ევროპის ლეგენდარული ბიბლიოთეკები მსოფლიოს ყველაზე ცნობილ შენობებშია განთავსებული. ბევრი მათგანი ისტორიული ძეგლი და მნიშვნელოვანი მონუმენტია. ჩვენ წარმოგიდგენთ ყველაზე ლამაზ და ნაკლებად ცნობილ ბიბლიოთეკებს ევროპაში.
1. Stadsbiblioteket: სტოკჰოლმი, შვედეთი
ეს ბიბლიოთეკა, მისი არქიტექტურა და ინტერიერი სტოკჰოლმის 1920-იანი წლების ნეოკლასიკური სტილის ბრწყინვალე მაგალითია. ის ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის ფეხით სავალ გზაზე მდებარეობს, ვასასტანის უბანში, სადაც სტოკჰოლმის საუკეთესო საკვები სივრცეებიც შემოგეგებებათ.

2. ვარშავის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა: ვარშავა, პოლონეთი
ცენტრალურ ვარშავაში მდებარე ეს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა 1816 წლით თარიღდება. დიზაინის მწვანე და ვარდისფერი აქცენტებით აქ სასიამოვნო ატმოსფერო იქმნება. აღსანიშნავია მშვიდი ბაღებიც მის გარშემო.

3. Biblioteca Nazionale Marciana: ვენეცია, იტალია
იტალიის ბიბლიოთეკებს შორის, ვენეციის ეროვნული ბიბლიოთეკა გამორჩეული მარგალიტია. აქ ბერძნული, ლათინური და აზიური მანუსკრიპტების მნიშვნელოვანი კოლექციები ინახება. ბიბლიოთეკა შექმნილია 1500 წელს. შენობა პიაცა სან მარკოზე მდებარეობს. მისი სამკითხველო დარბაზები მორთულია ტიციანის და ტინტორენტოს ნამუშევრებით.

4. Det Kongelige Bibliotek: კოპენჰაგენი, დანია
სამეფო დანიური ბიბლიოთეკას “შავ მარგალიტს” უწოდებენ. ის 1999 წელს აშენდა და უკანასკნელი დეკადის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნიმუშია. აქ მდებარეობს ფოტოგრაფიის მუზეუმიც, წიგნის მაღაზიაც, კაფეც და რესტორანიც.

5. Wirtschaftsuniversität Bibliothek: ვენა, ავსტრია
ბაროკოს არქიტექტურით განთქმული ვენის ულამაზესი ეროვნული ბიბლიოთეკა ბევრმა იცის, თუმცა, თუ უფრო თანამედროვე ბიბლიოთეკას ეძებთ, ვენის ეკონომიკის და ბიზნესის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა უნდა მოინახულოთ. 2005 წელს მომხდარი ხანძრის შემდეგ, მისი სრული განახლება ზაჰა ჰადიდს ეკუთვნის.

6. John Rylands Library: მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი
ადგილობრივი ფილანტროპის მიერ დაარსებული ეს ბიბლიოთეკა უდიდესია დიდ ბრიტანეთში და სამ მილიონზე მეტ სტუდენტს, მკვლევარს და ვიზიტორს მასპინძლობს წელიწადში. მე-19 საუკუნის ბოლოს დაპროექტებული ეს ნეო-გოთიკური შენობა, მანჩესტერის გულში მდებარეობს.

7. Oodi: ჰელსინკი, ფინეთი
ეს ტალღოვანი ფორმის მქონე ბიბლიოთეკა ფუტურისტულ გემს მოგაგონებთ. ბიბლიოთეკა მთლიანად შუშით და ხითაა დამზადებული და ფინური არქიტექტურის უბადლო ნიმუშია.

8. Stiftsbibliothek Admont: ადმონტი, ავსტრია
ავტრიის გეოგრაფიულ გულში, ადმონში მდებარე ეს ბიბლიოთეკა ყველაზე დიდი სამონასტრო ბიბლიოთეკაა მსოფლიოში. ეს ბაროკოს სტილის შენობა მე-18 საუკუნეში აშენდა. განსაკუთრებით ლამაზია ქანდაკებები დარბაზში.












