რა ვნახოთ

10 საუკეთესო რამ, რაც პორტუგალიაში უნდა გააკეთოთ

ესპანეთსა და ატლანტის ოკეანეს შორის მდებარე ეს კომპაქტური ქვეყანა საინტერესო სამოგზაურო მიმართულებაა. მიუხედავად მცირე ზომისა, პორტუგალიას მრავალფეროვანი კულტურა, სამზარეულო და ლანდშაფტი აქვს. ჩვენ აქ დაუვიწყარ აქტივობებს გირჩევთ:

1. მოუსმინეთ ფადოს ლაივ შესრულებას ლისაბონში

ფადო – მუსიკალური ჟანრია, რომელიც პორტუგალიაში ჩამოყალიბდა და დღეს იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლია. ეს მელანქოლიური და სევდიანი მუსიკაა, რომელსაც პორტუგალიური გიტარით ასრულებენ და მღერიან. ლისაბონში მიაკითხეთ ამ სივრცეებს: Casa de fado; Adega Machado; Café Luso; A Baiuca; Parreirinha de Alfama. მოუსმინეთ ფადოს პორტუგალიურ ვახშამთან ერთად. თუ ლისაბონში სექტემბრის ბოლოსკენ მოხვდებით, ამ დროს აქ ორდღიანი მუსიკის ფესტივალი ეწყობა, რომელიც მთლიანად ფადოს ეძღვნება.

2. იხილეთ პრეისტორიული ქვები: Vale do Côa

იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის ძეგლი, პრეისტორიული ქვის ხელოვნება სიეგა ვერდეში მდებარეობს. ეწვიეთ კოას მუზეუმს (Museu do Côa) და შეუერთდით არქეოლოგიურ მოგზაურობას ქვების დასათვალიერებლად.

3. დააგემოვნეთ ადგილობრივი ტკბილეული

პორტუგალია ტკბილი დესერტით ცნობილია. ქვეყნის თითოეულ რეგიონს თავისი ტკბილეული აქვს, რომლებსაც ადგილობრივი და სეზონური ინგრედიენტებით ამზადებენ. მაგალითად, ესენია: pastel de feijão; ovos moles და ლისაბონში ყველაზე ცნობილი: Pastel de nata custard tarts, რომელსაც ბევრი ვარიაცია აქვს, მათ შორის ვეგანურიც.

4. გაერთეთ ადგილობრივი წმინდანების ფესტივალზე: Santos Populares

ეს ტრადიციული ფესტივალი მთელს პორტუგალიაში ყოველი წლის ივნისის თვეში ტარდება. ყველაზე ცნობილი და დიდი დღესასწაულებია: 13 ივნისს ლისაბონში და 24 ივნისს პორტოში. ამ დროს ქალაქს ლამაზი დეკორაციებით რთავენ და წმინდანებს პატივს მიაგებენ. საღამოს კი სვამენ, მიირთმევენ და ცეკვავენ.

5. დაკავდით სერფინგით ან უყურეთ ტალღებს ნაზარეში

Nazaré – ცნობილია ატლანტის ოკეანის უზამაზარი ტალღებით, სადაც სერფერები ხშირად ჩადიან. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ ულამაზესი ხედით დატკბეთ საო მიგელ არკანჯოს ციხესიმაგრის (São Miguel Arcanjo) შუქურიდან.

6. დააგემოვნეთ პორტუგალიური ღვინო

პორტუგალია ღვინის რეგიონებით ცნობილია. ალენტეჯო (Alentejo) და დუორო (Douro) ღვინის მოყვარულებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, მაგრამ ვენახებს მთელ ქვეყანაში იხილავთ, მათ შორის მადეირაზე. ვინო ვერდეს (Vinho Verde) რაიონში გადაშენების პირას მყოფ ყურძნის ჯიშებს იხილავთ, რაც აქ დაწურულ ღვინოს განსაკუთრებულ ავთენტურობას სძენს. ასევე გირჩევთ აველედას (Quinta da Aveleda).

