უნგრეთი საკმარისად ბევრ ღირსშესანიშნაობას ფლობს იმისთვის, რომ მისი ბრწყინვალე დედაქალაქის, ბუდაპეშტის მიღმაც გავიხედოთ. ჩვენ ქვეყნის 10 საუკეთესო ქალაქს გირჩევთ.
ეგერი/Eger
ეგერი მთებს შორის მოქცეული ძველი ქალაქია, რომელიც ღვინის რეგიონში მდებარეობს. ოდესღაც მის დასაკუთრებას თურქი და მონღოლი დამპყრობლები ცდილობდნენ. დღეს აქ ბაროკოს არქიტექტურა ქვაფენილიან ქუჩებს გადმოჰყურებს. აუცილებლად მოინახულეთ ეგერის ციხესიმაგრე.
კეჩკემიტი/Kecskemét
კეჩკემიტის სილამაზე მის არქიტექტურასა და დაგეგმარებაში აღიბეჭდება. ქალაქის მთავარ მოედანზე ულამაზესი სასახლე დგას, რომელიც მდიდრული ორნამენტებითაა მორთული. მის გვერდით ძველ სინაგოგას იხილავთ, ცენტრის მიღმა კი ვენახების და ფერმების გაშლილ სივრცეს.
ტიჰანი/Tihany
ეს ქალაქი ფანტასტიკური ლოკაციით და სასარგებლო წყლებით გამოირჩევა. აქ ცენტრალური ევროპის უდიდესი ტბა, ანტიკური მონასტერი, წითელ სახურავიანი სახლები და წიწაკის არომატული ბაზრობაა, რის ერთობლიობაშიც ტიჰანის ხიბლი იკვეთება.
ეზტერგომი/Esztergom
აქ ქვეყნის უდიდესი ეკლესია მდინარე დანუბეს გადმოჰყურებს, რომელიც აქედან სლოვაკეთის საზღვრისკენ მიემართება. ეზტერგომი საუკუნეების მანძილზე რომაული კათოლიციზმის ეპიცენტრი იყო და მრავალფეროვან არქიტექტურას აერთიანებს.
ზეგედი/Szeged
უნგრეთისა და სერბეთის საზღვართან, ულამაზესი უნგრული ქალაქი, ზეგედი მდებარეობს, რომელსაც რატომღაც ტურისტები ხშირად გვერდს უვლიან. ქვეყნის რიგით მეოთხე უდიდესი ქალაქი ზეგედის უნივერსიტეტით და შესაბამისად, სტუნდენტური ცოცხალი აურით გამოირჩევა.
ვაჩი/Vác
პატარა ვაჩი ბუდაპეშტის ჩრდილოეთით მდებარეობს და უნიკალური სილამაზით გამოირჩევა. მდინარე დანუბეზე გაშენებული ფერადი სახლები, დომინიკური ეკლესია და ბრწყინვალე კათედრალი დედაქალაქის სიახლოვეს ნამდვილად ღირს მოსანახულებლად.
გოდოლო/Gödöllő
ამბობენ, რომ გოდოლოს სიახლოვეს გავლილ ტურისტებს ამ ქალაქში ვარდების სასიამოვნო სურნელი აჩერებთ, რომელიც გოდოლოს სამეფო სასახლიდან მოდის. ესტუმრეთ ერსებეტის პარკს და კაპუჩინის ეკლესიასაც, რომელიც ლამაზი ტყით გამოირჩევა.
სანტანდრე/Szentendre
სანტანდრე თითქოს ბუდაპეშტის ერთ-ერთი გარეუბანია, თავისი ხელოვნების გალერეებიით, კაფეებით და საინტერესო მაღაზიებით. აუცილებლად ეწვიეთ მას დედაქალაქისგან განსატვირთად.
ვიშეგრადი/Visegrád
ვიშეგრადის ისტორიული ციხესიმაგრე საკმაო დრამატულობით გამოირჩევა. ეს უძველესი არქიტექტურული საოცრება მონღოლთა შემოსევებს უძლებდა და უნგრეთს მე-12 საუკუნეში იცავდა.
ჰოლოკო/Hollókő
პატარა ჰოლოკო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს 1987 წლიდან ფლობს. გარშემო არსებული მთები მას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. აუცილებლად მოინახულეთ ტაძრის კოშკურა, რომელიც თითქოს გთხოვთ, რომ ფოტო გადაუღოთ.