პრაღა არის ქალაქი, რომელმაც იცის თუ როგორ გაგაოცოთ. მის ულამაზეს ატმოსფეროში სეირნობისას მალევე შეიგრძნობთ თავს ზღაპრის ნაწილად. ღამით, მუსიკალური კლუბები არტ დეკოს ფასადის მიღმა იმალებიან. ჩეხეთის ეკლექტიკურ დედაქალაქში მოგზაურობას ნამდვილად არ ინანებთ, თუმცა ჩვენ რამდენიმე სასარგებლო რჩევას მოგცემთ.
1. აირჩიეთ სად უნდა დარჩეთ და სად არ უნდა დარჩეთ
აუცილებლად სანახავი ღირსშესანიშნაობები პრაღის ძველ ქალაქშია (Staré Město) მიმოფანტული, მაგრამ პრაღის სხვა უბნებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ცენტრი კომპაქტურია: მალა სტრანას (Malá Strana) და ნოვე მესტოს (Nové Město) პარალელური ქუჩებიც ხელსაყრელია ცნობილი ძეგლების დასათვალიერებლად და ბარებში შესასვლელად. ვენჩესლას მოედანი (Wenceslas Square) შოპინგ-მიმართულებიდან, დაბნელების შემდეგ, წვეულებებიც სივრცედ იქცევა. მათ ვისაც გაინტერესებთ სად დადიან ადგილობრივები, კოსმოპოლიტურ უბნებს: ვინოჰრადის (Vinohrady) და ჰოლეშოვიჩეს (Holešovice) ესტუმრეთ. აქ კარგი დასარჩენები, გასართობი ღამის ცხოვრება და მოწესრიგებული სატრანსპორტო ხაზებია.
2. წაიღეთ კომფორტული ფეხსაცმელები
პრაღის ცენტრალური ნაწილის ქუჩები და ხეივნები ფეხით უნდა გამოიკვლიოთ. ჩაილაგეთ კომფორტული ფეხსაცმელები ქვაფენილიანი გზებისთვის. რესტორნებში საზეიმო ვახშმების ან თეატრში წასვლის გარდა, ჩეხებს თითქმის სულ სპორტულად ან კომფორტულად აცვიათ.
3. როგორ უნდა მოხვდეთ პრაღაში აეროპორტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით?
პრაღას ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა აქვს. მართალია, აეროპორტამდე მეტროს ხაზი ვერ წვდება, მაგრამ პრაღის ძველ ქალაქში მოსახვედრად, გაყევით 119 ნომერ ავტობუსს სადგურამდე – Nádraží Veleslavín, შემდეგ კი გადაჯექით მეტროს A ხაზზე. ბილეთებს ვიზიტორთან ცენტრში ან ტერმინალში მდებარე აპარატებიდან შეიძენთ. თუ პრაღის ცენტრალური მატარებლის სადგურთან ახლოს რჩებით, განიხილეთ უფრო ძვირიანი, მაგრამ პირდაპირი ავტობუსი – Airport Express bus.
4. რა ხდება აეროპორტიდან ტაქსით მგზავრობის შემთხვევაში?
თუ ქალაქამდე მისვლა ტაქსით გსურთ, აეროპორტთან მდგარ ტაქსებთან მისვლისას, აუცილებლად დააზუსტეთ ფასი ჩასხდომამდე და მძღოლი გააფრთხილეთ, რომ ქვითარი დაგჭირდებათ. Uber, Bolt და ადგილობრივი Liftago, აქ ტაქსით სარგებლობისთვის პოპულარული აპლიკაციებია.
5. გახსოვდეთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთი უნდა გააქტიუროთ
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთების მოქმედების ვადა აქ 30 წუთიდან 3 დღემდე მერყეობს. მათ გაზეთების კიოსკებში, კუთხის მაღაზიებში და მეტროს სადგურებში შეიძენთ. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ აპლიკაცია – PID Lítačka. უბრალოდ როცა მგზავრობას დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ ის აქტიურია. ეს ნიშნავს რომ გაატაროთ ავტობუსების, ტრამვაების და მეტროს შესასვლელების ყვითელ მოწყობილობებში, ან დააკლიკოთ აპლიკაციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დაჯარიმდეთ.
6. არც ისე იაფია როგორც ადრე, მაგრამ მაინც ბიუჯეტურია
მართალია, ბოლო წლებში ფასები აქაც გაიზარდა, მაგრამ პრაღა, სხვა ევროპულ დედაქალაქებთან შედარებით, მაინც ძალიან კარგი მიმართულებაა მათთვის, ვისაც ბიუჯეტური მოგზაურობა სურს. აქ ჩეხური კრონები დაგჭირდებათ. ლუდი იაფია: 50 კრონა ($2.20). კაპუჩინო – 60 კრონა ($2.70), ჩეხური ტრადიციული სადილი 200 კრონა ($9). სასურველია, თუ 10% ჩაის დატოვებთ. Prague City Pass-ის ან Prague CoolPass-ის შეძენით, უფასოდ ან ფასდაკლებით შეხვალთ რამდენიმე ღირსშესანიშნაობაზე.
7. ინგლისურის ცოდნა ფართოდაა გავრცელებული, მაგრამ ცოტაოდენი ჩეხური მისასალმებელია
პრაღის ტურისტულ ადგილებში, ინგლისურად ყველა საუბრობს. მენიუები და საინფორმაციო დაფები ნათარგმნია ინგლისურ ენაზე. მაგრამ, ჩეხები ძალიან აფასებენ ჩეხური მარტივი სიტყვების ცოდნას. მაგალითად, მიესალმეთ ადამიანებს ასე: Dobrý den (მშვიდობიანი დღე!) ან Ahoj (სალამი!).
9. დააგემოვნეთ ტრადიციული ჩეხური ნამცხვრები და ტკბილეული
ცნობილი დესერტი ტრდელნიკი აქ აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. მართალია ის უფრო სლოვაკური ან უნგრულია, მაგრამ ჩეხებმა წარმატებით დაამკვიდრეს და ძალიან გემრიელად აკეთებენ. ეწვიეთ ადგილობრივ საცხობებსაც ტრადიციული ჩეხური ტკბილეულისთვის. მაგალითად კოლაჩი (kolaches), ტკბილი პურია ყაყაჩოს მარცვლებით ან ხილის ჯემით.
10. იყავით ყურადღებით
პრაღა ზოგადად უსაფრთხო ქალაქია. აქ ძალადობრივი კრიმინალი მინიმუმამდეა დაყვანილი, მოძრაობის წესები მაქსიმალურადაა დაცული და ონკანის წყალი სუფთაა. მაგრამ, ფრთხილად იყავით პირად ნივთებთან ტურისტულ ადგილებში და მეტროში. ჯიბის ქურდებისთვის ეს ადვილი არეალებია პატარა ნივთებზე და ფულზე სანადიროდ. თუ 112-ში დარეკავთ, ინგლისურად მოსაუბრე ოპერატორი დაგელაპარაკებათ.