7. აღნიშნეთ კარნავალი

პორტუგალიაში საკუთარი ჰელოუინი აქვთ და ის თებერვალში ან მარტში ტარდება. ქვეყნის თითქმის ყველა ქალაქი მასპინძლობს საკარნავალო აღლუმს. ეს ძირითადად ხდება აღდგომის მარხვის დაწყებამდე. Torres Vedras, Ovar და Loulé კარნავალის აღსანიშნად საუკეთესო მიმართულებებია. აქ ბრაზილიური სამბათი შთაგონებული ატმოსფერო დაგხვდებათ.

8. დარჩით ტრადიციულ შისტის სოფელში

მთის სოფლები კოიმბრასა და კასტელო ბრანკოს შორის მეოცე საუკუნის შუა რიცხვებიდან მიტოვებულია. მაშინ აქედან მთელი მოსახლეობა ევროპაში გადასახლდა. დღეს ეს ადგილები სოფლის ტურიზმის განვითარების პროგრამაშია შესული და შეგიძლიათ მოინახულოთ მთები, ტბები და მდინარის ნაპირები. მიტოვებული ქვის სახლები უცვლელად დატოვეს, რათა რეგიონის კულტურული იდენტობა შეენარჩუნებინათ.

9. გაისეირნეთ ალკევას ტბაზე

Lake Alqueva – პორტუგალიის საუკეთესო ადგილია ვარსკვლავებზე დასაკვირვებლად. აქ უღრუბლო ცა და ხელოვნური ტბა დაგხვდებათ. ექსტრაორდინალურმა გარემომ ეს ადგილი ვარსკვლავის სანახავად ერთ-ერთ ცნობილ ტურისტულ მიმართულებად აქცია. დაჯავშნეთ ღამის ტურები ტბაზე და ეწვიეთ ობსერვატორიასაც.

10. გაისეირნეთ მანქანით პორტუგალიის ყველაზე გრძელ გზაზე

Estrada Nacional 2 – ცნობილი 740 კმ-იანი გზაა, რომელიც პორტუგალიას სულ სხვანაირად დაგათვალიერებინებთ. ლანდშაფტები გზებთან ერთად იცვლება და ალგარვის ოქროს ქვიშებამდეც მიგიყვანთ. შეჩერდით გზად ქალაქებში და უკეთ გამოიკვლევთ ამ ქვეყანას. თუ გიყვართ თავგადასავლები ეს გამოცდილება თქვენთვისაა.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

აშშაშშ
აშშ21 აგვ 2026

5 ქალაქი, რომელიც ყველაზე ბედნიერ სამოგზაურო მიმართულებად დასახელდა ამინდის და მწვანე სივრცეების გათვალისწინებით

ლისაბონი, ჰელსინკი, ორლანდო, ათენი და ედინბურგი: 5 ქალაქი, სადაც მზიანი ამინდი, პარკები და მწვანე სივრცეები მოგზაურს განწყობას აუმჯობესებს.

პორტუგალიაპორტუგალია
პორტუგალია21 აგვ 2026

სილვესი – ალგარვეს შუა საუკუნეების ულამაზესი ქალაქი

რა ვნახოთ სილვესში, ალგარვეში: წითელი ქვის ციხესიმაგრე, საკათედრო ტაძარი, არქეოლოგიური მუზეუმი, პონტე რომანა და აგვისტოს შუასაუკუნეების ბაზრობა.

ავსტრალიაავსტრალია
ავსტრალია20 აგვ 2026

10 საუკეთესო ადგილი დელფინებთან ერთად საცურაოდ

სად ვიცუროთ დელფინებთან: აზორის კუნძულები, ფერნანდუ-დი-ნორონია, გალაპაგოსი, კაიკოურა, მარსა-ალამი და კიდევ 5 ადგილი, ტურებისა და სეზონის რჩევებით.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე