ხორვატიის პოლიტიკური და კულტურული გული – ზაგრები, საოცრად ენერგიული ქალაქია. ეს პოპულარული ტურისტული მიმართულება ხორვატიის საუკეთესო მუზეუმებს, შოპინგ ცენტრებს და კაფეებს აერთიანებს. ქალაქის ცენტრი ორი ნაწილისგან შედგება: ზედა ქალაქი (Gornji Grad) და ქვედა ქალაქი (Donji Grad). ზედა ქალაქშია ზაგრების კათედრალი და პარლამენტი, ხოლო ქვედა ნაწილი უფრო თანამედროვე არეალია, მუზეუმებით, თეატრით და კაფეებით.
წმ. მარკის ეკლესია
წმ. მარკის ეკლესია მნიშვნელოვანი ეროვნული ღირსშესანიშნაობაა, რადგანაც მისი სახურავის ფილები ზაგრების და ხორვატიის გერბებს გამოსახავენ. შთამბეჭდავია მისი რუმინული ფანჯრებიც, ფრესკებიცა და სკულპტურებიც.
მისამართი: Trg Svetog Marka 5
ეროვნული თეატრი
ეროვნული თეატრი კულტურული ღირსშესანიშნაობა და ხელოვნების ნიმუშია. ის მე-19 საუკუნეში გაიხსნა და როკოკოსა და ნეო-ბაროკოს სტილს აერთიანებს. თუ საშუალება გექნებათ, დაესწარით აქ ოპერას ან ბალეტს.
მისამართი: Trg maršala Tita 15
ხელოვნების პავილიონი
ეს პრესტიჟული ხელოვნების სივრცე მასშტაბურ გამოფენებს წარმოგვიდგენს. არტ-ნუვოს ექსტერიერის მიღმა, გამოფენები მუდამ იცვლება.
მისამართი: Trg kralja Tomislava 22
მიმარას მუზეუმი
ზაგრების სახვითი ხელოვნების მუზეუმი გამორჩეული კოლექციებით დაიკვეხნის. მათ შორის: გოიას, რემბრანტის, ველასკესის, კანალეტოს, რენუარის, როდენის და ვან დიკის.
მისამართი: Rooseveltov trg 5
მიროგოის სასაფლაო
Mirogoj – ზაგრების მთავარი სასაფლაოა. აქ ცნობილ მწერლებს, არტისტებს და პოლიტიკოსებს აღმოაჩენთ. აქვეა სათბური და ვენახი.
მისამართი: Aleja Hermanna Bollea 27
ზაგრების კათედრალი
ხორვატიის დედაქალაქის ცაზე ეს კათედრალი მეფობს. ის მე-13 საუკუნეში აშენდა და ბევრ რესტავრაციას დაექვემდებარა. ინტერიერში რელიგიური ხელოვნების ნიმუშები დაგხვდებათ: მხატვრობა, სამოსი და წმინდა ნაწილები.
ჯარუნის ტბა
Jarun – ზაგრების მთავარი რეკრეაციული ზონაა. საველოსიპედო ბილიკები და სკეიტ-პარკი ერთმანეთს კუნძულებით უკავშირდება. აქ მდებარეობს ღამის კლუბი აქუარიუსიც.
ნიკოლა თესლას ტექნიკური მუზეუმი
ცნობილი გამომგონებლის და ეროვნული გმირის, ნიკოლა თესლას სახელობის მუზეუმში პლანეტარიუმი, იშვიათი ტრანსპორტის კოლექცია და თესლას ქმნილებების კაბინეტია. აქ ყველა ასაკის ადამიანი ისიამოვნებს.
მაქსიმირი
ზაგრების უძველესი საჯარო პარკი მუხის ხეებით, პატარა ტბას და ბევრ ბილიკს აერთიანებს. აქ მდებარეობს ზაგრების ზოოპარკი, ორი პავილიონი და ეროვნული ფეხბურთის სტადიონი.
თანამედროვე გალერეა
ჰაბსბურგის სასახლეში მდებარე ეს გალერეა უამრავ ნამუშევარს აერთიანებს 1800 წლიდან დღემდე. აქ იმპრესიონისტებს, ვიდეო-არტს, სკულპტურებს და ინსტალაციებს იხილავთ.
მისამართი: Andrije Hebranga 1
ბოტანიკური ბაღი
ზაგრების ბოტანიკური ბაღი 1 აპრილიდან 1 ნოემბრამდე მუშაობს. შუშის სახლებში და გარშემო, უამრავი სახეობის მცენარეს აღმოაჩენთ, ბილიკებით, ორნამენტული ხიდებით, სანაპიროებით და დატვირთულ ქალაქს დროებით მოწყდებით.
მისამართი: Trg Marka Marulića 9A
მეშტროვიჩის ატელიე
ცნობილი ხორვატი სკულპტორის, მეშტროვიჩის სამუშაო სივრცე მართლაც გასნაცვიფრებელ ექსტერიერს და ინტერიერს წარმოადგენს. აქ მისი ნამუშევრები დაგხვდებათ, ხეზე, ქვაზე თუ მარმარილოზე.
მისამართი: Mletačka 8
Lotrscak Tower
ეს კოშკი მე-13 საუკუნით თარიღდება და ზაგრების მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა. ლეგენდის თანახმად, ერთ დროს ამ კოშკში ზარს რეკდნენ და ხალხს კარიბჭის დახურვისკენ მოუწოდებდნენ. ვინც შესვლას ვერ მოასწრებდა, მთელი ღამით გარეთ რჩებოდა. ვიზიტორებს შეუძლიათ ავიდნენ მასზე, გადმოხედონ ქალაქს, დაათვალიერონ გამოფენა და ესტუმრონ სუვენირების მაღაზიას.
მისამართი: Tomićeva ul. 9
ისტორიული ქვის ჭიშკარი
მორიგი მნიშვნელოვანი შუასაუკუნოვანი სტრუქტურა – ცნობილი ქვის ჭიშკარია (Kamenita Vrata). უკანასკნელი, რომელიც ქალაქის 5 ჭიშკრიდან შემორჩა. მე-13 საუკუნეში აშენებული შენობა ხანძარსაც გადაურჩა.
Address: Strossmayerovo setaliste 9
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
ზაგრების ერთ-ერთი უახლესი მუზეუმი, ხორვატიის თანამედროვე მუზეუმებს შორის უდიდესია. აქ ხელოვნების მოყვარულებს როგორც ხორვატი, ასევე საერთაშორისო არტისტების შთამბეჭდავი კოლექცია დახვდებათ. აქვე მდებარეობს მაღაზია და კინოთეატრი.
მისამართი: Avenija Dubrovnik 17