რა ვნახოთ

საფრანგეთის ნაკლებად ცნობილი ლოკაციები, სადაც ადგილობრივები დადიან

სად მიდიან ადგილობრივები დასასვენებლად? ეს კითხვა ხშირად ებადებათ მოგზაურებს სხვადასხვა ლოკაციაზე მოგზაურობისას. ხშირად ისინი ირჩევენ ადგილებს, რომლებიც ტურისტებში პოპულარული არაა, თუმცა მასზე თავად ძალიან გიჟდებიან. ამ შემთხვევაში საფრანგეთის უცხო მარგალიტებს გირჩევთ.

გასაოცარი რივიერა – ბანდოლი

მარსელსა და ტულონს შორის მოქცეული ეს პატარა საპორტო ქალაქი რივიერას ვარსკვლავია. მარსელის სანაპიროს გასწვრივ ბანდოლისკენ შეგიძლიათ მატარებლით იმგზავროთ და რეგიონის მარგალიტები აღმოაჩინოთ. ეს ქალაქი იდეალური დასარჩენი ლოკაციაა. აუცილებლად დააგემოვნეთ ცნობილი ადგილობრივი ღვინო. ის იმდენად მოგეწონებათ, რომ შინ 1 ბოთლს მაინც წამოაყოლებთ.

მწვანე ლანდშაფტი და ისტორიული ძეგლები: ჩრდილოეთ ალსაჩი

Alsace – ცნობილია, როგორც ღვინის გზის ერთ-ერთი ლოკაცია. თუ გსურთ საფრანგეთის აღმოსავლეთ რეგიონი შეისწავლოთ, დასასვენებლად სწორედ აქ უნდა წახვიდეთ, სტრასბურგიდან 1 საათის სავალ გზაზე. აქ ბევრი მთა, ლამაზი ტბა, ხშირი ტყე, მოჩქრიალე მდინარე, ფოტოგენური სოფელი და სასახლეა. საუკეთესო აქტივობები, რითიც აქ დაკავდებით, ლაშქრობა და ველოსიპედით სიარულია.

შთამბეჭდავი ხედებისთვის ეწვიეთ სასახლეს: Château de Fleckenstein, რომელიც გერმანიის საზღვრის მახლობლად მდებარეობს. ხელოვნების ენთუზიასტებს აუცილებლად მოეწონებათ მუზეუმი: Musée Lalique, Wingen-sur-Moder. აქ სამკაულების კოლექცია, პარფიუმერიის ანტიკური ბოთლები და სკულპტურებია წარმოდგენილი.

რელაქსაციისთვის და განსატვირთად შეჩერდით სპა-კურორტში: Niederbronn-les-Bains. აქ შეძლებთ მინერალური წყლის დაგემოვნებას, სპა პროცედურების მიღებას, ბუნებაში სეირნობას და გემრიელი კერძების დაგემოვნებას.

ნელი ტემპი და ზღვა: ბოლი და კოტ დამური

La Baule და the Côte d’Amour – ფრანგების საზაფხულო არდადეგების საყვარელი ლოკაციაა. ეს ზღვისპირა მიმართულება ატლანტიკის სანაპიროზე მდებარეობს და 9 კილომეტრი სიგრძის ნაპირით იწონებს თავს. კლდეებს მიღმა ბევრ განმარტოებულ ადგილს აღმოაჩენთ. აქ ბევრი სასტუმრო, ბარი და რესტორანია. დილას გამოიკვლიეთ ბაზარი გემრიელი ხამანწკებისთვის, ხოლო საღამოს უყურეთ მზის ლაჟვარდოვან ჩასვლას.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

საფრანგეთისაფრანგეთი
საფრანგეთი16 ოქტ 2026

რა ადგილები უნდა მოვინახულოთ საფრანგეთის ატლანტის სანაპიროზე

ისტორიული ნავსადგურებით, მშვიდი კუნძულებით, სერფინგის ნაპირებით და საოცარი ზღვის პროდუქტებით გამორჩეული ფრანგული ატლანტიკის სანაპირო ნამდვილად საინტერესო მოგზაურობას…

საფრანგეთისაფრანგეთი
საფრანგეთი16 აგვ 2026

7 საუკეთესო ადგილი ცენტრალურ საფრანგეთში

ბურჟი, ობინი-სიურ-ნერი, ობუსონი, მულენი და ბურკ-ან-ბრესი: 7 ქალაქი ცენტრალურ საფრანგეთში გოთიკით, გობელენებით და ისტორიით.

საფრანგეთისაფრანგეთი
საფრანგეთი6 ივლ 2026

ტოპ აქტივობები ლანგედოკ-რუსილონში, საფრანგეთში

რა გავაკეთოთ ლანგედოკ-რუსილონში: კარკასონე, სეტეს ყურეები, მონსეგიურის ციხესიმაგრე, სევენის ორთქლმავალი მატარებელი და ბამბუკების ბაღი.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე
Habinetჯგუფის კომპანიები