გსურთ საბერძნეთში ვიზიტისას თესალონიკს ეწვიოთ? მშვენიერი იდეაა! ქვეყნის რიგით მეორე უდიდეს ქალაქში ბევრი ღირსშესანიშნაობა დაგვხდებათ. საუკუნეების მანძილზე თესალონიკი ბიზანტიური იმპერიის მეორე ქალაქიც იყო, ჩამორჩებოდა მხოლოდ კონსტანტინეპოლს. მას შემდეგ, ქრისტიანულმა და ბიზანტიურმა მონუმენტებმა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში დაიმკვიდრეს ადგილი.

1. თეთრი კოშკი

დავიწყოთ ქალაქის ყველაზე საკულტო მონუმენტით – თეთრი კოშკი ერთ-ერთი საუკეთესო ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ამ ქალაქში იხილავთ. ის 1535 წელს აიგო და თავიდან დიდი კედლებით იყო გარშემორტყმული, რადგანაც ოტომანების ოკუპაციის პერიოდში ციხეს წარმოადგენდა. აქ ბევრი პატიმარი აწამეს, ამიტომაც კოშკს „სისხლის კოშკი“ და „წითელი კოშკი“ უწოდეს. სახელწოდება „თეთრი კოშკი“ 1890 წელს მიიღო, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა პატიმარმა მისი თავისუფლების სანაცვლოდ ის მთლიანად თეთრად გადაღება. მეორე ვერსიით, ახალი სახელი კოშკს ბერძნებმა დაარქვეს, ქალაქის უკან დაბრუნების შემდეგ.

34 მეტრ  სიმაღლის კოშკში ახლა მუზეუმია, რომელიც თესალონიკის ისტორიას ეძღვნება რომაული პერიოდიდან დღემდე. აუცილებლად ადით ბოლო სართულზე – იქ 360°-იანი ხედი დაგხვდებათ ქალაქზე, ზღვაზე და ოლიმპოს მთაზე.

2. თესალონიკის პორტი

თუ ქალაქში რამოდენიმე დღით ხართ, აუცილებლად ეწვიეთ ამ შვენიერ პორტს. აქ შეგიძლიათ წყლის პირას, 5კმ სიგრძის გზაზე გაისეირნოთ. სანაპიროზე ბევრი ბარი და რესტორანია, რომლებიც ტურისტებსა და ადგილობრივებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. იხილეთ თანამედროვე სკულპტურა „ქოლგები“ – და თემატური ბაღები: „ქვიშის ბაღი“, „ხმელთაშუაზღვის ბაღი“, „ალექსანდრე დიდის ბაღი“ და ა.შ. პარკები ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონებათ. შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედიც.

3. ჰაგიოს დემეტრიუსი

მას შემდეგ, რაც თესალონიკის მფარველი, წმ. დემეტრიუსი აწამეს, ამ ადგილას ეკლესია აიგო. პირველადი შენობა ხანძარმა გაანადგურა, თუმცა ხუთკუთხა ბაზილიკის სტრუქტურა მოგვიანებით მაინც აღადგინეს. ტაძარი ძველი მოზაიკური პანელებით გამოირჩევა: დემეტრიუსის გამოსახულებით ბავშვებთან ერთად. 1988 წლიდან ეს ადგილი საგამოფენო სივრცედ იქცა.

4. არისტოტელეს მოედანი

საოცარი პლაზა არისტოტელეს მოედანზე ფრანგი არქიტექტორის, ერნესტ ჰებრარდის დაპროექტებულია 1918 წელს. თესალონიკში თითქმის ყველა საჯარო დღესასწაული (შობა, ახალი წელი…), ისევე როგორც კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები, მათ შორის საპროტესტო აქციები – სწორედ აქ ტარდება. მოედანს პრემიერ მინისტრების სიტყვით გამოსვლებიც ახსოვს. აქვეა მთავარი კინოთეატრიც.

