მართალია, ავსტრია ყველა მხრიდან ხმელეთითაა გარშემორტყმული და ზღვასა თუ ოკეანეზე გასასვლელი არ აქვს, თუმცა აქ წყლის სიუხვე თავად საზღვრებს შიგნით მოექცა. თვალწარმტაცი ტბები კრისტალივით სუფთა წყლით, დრამატული ალპური ფონით და მოწესრიგებული სანაპიროებით გამოირჩევიან. ჩვენ ყველაზე ლამაზი მაგალითები შეგიკრიბეთ.

ნოისიდლის ტბა/Lake Neusiedl

ეს ცენტრალური ევროპის უდიდესი გაუდინარი წყლის აუზია, რომელიც ავსტრია-უნგრეთის საზღვართან მდებარეობს. აქაური ველური ბუნება ჩიტებისთვის ნამდვილი სამოთხეა. ნოისიდლის ტბის სიახლოვეს იხილავთ ულამაზეს ფოტოგენურ ქალაქებს: ილმითზს, პატფალუს და ვეიდენს.

აჰენსის ტბა/Lake Achensee

ტიროლში მდებარე ეს ტბა ბევრ აქტივობას გთავაზობთ, მათ შორის ნავებით სეირნობას და სერფინგს. შეგიძლიათ ახლომდებარე სოფლებში დარჩეთ და სიმშვიდით დატკბეთ. აჰენსის ტბა წყლის სისუფთავის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

სალფეინის ტბა/Lake Salfein

ტურისტებმა ლესერის შესახებ კარგად იციან – ეს ავსტრიის სუნთქვის შემკვრელი რეგიონია სალაშქრო გზებით. ეს ტბა კი განსაკუთრებით შთამაგონებელია და ჩვენი სამშობლოს ბუნებასაც მოგაგონებთ. კლდოვანი მთები ტბის ზედაპირზე ირეკლებიან და არაამქვეყნიურ სიმშვიდეს მოგგვრიან.

მილშტატის ტბა/Lake Millstatt

კარინთიაში, არდადეგებისთვის განკუთვნილი ეს პოპულარული მიმართულება, მოცურავეების საყვარელი ადგილია. აქ თბილი, სუფთა და მბზინავი წყალია და სრულ რელაქსაციას გპირდებათ.

ვაისენსის ტბა/Lake Weissensee

აქ იმდენად სუფთა წყალია, რომ თავი საცურაო აუზზე გეგონებათ. რთულია ვაისენსის ტბაში ბანაობის ცდუნებას გაუძლოთ. წლის ცივ თვეებში, ტბა იყინება და გასაოცარ ბუნებრივ ყინულის მოედნად იქცევა.

გოსასის ტბა/Lake Gosausee

მაღალმთიან ავსტრიაში ეს სამი ტყუპი ტბის ერთ-ერთი ნაწილი გოსაუკამის მთაზე მდებარეობს. ამ არეალში ლაშქრობა საკმაოდ პოპულარული აქტივობაა და წყალთან ბევრ მეთევზესაც იხილავთ.

ტრაუნსის ტბა/Lake Traunsee

ლეგენდის თანახმად, ტრაუნსის ტბა ავსტრიის მონსტრის სახლია, მითიური ქმნილების, სახელად ლანჯის. ავსტრიულ ფოლკლორში ამ ტბაზე ერთი ქალთევზა ზღვის ცხენს მართავს. აქ მოხვედრისას თავი ამქვეყნად მართლაც აღარ გეგონებათ და შესაძლოა ყველა ლეგენდა უმალ ირწმუნოთ.

ჰალშტატის ტბა/Lake Hallstatt

ჰალშტატი ავსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და უძველესი სოფელია. მისი ტბის მშვიდი წყალი კი შესანიშნავია ცურვისა და ნავით სიარულისთვის.

მონდსის ტბა/Lake Mondsee

მონდსი – ინგლისურად ითარგმნება როგორც “მთვარის ტბა”. მან პოპულარობას მაშინ მიაღწია, როდესაც ის იან ფლემინგმა, ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ ნოველაში, “ჭექა-ქუხილში” მოიხსენია. მონდსის ტბა ფანტასტიკური ლოკაციით გამოირჩევა. განსაკუთრებით ზაფხულში, ცურვისა და კანოესთვის.

ირსის ტბა/Lake Irrsee

ზემოთ ნახსენებ მონდსისთან ახლოს მდებარე ირსი, სასწაულად მშვიდი და ლამაზია. კრისტალურად სუფთა წყალი წყლის სპორტის მოყვარულებს განსაკუთრებით იზიდავს.