის კომპლექსია გაშენებული საკმაოდ თანამედროვე თვალსაწიერის მქონე საზოგადოებით. დაათვალიერეთ მე-15 საუკუნის მონასტერი და დააგემოვნეთ ღვინო ვენახში.

კანის წყალქვეშა ეკო-მუზეუმი

აქ საცურაო კოსტიუმი დაგჭირდებათ. ფრანგული რივიერას უჩვეულო ღირსშესანიშნაობის მონახულება ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ნაპირთან ახლოს, 5 მეტრი სიღრმის წყალში, ბრიტანელმა არტისტმა პორტრეტების სკულპტურები შექმნა. ეს პირველი ინსტალაციებია ხმელთაშუა ზღვაში.

ნიციდან წყლის გზით 5 საათში კი მშვენიერ კორსიკაზე მოხვდებით.