5. ბიზანტიური კულტურის მუზეუმი

11 გალერიით ეს ექსტრაორდინალური მუზეუმი ბიზაინტიური იმპერიის ისტორიას წარმოგვიდგენს. აქ ყველა პერიოდს აქვს თავი მოყრილი – იმპერიის დაარსებიდან მოყოლებული, ქრისტიანობის დამკვიდრების გავლით ოტომანთა იმპერიამდე. აქ იხილავთ მანუსკრიპტებს, ხატებს, სამკაულებს, ქსოვილებს, მოზაიკას, კედლის მხატვრობას, ქანდაკებებს, უძველეს წიგნებს და ბიზანტიური ხელოვნებით შთაგონებულ თანამედროვე მხატვრობას.

6. როტუნდა

როტუნა მომაჯადოებელი საიმპერიო ნაგებობაა მაღალი გუმბათით. ის მე-4 საუკუნეში იმპერატორმა გალერიუსმა დაუკვეთა, როგორც სასახლის ნაწილი. შენობა წარმართულ საყდრადაც გამოიყენებოდა, ქრისტიანული ტაძრადაც და ოტომანურ მეჩეთადაც. კედლებზე ახლად აღდგენილი მე-5 საუკუნის დროინდელი პალეო-ქრისტიანული მოზაიკებია.

7. ტექნოლოგიის მუზეუმის სამეცნიერო ცენტრი

ამ მუზეუმის მთავარ საგამოფენო სივრცეში 40 ინტერაქციული სადგურია, რომლებიც პატარებს ეხმარებიან გასართობი, საინტერესო გზებით გაიგონ მეტი ოპტიკის, მაგნეტიზმის, ტელეკომუნიკაციების, ელექტროობის და მექანიკის შესახებ. აქ ასევე იხილავთ ტრანსპორტის ისტორიას 1918 წლიდან დღემდე, წარმოდგენილ მანქანებს სხვადასხვა პერიოდიდან. თესალონიკის ტექნოლოგიების მუზეუმი ციფრულ პლანეტარიუმსაც მოიცავს, სიმულაციურ თეატრს და ამფითეატრს. მაგრამ, ცენტრის საიდუმლო იარაღი „კოსმოთეატრია“, რომელიც აჩვენებს 3D ფილმებს კოსმოსის თემაზე.

8. ალექსანდრე დიდის მონუმენტი

ნეა პარელიას შადრევანთან მაკედონიის ყველაზე ცნობილი მამაკაცის ქანდაკებას იხილავთ. თესალონიკს სახელი თესალონიკესგან ეწოდა, ალექსანდრეს ნახევარდის და მაკედონიის მეფის, კასანდერის ცოლის საპატივცემულოდ. მონუმენტი 6 მ სიმაღლისაა და წარმოგვიდგენს მხედარს ბუცეფალზე, ალექსანდრეს ცნობილ ცხენზე.

9. ებრაელების მუზეუმი

ებრაელების მუზეუმი თესალონიკის ებრაული საზოგადოების ისტორიას წარმოგვიდგენს. ოტომანების იმპერიის დროს, ებრაელი ლტოლვილები აქ ესპანეთიდან და პორტუგალიიდან ჩამოვიდნენ და თესალონიკში უდიდესი საზოგადოება შექმნეს. მათმა სოციალიზაციამ 1917 წლამდე გასტანა, დიდ ხანძრამდე, რის შემდეგაც ებრაელების დიდმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა. მეორე მსოფლიო ომის დროს, თესალონიკის ებრაელი მოსახლეობა აუშვითზში გადაასახლეს. დღეს, თესალონიკში ებრაელები ისევ ცხოვრობენ. მართალია მათი რაოდენობა მცირეა, თუმცა მათი გავლენა თესალონიკის ისტორიაზე – საკმაოდ დიდი. მუზეუმი აგია მინას ქუჩაზე ღიაა სამშაბათიდან კვირამდე, ბილეთის ფასია 5 ევრო.

