იაპონიაში მოგზაურობისას შეძლებთ პარკში თავისუფლად მოსეირნე ირმებსაც შეხვდეთ. ნარა სწორედ ასეთი ზღაპრული ადგილია. ჩვენ დაგარმუნებთ იმაში, თუ რატომ უნდა ეწვიოთ ნარას არაჩვეულებრივ პარკს.
1. ისეირნებთ ირმების გვერდით
ნარას პარკში 1300-მდე ირემი დანავარდობს. ის იაპონიის საუკეთესო ადგილია ირმებთან შესახვედრად და მათთან ინტერაქციისთვის. ეს ცხოველები იაპონიის ეროვნულ საგანძურს და წმინდა არსებებს წარმოადგენენ. შეგიძლიათ შეიძინოთ მათი სპეციალური საკვები და თავადაც გამოკვებოთ ცხოველები.

2. მოინახულეთ უზარმაზარი ბუდა
ტოდაი-ჯის საყდარში მასიური ზომის ბუდას ქანდაკება მდებარეობს. ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ხის ნაგებობაა. 15 მ სიმაღლის ქანდაკება კი მსოფლიოს უდიდესი ბრინჯაოს ბუდას სკულპტურაა.

3. ჰორიუჯის ტაძარი: უძველესი ხის არქიტექტურა
ჰორიუჯის ტაძარი მსოფლიოს უძველეს შემონახულ ხის ნაგებობებს აერთიანებს, რომელთა ისტორია VII საუკუნით თარიღდება. აქ დაგხვდებათ ხუთსართულიანი ბუდისტური საკულტო და მემორიალური ნაგებობა, დიდებული დარბაზები და ბუდისტური ქანდაკებები.

4. ვაკაკუსას მთის ცეცხლის ფესტივალი
ყოველწლიური “Wakakusa Yamayaki”-ის ფესტივალის დროს ვაკაკუსას მთის ფერდობებს ცეცხლი ედება, ღამის ცას კი ფოიერვერკები ანათებს. ეს უძველესი ტრადიცია ნარას ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის და ზამთრის დასასრულსა და გაზაფხულის მოახლოებას სიმბოლურად აღნიშნავს.

5. გაისეირნეთ ნარამაჩის ისტორიულ უბანში
ნარამაჩი ძველი სავაჭრო უბანია, სადაც ტრადიციული ხის სახლები, პატარა ხელნაკეთი ნივთების მაღაზიები და სათამაშოების მუზეუმები წარსულში მოგზაურობის შეგრძნებას ქმნის. კიოტოსგან განსხვავებით, აქ შედარებით მშვიდ გარემოში შეგიძლიათ იაპონიის ტრადიციული არქიტექტურა და ადგილობრივი მემკვიდრეობა აღმოაჩინოთ.

6. დატკბით ისუიენის ბაღების სილამაზით
ისუიენის ბაღი იაპონური ლანდშაფტური ხელოვნების გამორჩეული ნიმუშია, სადაც ტბები, ხავსით დაფარული ბილიკები, ქვები და ფიჭვები ჰარმონიულ გარემოს ქმნის. ბაღის ტრადიციულ ჩაის სახლებში შეგიძლიათ მატჩას ჩაი დააგემოვნოთ და მიმდებარე მთების ულამაზესი ხედებით დატკბეთ.

7. აღმოაჩინეთ იოშიკიენის სამი განსხვავებული ბაღი
ისუიენის ბაღის მეზობლად მდებარე იოშიკიენი სამ განსხვავებულ სტილს აერთიანებს: ტრადიციულ ბაღს ტბით, ხავსებიან ბაღსა და ჩაის ცერემონიის ბაღს. განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომაზე, როდესაც ხეები წითელ, ნარინჯისფერ და ოქროსფერ ფერებში იფარება; უცხოელ ვიზიტორებს კი შესვლა უფასოდ შეუძლიათ.

8. დააგემოვნეთ ნარას სუში და ხურმის ტკბილეული
ნარა ცნობილია “kakinoha-zushi”-ით: ბრინჯისა და თევზისგან მომზადებული სუშით, რომელსაც სურნელოვან ხურმის ფოთლებში ახვევენ. აუცილებლად გასინჯეთ ხურმისგან დამზადებული ტკბილეულიც და ადგილობრივი საკეს არომატებიც აღმოაჩინეთ.

9. გაისეირნეთ კასუგა ტაიშას სალოცავის ტყიან ბილიკებზე
VIII საუკუნეში დაარსებული კასუგა ტაიშას სინტოისტური სალოცავი უძველესი ტყით, მაღალი კედრებითა და მკვეთრი წითელი ნაგებობებით გამოირჩევა. განსაკუთრებული სანახაობაა ფარნების ფესტივალი, რომლის დროსაც სალოცავის ბილიკებსა და დერეფნებს თითქმის 3000 ფარანი ანათებს.

10. აღმოაჩინეთ ნარას ეროვნული მუზეუმის ბუდისტური საგანძური
ნარას ეროვნული მუზეუმი ბუდისტური ხელოვნების შთამბეჭდავ კოლექციას ინახავს, მათ შორის ქანდაკებებს, ნახატებსა და რელიგიურ ნივთებს. აქ შეგიძლიათ იხილოთ ცნობილი ქანდაკებები და გაეცნოთ იაპონიის სულიერი და მხატვრული მემკვიდრეობის განვითარებას.
შემოგვიერთდი იაპონიის ტურზე, რათა თავად იხილო ეს საოცარი ადგილი











