რა ვნახოთ

ირლანდიის ყველაზე ლამაზი ქალაქები

დუბლინი და ბელფასტი ირლანდიის ყველაზე ცნობილი და დიდი ქალაქებია. თუმცა ამ ქვეყანაში მათ მიღმა ბევრი ლამაზი ქალაქი და სოფელი არსებობს, უნიკალური გარემოთი.

დუბლინი

დუბლინში ირლანდიის სრული მოსახლეობის დაახლოებით 30% ცხოვრობს. დაწყებული ციხესიმაგრეებით და მსოფლიო დონის მუზეუმებით, დამთავრებული ბარ-რესტორნებით, დუბლინში ყველა იპოვის თავის ადგილს და აქტივობას. მიუხედავად იმისა, რომ ზომით დიდი ქალაქია, ის საფეხმავლოდ იდეალურადაა მოწყობილი.

ბელფასტი

ბელფასტი ცნობილია, როგორც “ტიტანიკის” დაბადების ადგილი და ამ გემს აქ გასაოცარი მუზეუმიც აქვს მიძღვნილი. ამას გარდა აქ ულამაზესი ბოტანიკური ბაღი, დიდი ზოოპარკი, მრავალფეროვანი კულინარიული ცხენა და ბევრი ბარია.

კორკი

Cork – ეს ირლანდიის ერთ-ერთი დიდი ქალაქია, თუმცა საკმაოდ მშვიდი. მიირთვით ინგლისურ ბაზრობაზე, შემდეგ მოინახულეთ ისტორიული კორკის უბანი. კორკის მაცხოვრებლები ხშირად ხუმრობენ, რომ ირლანდიის ნამდვილი დედაქალაქი სწორედ ისაა.

ლიმერიკი

მანსტერის პროვინციაში მდებარე ლიმერიკი ირლანდიის სიდიდით რიგით მესამე ქალაქია ნახევარი მილიონი მაცხოვრებლით. აქ ძალიან უყვართ ხუმრობები და ნამდვილად დააფასებთ მათ იუმორის გრძნობას.

გალვეი

Galway City – მომხიბვლელი საუნივერსიტეტო ქალაქია. პატარა მაგრამ ცოცხალი დასახლება პოპულარული ადგილია ლაივ მუსიკის მოსასმენად. აქ ბევრი პაბია, სადაც საღამოს საათებში გაერთობით. გაიარეთ ესპანურ თაღში და დაათვალიერეთ შუასაუკუნოვანი არქიტექტურა. ეწვიეთ კათედრალს, საიდანაც ამბობენ, რომ კრისტოფერ კოლუმბმა გეზი აიღო.

ლიზბურნი

Lisburn – ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქიდან სულ რაღაც 12 კილომეტრში მდებარეობს. ის მე-17 საუკუნით თარიღდება. ამ ქალაქს ტილოს წარმოებაში დიდი ისტორია აქვს, ამიტომაც იხილავთ მუზეუმსაც, რომელიც ამ ქსოვილს ეძღვნება. ქალაქის ცენტრი საფეხმავლოა და ბევრ მწვანე პარკს აერთიანებს. ამიტომაც, სასეირნოდ მშვენიერი გადაწყვეტილებაა.

ბანგორი

ბანგორი ვიქტორიანული პერიოდიდან მოყოლებული პოპულარული საზაფხულო მიმართულება იყო. აქ სასიამოვნო სანაპირო დაგხვდებათ. ასევე, ციხესიმაგრე და შუასაუკუნეების მონასტერი.

დანდალკი

ეს ირლანდიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი-დასახლებაა, რომელიც დუბლინსა და ბელფასტს შორის მდებარეობს. აქ ბევრი არქეოლოგიური საგანძური მდებარეობს, მათ შორის ციხესიმაგრეების და კოშკების ნანგრევები.

ნავანი

ნავანში დაიბადა ცნობილი მსახიობი პირს ბროსნანი. ეს ტრადიციული ქალაქი ირლანდიის ყველაზე ცნობილი ციხესიმაგრის, ტარას მთის სიახლოვეს მდებარეობს. მისი პრეისტორიული მონუმენტების მიღმა, აქ ბევრი პაბი და საცეკვაო ადგილია.

კილკენი

ეს ქალაქი მე-17 საუკუნეში ლუდის ხარშვის ცენტრს წარმოადგენდა. დღეს აქ ისევ გემრიელი და ხარისხიანი ლუდი იწარმოება. აქ ასავე იხილავთ ბრწყინვალედ შემონახულ კილკენის ციხესიმაგრეს, კათედრალს, ბევრ ბაღს, ხელოვნების გალერეას და აშ.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ავსტრიაავსტრია
ავსტრია23 სექ 2024

ევროპის საუკეთესო ეროვნული პარკები

ევროპის საუკეთესო ეროვნული პარკები: კალანკები, პლიტვიცის ტბები, ტრიგლავი, შავი ტყე, დოლომიტები, დურმიტორი, კრკა და ოლიმპოს მთა, 16 პარკი 14 ქვეყანაში.

ბელგიაბელგია
ბელგია11 ივლ 2024

იუნესკოს 15 დაცული ძეგლი ევროპაში, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

მონ-სან-მიშელიდან პომპეიმდე და პლიტვიცეს ტბებამდე: იუნესკოს 15 მემკვიდრეობის ძეგლი ევროპაში, მათ შორის ტოლედო, ვერსალი და მოსტარის ხიდი.

დიდი ბრიტანეთიდიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთი17 ივნ 2024

12 საუკეთესო კუნძული ევროპაში

კორჩულა, სარდინია, კორსიკა, მენორკა, ლოფოტენი და სკაი: ევროპის 12 საუკეთესო კუნძული ხორვატიიდან ირლანდიამდე, ზღვისა და ბუნების მოყვარულთათვის.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე