20 ადამიანი შეიძლება ეწვიოს გერმანიას მისი საუკეთესო ქალაქების მოსანახულებლად და შედეგად 20 სრულიად განსხვავებულ სიას მივიღებთ. ერთი და იგივე ქალაქი შესაძლოა მხოლოდ 1-2 სიაში განმეორდეს. ეს იმიტომ, რომ გერმანიას ბევრი ლამაზი, ისტორიული და საინტერესო ქალაქი აქვს და ისინი არამხოლოდ დიდად და მუქად არიან მონიშნულნი რუკაზე, არამედ მიახლოების შემდეგ პატარა ზომის ასოებითაც. ომების მიუხედავად, აქ უამრავი სახლია შემორჩენილი აღორძინების ხანიდან, ნახავთ ბაროკოს და გოთიკის ტაძრებს. რენესანსის ციხესიმაგრეები და კოშკურები მუზეუმებით ქალაქებს ზევიდან გადმოჰყურებენ. გვერწმუნეთ, არ ინანებთ გერმანიის ამ პატარა ქალაქებში ვიზიტს:

1. ვიმფენი, ბადენ-ვურტემბერგი/Bad Wimpfen, Baden-Württemberg

ნახევრად ხის სახლებით ქუჩებში და განსაკუთრებული გარემოთი, ვიმფენი ამ მხარის საიმიჯო პოსტერის იდეადაც მიიჩნევა. აქ უდიდესი საიმპერატორო სასახლე მდებარეობს ჩრდილოეთ ალპებიდან. მე-12 საუკუნეში აშენებულ სასახლეს დღემდე აქვს შემორჩენილი კოშკურები. საუკეთესო ხედისთვის ადით ლურჯი კოშკის სახურავზე. წითელ კოშკში შუასაუკუნეების იარაღები ინახება. ზამთარში აქ საშობაო ბაზრობებიც ეწყობა.

2. კედლინბურგი, საქსონია/Quedlinburg, Saxony-Anhalt

გერმანიის ამ კიდევ ერთი გამორჩეული პატარა ქალაქის სტილი ისტორიამ გამოკვეთა. გაიარეთ ქვაფენილიან ქუჩებში გერმანიის უძველეს ნახევრად ხის სახლებს შორის. კედლინბურგში 770-ზე მეტი დაცული ისტორიული შენობაა, რომლებიც სხვადასხვა არქიტექტურული სტილის შესახებ გვიყვებიან. აქ მდებარეობს იუნესკოს დაცული ძეგლიც: წმ. სერვატიუსის ეკლესია, რომელიც რომანული არქიტექტურის შედევრადაა ააღიარებული.

3. როტენბურგი, ბავარია/Rothenburg-ob-der-Tauber

როტენბურგის ძველი ქალაქი საოცრად შემონახული მშვენებაა. ადით მის რამდენიმე კოშკურიდან რომელიმეზე და დატკბით ამ პატარა დასახლების სილამაზით. მოინახულეთ სასახლის ბაღები და ბავარიის გამორჩეული მერიის შენობა რატჰაუსი. ქუჩებში მყუდრო კაფეები და საინტერესო მაღაზიები შემოგეგებებათ.

4. შილტაჰი, ბადენი-ვურტემბერგი/Schiltach, Baden-Württemberg

ეს მორიგი გერმანული დასახლებაც საყვარელი სახლებით და შთამბეჭდავი უბნებით გამოირჩევა, რომლებიც ძველი ქალაქის გარშემო, ქალაქის კედლების მიღმაც იყრიან თავს. ცენტრში აღმოაჩენთ მარკეტპლაცს, მტავარ მოედანს მეოთხე საუკუნის მერიით და ქალაქის უფასო მუზეუმებით.

5. ბერნკაშტელ-კუესი/Bernkastel-Kues, Rhineland-Palatinate

მდინარის ხეობაში მდებარეო ეს ქალაქი თავისი გოთიკური ტაძრით და კოშკურით ისტორიულად საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილია. აქ ინახება ასტრონომიული ინსტრუმენტების დიდი კოლექცია. ადით მთაზე ბუნების ხედებისთვის.

6. ესლინგენი, ბადენ-წურტემბერგი/Esslingen, Baden-Württemberg

ესლინგენი შუა საუკუნეებში მასშტაბური სავაჭრო ცენტრი იყო, იმდროინდელი ვაჭრების გადაკვეთის წერტილი. აქ მდებარე 200-მდე შენობა მე-13/მე-16 საუკუნეებში ააგეს მოედნის და არხის გარშემო. მთავარი ბაზრობის მოედანი გოთიკური პერიოდით თარიღდება. ფერადი რენესანსის ფასადი მისი ცნობილი ასტრონომიული კოშკით მე-16 საუკუნეში დაემატა.

7. ვისმარი, მეკლენბურგი/Wismar, Mecklenburg-Western Pomerania

ბალტიის ზღვის მნიშვნელოვანი საზღვაო პორტი შუა საუკუნეებში ბალტიის რეგიონის საკვანძო პორტი იყო. დღეს აქაური რენესანსის არქიტექტურა და ნავსადგური იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის ძეგლია.

8. ფუსენი, ბავარია/Fussen

ეს ქალაქი ხშირად რჩებათ მოგზაურებს თვალთახედვიდან, მაგრამ ნამდვილად ღირს გამოსაკვლევად. ძველი ქალაქის მიმზიდველი შენობები ტრადიციული ბავარიულ სტილში მოხატული ფასადებით ნამდვილად დაუვიწყარია. მათი ფერები და მოხატულობა თვალში აუცილებლად მოგხვდებათ.

9. მარბურგი, ჰესი/Marburg, Hess

მარბურგის წვრილი ხეივნები ლაბირინთს მოგაგონებთ და აქ სეირნობისას მარტივად მიხვდებით რატომ იყვნენ ძმები გრიმები შთაგონებულები სწორედ ამ ქალაქით. მარბუგრში თავს მართლად ზღაპრის გმირად იგრძნობთ, არქიტექტურული შედევრების გარემოცვაში.

10. გენგენბაჰი, ბადენ-ვურტემბერგი/Gengenbach, Baden-Württemberg

ამ პატარა კოხტა ქალაქში მე-13 საუკუნის კარიბჭე შემოგეგებებათ და თავს კვლავ შუა საუკუნეებში ამოგაყოფინებთ. საახალწლოდ აქ საშობაო ბაზრობას მასპინძლობენ. იხილეთ დახვეწილი ფიგურებით გაფორმებული თანამედროვე ბრინჯაოს შადრევანი. ადით 136 მეტრიან კოშკზე ქალაქის ხედებისთვის.

11. მიტენვალდი, ბავარია/Mittenwald

ბავარიის ტიროლის რეგიონში მდებარე ეს ქალაქი დეკორატიული მორთულობის მქონე ფასადებით და ელეგანტური კედლის მოხატულობით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ სვა ქალაქებსაც აქვთ დეკორაციული სახლები, მიტენვალდს მაინც ბავარიული ალპების ყველაზე ლამაზ სოფელს უწოდებენ.

12. გორლითზი, საქსონია/Görlitz, Saxony

გერმანიის ეს ქალაქი პოლონეთის საზღვართან მდებარეობს და ის საქსონიაში ის იშვიათი დასახლებაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დესტრუქციას გადაურჩა. აქ 4000-ზე მეტი ისტორიული შენობა მე-13 საუკუნითაა დათარიღებული. მის ქუჩებსა და მოედნებზე თავი ფილმის გადასაღებ მოედანზე გეგონებათ.