ევროპა ცნობილია მომხიბვლელი პატარა სოფლებითაც და კოსმოპოლიტური ქალაქებითაც, რომლებსაც არასდროს სძინავთ. თუმცა ამ კონტინენტზე ბევრი არაჩვეულებრივი ეროვნული პარკია. შენი მეგზური 20 საუკეთესოს გირჩევთ.
Parc national des Calanques/კალანკეს ეროვნული პარკი
საფრანგეთი
საფრანგეთის სამხრეთში ბევრი ცნობილი სანაპიროა. აქ მდებარეობს ეს ეროვნული პარკიც უამრავი პატარა უბით. აქ შეგიძლიათ ილაშქროთ, კაიაკით ან ნავით გაისეირნოთ. ყველაზე მარტივი გზა პარკში მოსახვედრად მატარებელია მარსელიდან. 30 წუთიანი გზა კასისში ჩაგიყვანთ, საიდანაც პარკის უახლოესი წერტილი 30 წუთის სავალ გზაზეა.
Plitvice Lakes/პლიტვისეს ტბები
ხორვატია
ამ პარკში ულამაზესი ჩანჩქერები დაგხვდებათ. ის ზაგრებიდან 2 საათის, ხოლო სპლიტიდან 3 საათის გზაზე მდებარეობს. პლიტვისეში მთელ დღეს გაატარებთ ლაშქრობასა და ნავით სეირნობაში.
Triglav National Park/ტრიგლავის ეროვნული პარკი
სლოვენია
სლოვენია ბოლო წლებში ტურისტულად უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მისი ტრიგლავის ეროვნული პარკი გამორჩეულია ალპებში სეირნობის შესაძლებლობით და ულამაზესი ტბებით.
Black Forest National Park/შავი ტყის ეროვნული პარკი
გერმანია
ამ ტყითაა შთააგონებული ძმები გრიმების ზღაპრები. შავი ტყის ეროვნულ პარკში მანქანით ადვილია მოხვედრა ბადენ-ბადენიდან ან ფრაიბურგიდან. ზამთარში ის თოვლიანი დაგხვდებათ.
Hohe Tauern National Park/ჰოჰე ტაუერნის ეროვნული პარკი
ავსტრია
ჰოჰე ტაუერნში ავსტრიის უმაღლესი მთის მწვერვალი მდებარეობს – გროსგლოკნერი. აქ ილაშქრებთ, იცურავებთ სუფთა ტბებში და დაათვალიერებთ ველურ ცხოვრებას.
Jotunheimen National Park/ჯოთუნჰეიმენის ეროვნული პარკი
ნორვეგია
ამ ეროვნული პარკის სახელი ითარგმნება როგორც “გიგანტების სახლი”. აქ ნორვეგიის უმაღლესი მწვერვალები, მასიური მყინვარები და ტბები მდებარეობს. ჯოთუნჰეიმენი მოიცავს ოსლოს და ბერგენის ტერიტორიებს.
Parc National des écrins/ეკრინსის ეროვნული პარკი
საფრანგეთი
ფრანგული ალპები ყველაზე ცნობილ მწვერვალებს აერთიანებს მთელ კონტინენტზე. მათ საუკეთესო ხედებს კი საფრანგეთში ამ პარკში იხილავთ. ზაფხულში ილაშქრებთ, ხოლო ზამთარში ისრიალებთ.
Parco Nazionale delle Dolomiti Bellunesi/დოლომიტები ბელუნესის ეროვნული პარკი
იტალია
დოლომიტებიც ევროპის ცნობილი სამთო მიმართულებაა. მისი მწვერვალები იმდენად უნიკალურია, რომ იუნესკოს დაცულ მემკვიდრეობათა სიაშია შეყვანილი.
Butrint National Park/ბატრინტის ეროვნული პარკი
ალბანეთი
სამხრეთ ალბანეთში მდებარე ეს პარკი პოპულარულ სანაპიროსთან მდებარეობს. აქაური ლანდშაფტი მოიცავს ტბებს და სწორ ბილიკებს. აქ მდებარეობს არქეოლოგიური ნანგრევებიც.
Bohemian Switzerland National Park/ბოჰემური შვეიცარიის ეროვნული პარკი
ჩეხეთი
სახელმა არ შეგაცდინოთ, ის არა შვეიცარიაში, არამედ ჩეხეთში მდებარეობს. აქ საოცხოოდ შემონახული სოფლები დაგხვდებათ კლდეებს შორის, ასევე გასაოცარი ფლორა და ფაუნა. პარკი პრაღიდან საათნახევრის გზაზე მდებარეობს.
Krka National Park/კრკას ეროვნული პარკი
ხორვატია
კრკა ხორვატიის მორიგი არაჩვეულებრივი პარკია ლურჯი წყლებით და შთამბეჭდავი ჩანჩქერებით. ის ზადარიდან და სპლიტიდან სულ რაღაც 1 საათის გზაზე მდებარეობს.
Durmitor National Park/დარმიტორის ეროვნული პარკი
მონტენეგრო
მონტენეგროში ვიზიტორები ძირითადად მხოლოდ სანაპიროზე დასვენებისთვის ჩადიან, მაგრამ აქ საკმაოდ ბევრი რამაა სანახავი. ქვეყანა საკმაოდ მთიანია და მისი ეს პარკი სავსეა მყინვარებით, სალაშქრო ბილიკებით და ალპური ტბებით. თანაც, აქ ბევრად ნაკლები ხალხია, ვიდრე შვეიცარიასა და საფრანგეთში.
Peneda-Gerês National Park/პანედა-გერესის ეროვნული პარკი
პორტუგალია
ეს ქვეყნის ერთადერთი ოფიციალური ეროვნული პარკია, მაგრამ ათსაც კი უდრის! ის გამორჩეულია მრავალფეროვანი ლანდშაფტით, მთის მასივებით, ჩანჩქერებით და მდინარეებით, რომლებიც ველებზე მიედინებიან.
Aggtelek National Park/აგტელეკის ეროვნული პარკი
უნგრეთი
ეს იუნესკოს ძეგლი მშვენიერი ადგილია გამოქვაბულების ენთუზიასტებისთვის. აქ უამრავი გამოქვაბული და მიწისქვეშა ბილიკია. შეგიძლიათ ეწვიოთ გიდის ტურების მეშვეობით ან დამოუკიდებლად.
Mount Olympus National Park/ოლიმპოს მთის ეროვნული პარკი
საბერძნეთი
საბერძნეთის უმაღლესი მწვერვალი გარშემორტყმულია ულამაზესი ეროვნული პარკით. მას დიდი ისტორია აქვს და ხშირად გამხდარა ბერძნული ამბების ადგილი. აქ ადვილად მოხვდებით ათენიდან ან თესალონიკიდან.
Killarney National Park/კილარნის ეროვნული პარკი
ირლანდია
ირლანდიას უამრავი შესანიშნავი მწვანე რეკრეაციული სივრცე აქვს და რთულია აირჩიოთ მათგან რომელიმე. მაგრამ, თუ მხოლოდ ერთისთვის გაქვთ დრო, კილარნის გირჩევთ, ზღაპრულ ტყიან რეგიონში.