შვედეთის დედაქალაქი ბევრ ღირსშესანიშნაობას და აქტივობას გთავაზობთ, რათა დრო აქ სასიამოვნოდ გაატაროთ. საკულტო მერია, პირველი ღია ცის ქვეშ მუზეუმი და აბბას სამყარო – ის მცირე ჩამონათვალია, რასაც აქ იხილავთ.

აბბას მუზეუმი

ეს სტოკჰოლმის უმთავრესი ღირსშესანიშნაობაა. ის გამორჩეული არამხოლოდ ჯგუფი აბას ინტერაქციული დარბაზითაა, არამედ შვედური მუსიკალური დარბაზით. აბბას წევრებმა მონაწილეობა მიიღეს მთლიანი კონცეპტის შექმნაში.

ვასას მუზეუმი

მას ყველა დროის უძლიერეს გემს უწოდებდნენ და როდესაც სტოკჰოლმის ნავსადგურში, ათასი კაცის წინ აფრები გაშალა, 30 წუთში ჩაიძირა. 300 წელია, რაც გემი ამ მუზეუმში დგას. აქ შვედეთის საზღვაო ისტორიას გაეცნობით.

სამეფო სასახლე

სტოკჰოლმის სამეფო სასახლე მეფის ოფიციალური რეზიდენციაა. თუმცა, მისი გარკვეული ნაწილი საჯაროდაა ღია. მაგალითად, სამეფო აპარტამენტები და ანტიკური ნივთების მუზეუმი. აქ დღეს იოლად გაიყვანთ.

სკანსენი

ეს მინიატურული ისტორიული შვედეთია. 150-ზე მეტი შენობა: სახლები, ეკლესიები და მაღაზიები აქ მთელი ქვეყნიდან მოიტანეს. მსოფლიოს პირველი ღია ცის ქვეშ მუზეუმი ადგილობრივი ცხოველების ფიტულებსაც მოიცავს, პატარა ზოოპარკს და ხელნაკეთობების სახელოსნოს. ოჯახური დროის გატარებისთვის სკანსენი იდეალური ადგილია.

გრონალენდი

სტოკჰოლმის გასართობი პარკი წყლის ნაპირზე მდებარეობს. აქ სხვადასხვა სირთულის ატრაქციონები და რესტორნები დაგხვდებათ. ზაფხულობით ხშირია კონცერტებიც.

გამლა შტანი

ევროპის ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული შუასაუკუნოვანი ქალაქი პრესტიჟული კაფე-ბარებით, მაღაზიებით და ფანტასტიკური მუზეუმებითაა სავსე. ქვაფენილიან საფეხმავლო ქუჩებში სტოკჰოლმის უძველეს ქუჩასაც მიადგებით –Köpmangatan და ყველაზე ვიწროსაც – Mårten Trotzigs Gränd.

თანამედროვე მუზეუმი

Moderna Museet გასაოცარ პატარა კუნძულ შკეპშოლმენზე მდებარეობს. აქ შვედური და საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები ინახება. აქ ასევე იხილავთ პიკასოს ნამუშევრებს. მუზეუმშია რესტორანი და საჩუქრების მაღაზიაც.

ფოტოგრაფიის მუზეუმი

მას შემდეგ, რაც 2010 წელს ანე ლეიბოვიცმა ეს მუზეუმი გახსნა, ის ქალაქის პოპულარული ღირსშესანიშნაობად იქცა. სტოკჰოლმის ფოტოგრაფიის მუზეუმში 4 დიდი და 20 პატარა გამოფენაა მოწყობილი. კაფიდან დატკბებით ხედით წყალზე.

იუნიბაკენი

გაიხსენეთ ბავშვობა იუნიბაკენში, მოხვდით ასტრიდ ლინდგრენის სამყაროში! ცნობილი შვედი საბავშვო მწერლის მუზეუმი მის პერსონაჟებს შეგახვედრებთ. აქვეა წიგნების მაღაზია და რესტორანი ტრადიციული შვედური კერძებით და ხედით.

სულების მუზეუმი

Spritmuseum – ფოკუსირებულია არა მოჩვენებებზე, არამედ დალევაზე. სტოკჰოლმის მე-18 საუკუნის საზღვაო შენობაში მდებარე ეს მუზეუმი შვედეთის ურთიერთობას ასახავს ალკოჰოლის მიმართ. საოცარი ნამუშევრების გარდა, იხილავთ ოთახსაც, სადაც შეგიძლიათ გამოსცადოთ თუ რა შეგრძნებაა სიმთვრალე.

სტოკჰოლმის მერია

Stadshus – ანუ ქალაქის მერია, სტოკჰოლმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობაა. სწორედ აქ ტარდება ყოვეწლიური ნობელის პრიზის ვახშამი. ტურის მეშვეობით გაეცნობით არამხოლოდ ამ ნაგებობის, არამედ სტოკჰოლმის ისტორიას.

იორგარდენი

Djurgården – სამეფო პარკია, მასიური მწვანე ოაზისი, სადაც სეირნობა, სირბილი, ველოსიპედით სიარული ან უბრალოდ ბუნებით ტკბობა შეგიძლიათ. აქ ბევრი კაფე-რესტორანი და ღირსშესანიშნავი ძეგლია.

პრინცი ევგენის სახლი

Eugens Waldemarsudde პრინცი ევგენის სახლი იყო – ცნობილი შვედი პეიზაჟების მხატვრის. დღეს აქ მუზეუმია, რომელიც მის ნამუშევრებს წარმოგვიდგენს. დატკბით ინტერიერითა და მწვანე ექსტერიერით.

სამეფო შვედური ოპერა

ოპერის შენობა  1773 წლითაა დათარიღებული და საშალება გეძლევათ მისი დიდებულება შიგნითაც დაათვალიეროთ. აქ ნახავთ სამეფო ოთახებს და ოკესტრის წევრების საგრიმიოროებს.

Skyview

ქალაქზე საუკეთესო ხედებისთვის უზარმაზარ სფეროს ფორმის ნაგებობას უნდა მიაკითხოთ, რომელიც შუშის გონდოლებს გვთავაზობს. წრის დარტყმა 30 წუთს წაიღებს და თქვენ 360 გრადუსიან ხედს იხილავთ ქალაქზე. აქ ბევრი მაღაზია და რესტორანია.

ნობელის პრემიის მუზეუმი

Nobelmuseet – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მუზეუმია, სადაც ჯილდოს ისტორიას და ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაეცნობით. აქ მხოლოდ მეცნიერება არაა, იხილავთ ნობელის მოდასაც.

სტოკჰოლმის არქიპელაგი

სტოკჰოლმის არქიპელაგზე 30 000-ზე მეტი კუნძულია. ერთდღიანი ტურისთვის აირჩიეთ რომელიმე 1 კუნძული ან შეარჩიეთ ორი უიქენდისთვის. აქ სილამაზე ყოველ კუთხეში მოგხიბლავთ.

სამხედრო მუზეუმი

შვედური არმიის მუზეუმი წარმოგვიდგენს ისტორიას 1500 წლიდან დღემდე. აქ შეაფასებთ ომსაც და მშვიდობასაც. ვალენბერგის ოთახი ეძღვნება კაცს, რომელმაც ნაცისტებისგან ათასობით ადამიანი გადაარჩინა.

სტოკჰოლმის კათედრალი

Storkyrkan – მე-13 საუკუნეში ააგეს და ის უნიკალურ ნივთებს ინახავს. რელიგიური ღონისძიებები აქ რეგულარულად ტარდება, მათ შორის სამეფო ქორწილები, სამოქალაქო დაკრძალვები და სამეფო ნათლობები.

მეცნიერების და ტექნოლოგიების მუზეუმი

ეს შვეცარიის უდიდესი სამეცნიერო მუზეუმია, სადაც ბავშვებიც და ზრდასრულებიც გაერთობიან. ინტერაქციული გამოფენების წყალობით, შეგიძლიათ ყველაფერს შეეხოთ და შეიგრძნოთ. მუზეუმი უზარმაზარი და ძალიან ინფორმაციულია. უამრავ რამეს შეგიძლიათ დააკვირდეთ მიკროსკოპში.