10. რომაული აგორა

უძველესი რომაული ფორუმი არისტოტელეს მოედნის სიახლოვეს მდებარეობს და წარმოგვიდგენს თეატრის და ორი რომაული აბანოს ნანგრევებს. ყველაზე საინტერესო ნაწილი მასში ისაა, რომ აგორა მიწისქვეშ გრძელდება, სადაც პატარა მუზეუმს აღმოაჩენთ. თუ არქეოლოგია გაინტერესებთ, აუცილებლად ეწვიეთ ამ ადგილს და იხილეთ ქალაქის ქვეშ დამარხული ორი რომაული აბანო. ზაფხულში აქ მოხვედრა განსაკუთრეით სასიამოვნოა, რადგანაც სიცხეს დროებით გაექცევით. მუზეუმი ღიაა ორშაბათიდან შაბათამდე, დილის 8 საათიდან შუადღის 3 საათამდე. ფასი 4 ევრო.

11. ანო პოლი ძველი ქალაქი

თესალონიკის ყველაზე ლამაზი ნაწილი ძველი ქალაქია. შეგიძლიათ ისეირნოთ რიყის ქვებით მოპირკეთებულ გზაზე და ათვალიეროთ ბალკანური სახლები ოტომანის იმპერიიდან. თესალონიკის ეს ნაწილი 1917 წლის ხანძარს გადაურჩა და ტრადიციული იერსახე შეინარჩუნა. ასევე, აქ დაგხვდებათ ძველი ტაძრები, კოშკები და ბიზანტიური კედლის ნანგრევები. ამ მშვენიერი, ფოტოგენური უბნის თვალიერებაში საათების გატარებას შეძლებთ. ბერძნებისთვის ანო პოლი ქალაქის ყველაზე ავთენტური დასახლებაა.

12. ეპტაპირჯიო

თუ ქალაქის ზედა ნაწილს უფრო შორს აუყვებით, ეპტაპირჯიოს ტყეს მიადგებით, რომელიც მემარჯვენე ტოტალიტარული რეჟიმის დროს პოლიტიკურ პატიმრებს იფარებდა. კედელი ბიზანტიელებმა ააგეს და „შვიდი კოშკურა“ უწოდეს, თუმცა ოტომანის პირველმა გუბერნატორმა დამატებითი კოშკურები დაამატა. ტყე საკმაოდ შთამბეჭდავია, ხედიც შესანიშნავი.

13. ათათურქის სახლ-მუზეუმი

თუ ნაკლებად ტურისტულ ადგილს ეძებთ, მიაკითხეთ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ადამიანის სახლს თესალონიკიდან – მუსტაფა ქემალ ათათურქის. ავეჯის უმეტესობა პირვანდელია და ათათურქის ოჯახს ეკუთვნოდა. თუ ათათურქის ცხოვრება დიდად არ გაინტერესებთ, მისი დაბადების ადგილის მონახულება მაინც გესიამოვნებათ, რადგანაც დაათვალიერებთ ტრადიციული ბერძნული სახლის შიდა ინტერიერს. ის ღიაა ყოველდღე დილის 10-დან 5 საათამდე. შესვლა უფასოა!

14. გაერთეთ ვალაორიტუს გამზირზე

თესალონიკი ბევრი ბარისა და კლუბის ადგილია. აქ ღამის ცხოვრება ყვავის. ვალაორიტუს ქუჩა მთელი ღამე ცოცხლობს იქამდე, სანამ მზე ამოდის. ლუდის ბარები, საცეკვაო კაფეები და ქოტეილ-ჰაბები ყველა გართობის მოყვარულს გაახარებს.

15. ლადადიკა

სხვადასხვაფრად შეღებილი სახლები და რესტორნები – არისტოტელეს მოედნიდან ლადადიკას მიადგებით. მე-20 საუკუნეში ის ყველაზე ქაოტური და კოსმოპოლიტური გამზირი იყო, 2000-იანებში არქიტექტურის საფუძვლიანი აღდგენა მოხდა. აქ ყველაფერია რასაც ტურისტი ეძებს: ლამაზი ატმოსფერო, გემრიელი საჭმელი და სასიამოვნო მუსიკა.