იტალია სარკინიგზო კუთხით კომფორტული ქვეყანაა და მატარებლით აქ ნებისმიერ წერტილში მიხვალთ. თუ გეჩქარებათ, სწრაფმავალი მატარებელი არჩიეთ, თუ არ ჩქარობთ კი რეგიონალურ მატარებელს გაყევით და დაათვალიერეთ პასტელური შეფერილობის სახლები, მთები და სანაპიროები.

იტალიის ჩქაროსნული მატარებლები საათში 300 კილომეტრს გადიან, რეგონულები კი ყველა სადგურზე ჩერდებიან. ამ ქვეყანაში რამდენიმე ქალაქია მხოლოდ, სადაც მატარებლით ვერ მოხვდებით. ჩქაროსნული მატარებლები ერთმანეთს აკავშირებენ: ტურინს, მილანს, ბოლონიას, ფლორენციას, რომს, ნეაპოლს და სალერნოს. რომიდან ნეაპოლში ან პირიქით, სწრაფი მატარებლით ერთ საათში მოხვდებით. რომსა და მილანს შორის კი მანძილს 3 საათში ფარავენ და ყოველ 30 წუთში დადიან.

რეგიონული მატარებლები კი ქვეყნის სხვა ნაწილებში მიგიყვანენ, მათ შორის სიცილიასა და სარდინიაზე. ავტობუსი დაგჭირდებათ ამალფის სანაპიროს, კალაბრიას და სარდინიას ნაწილებში.

იტალიაში მატარებლები იგვიანებენ? ცნობილი ლეგენდის თანახმად, მუსოლინიმ მატარებლების გრაფიკი “გამოასწორა”. მაგრამ, დროთა მანძილზე მათ კვლავ დაიწყეს დაგვიანება. დღეს იტალიაში მატარებლების 10-20 წუთით დაგვიანება ჩვეული ამბავია, განსაკუთრებით რეგიონულების. ამიტომაც, თუ გადაჯდომა გაქვთ ან ავტობუსს უნდა მიუსწროთ, ეს ფაქტი გაითვალისწინეთ.

საჭიროა თუ არა ბილეთის ვალიდაცია? რეგიონული მატარებლების ბილეთები, რომლებსაც თარიღი არ აწერიათ, სადგურზე მდებარე აპარატებში შტამპი აუცილებლად უნდა დაადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მგზავრობის დროს შესაძლოა დაგაჯარიმონ. ჩქაროსნულ მატარებლებს ვალიდაცია არ სჭირდება, რადგანაც ისინი კონკრეტულ რეისზეა მიბმული.

ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ დაჯდომა? ბილეთების ფასი იცვლება მატარებლის ტიპის, სერვისის კლასის, მგზავრობის ხანგრძლივობის და შესყიდვის დროის მიხედვით. Frecciarossa-ს ტიპის მატარებლებს 4 კლასი აქვთ: სტანდარტი, პრემიუმი, ბიზნესი და უმაღლესი. Italo-ს ტიპის მატარებლებს 3: სმარტი, პრიმა და ქლაბი. Trenitalia-ს ტიპის მატარებლები პირველ და მეორე კლასად იყოფიან.

Frecce/Italo-ს მატარებლის ბილეთები შეგიძლიათ 4 თვით ადრე დაჯავშნოთ. Trenitalia-ს და Italo-ს შეიძენთ ონლაინშიც და სადგურებზეც. ადგილი ყიდვისას მოგენიჭებათ. რეგიონული მატარებლები, რომლებიც ყველა სადგურზე ჩერდებიან, დაჯავშნა არ სჭირდებათ. უბრალოდ იყიდეთ ბილეთი მის მოსვლამდე და დასხედით სადაც გინდათ.

ბილეთის აპარატები მრავალენოვანია და მარტივი გასარკვევია. ისინი იღებენ ქეშსაც და ბარათებსაც. დიდ სადგურებზე ბილეთს მოლარეებთანაც შეიძენთ. იტალიაში მატარებლით მგზავრობა ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით პოპულარულია, მაგრამ ადგილის მოძებნა მაინც არ გაგიჭირდებათ.

მოხვდებით იტალიაში მატარებლით? იტალიის ზოგიერთი მატარებლის ხაზი ქვეყნის საზღვრებს მიღმაც დადის და იტალიას მის მეზობლებთან აკავშირებს. მაგალითად, The Brenner Pass მიუნხენს და ვენეციას აკავშირებს ერთმანეთთან და გზად ალპების ხედებს გთავაზობთ. ასევე, არის ღამის მატარებლები რომსა და ვენას შორის. არსებობს ასევე მდიდრული არტ-დეკოს სტილის მატარებელი ვენეციის სიმპლონ ორიენტ-ექსპრესი ლონდონიდან და პარიზიდან რომანტიკული გამოცდილებისთვის. Frecciarossa-ს ტიპის მატარებლები გვთავაზობენ მგზავრობას პარიზიდან მილანში ან ტურინში.

მარტივია სადგურების მიგდება? რომის მასიური ტერმინის სადგური პატარა ქალაქია. საშუალო ზომის ქალაქებში სადგურებს ადვილად მიაგნებთ, რადგანაც ცენტრალური ლოკაცია უკავიათ. დიდ ქალაქებში: ნეაპოლში, მილანსა და ფლორენციაში კი ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 1 კილომეტრში მდებარეობს. ბევრი იტალიური აეროპორტი გადის სარკინიგზო ხაზებთან, მათ შორის რომის ფიუმიჩინო და მილანის მალპენზა. იმ აეროპორტებს, რომლებსაც არ აქვთ სარკინიგზო სადგური, უახლოეს სადგურამდე ავტობუსები და ტრამვაები დადიან. ზოგიერთ ქალაქს ერთზე მეტი სადგურიც აქვს. მაგალითად, ტურინს და გენუას 2, რომს – 4 (ტერმინი, ტიბურტინა, ოსტიენსე და ტრასტავერე.

შეიძენთ საკვებს მატარებელში? საკვები დახლები იტალიურ მატარებლებში უფრო და უფრო იშვიათი ხდება. Frecciarossa-ს ტიპის მატარებლებს აქვთ კაფეები. იტალოს და ტრენიტალიას რეგიონალურ მატარებლებს კი მხოლოდ საკვების ჩამოსაგდები აპარატები.

შეძლებთ ტელეფონის დატენვას? თითქმის ყველა იტალიურ მატარებელშია დენის წყაროები, მათ შორის რეგიონალურებში. Freccia-ს და Italo-ს აქვთ უფასო ვაიფაიც.