ისტორიასა და კულტურაში ჩაძირული კოპენჰაგენი ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული დედაქალაქია. გამოიკვლიეთ ჩრდილოეთის ქალაქის სილამაზე ამ 20 აუცილებლად სანახავი ღირსშესანიშნაობით.
კოპენჰაგენის ზოოპარკი
პოლარული დათვები, ლომები და შიმპანზეები – ამ ზოოპარკში 4000-მდე ცხოველია და სპილოებისთვის მსოფლიოში საუკეთესო პირობების შექმნელ ზოოპარკად ითვლება. გამოსცადეთ დანიის უდიდესი ველური ბუნების სამყარო და აღმოაჩინეთ აფრიკული ფლორა.
ტივოლის ბაღები
ტივოლის ბაღები ვესტერბროს გამზირზე მდებარეობს და კოპენჰაგენის ცნობილი გასართობი პარკია. მსოფლიოში სიდიდით რიგით მეორე გასართობი პარკი 1843 წელს გაიხსნა და მას შემდეგ უამრავ ადამიანს ასიამოვნებს. 80 მეტრი სიმაღლის კარუსელიდან დანიის დედაქალაქს დაათვალიერებთ. აქ ლამაზი იაპონური ბაღებიცაა.
“შავი მარგალიტი”
ცენტრალურ კოპენჰაგენში მდებარე ეს შენობა სამეფო დანიური ბიბლიოთეკაა. შთამბეჭდავი ექსტერიერი გარშემო არსებულ გარემოს აირეკლავს და ქალაქის ერთგვარი კულტურული პლატფორმაა.
კანსტალ ჩარლოტენბორგი
Kunsthal Charlottenborg – ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი თანამედროვე ხელოვნების სივრცეა, რომელიც არტისტებს ქვეყნიდან და მსოფლიოდან იწვევს. აქ კინოჩვენებები, კონცერტები, სხვადასხვა პერფორმანსები და კონფერენციებიც იმართება.
ნიჰავნი
Nyhavn მე-17 საუკუნეში შექიმნა და ზღვისა და ქალაქის ერთგვარ შემაერთებელ ჭიშკარს წარმოადგენდა. მას ყოველთვის ქალაქის გასართობი გამზირის რეპუტაცია ჰქონდა. დღეს პოპულარული ტურისტული არეალია – რესტორნებით და მაღაზიებით. აქ იკრიბებიან მეზღვაურებიც.
ქალთევზას ქანდაკება
მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ზღაპარი დანიის ცნობილ მთხრობელს, კრისტიან ანდერსენს ეკუთვნის. კოპენჰაგენის ეს ქანდაკება გამოხატავს მომენტს, როდესაც ქალთევზა პრინცისთვის ყველაფერს თმობს, რადგანაც ის უყვარდება. დღეს ეს ადგილი ყველაზე მეტჯერ მონახულებადი ღირსშესანიშნაობაა ქალაქში.
დანიის ეროვნული მუზეუმი
გაინტერესებთ ჩრდილოეთის მდიდარი ისტორია? მას სწორედ ამ მუზეუმში შეისწავლით, მათ შორის ინფორმაციას ვიკინგების შესახებ. თუ ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ, ეროვნული მუზეუმი მშვენიერი ადგილია, რადგანაც ინტერაქციულ აქტივობებს გვთავაზობს.
ბორსენი
მე-17 საუკუნის საფონდო ბირჟის შენობა, კრისტიანბორგის სასახლეში მდებარეობს, სლოტშოლმენის კუნძულზე. გასაოცარი დანიური რენესანსის არქიტექურა ბევრ ვიზიტორს ხიბლავს.
კასტელეტი
Kastellet – ეს საუცხოო ციხესიმაგრე ჩრდილოეთ ევროპაში ერთ-ერთი განსაკუთრებული არქიტექტურის მქონეა. ის ერთ დროს აშენდა იმიტომ, რომ ქალაქი დაეცვათ. დღეს აქ საჯარო პარკია დასასვენებლად.
კარლსბერგ გლიპტოტეკი
Carlsberg Glyptotek – 6000 წლის ხელოვნების არტეფაქტებს ინახავს. აქ პირადი კოლექციებია განთავსებული და ის კოპენჰაგენის მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს.
კრისტიანსბორგის სასახლე
Christiansborg Palace – დანიის პარლამენტია, სადაც ქვეყნის სასამართლოცაა განთავსებული. პირველი შენობა აქ 1167 წელს აშენდა და ის დანიის მეფეების ოფიციალურ რეზიდენციას წარმოადგენდა. სასახლე ღიაა ტურებისთვის და ვიზიტორებს შეუძლიათ სამეფო სამზარეულოს დათვალიერებაც კი.
კოპენჰაგენის ოპერის სახლი
კოპენჰაგენი არის ქალაქი, რომელიც იდეალურად აბალანსებს ძველს და განახლებულს. დანიის სამეფო ოპერა სწორედ ერთ-ერთი ბწყინვალე მაგალითია. ოპერაში ხშირადაა ფასდაკლებული ბილეთები, რათა წარმოდგენები ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი.
ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
კოპენჰაგენში ესეც აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია. აქ თანამედროვე დანიურ და საერთაშორისო ხელოვნების ნიმუშებს იხილავთ. ქალაქის ცენტრიდან 40 კილომეტრში მდებარე ამ მუზეუმში 3500-ზე მეტი ნამუშევარია. აქვეა სკულპტურების პარკი 60 სხვადასხვა ქანდაკებით.
პლანეტარიუმი
Tycho Brahe Planetarium – წარმოადგენს ინოვაციურ არქიტექტურას, სადაც შეგიძლიათ 3D ეკრანების მეშვეობით, კოსმოსში იმოგზაუროთ ან ოკეანეების სიღრმეში ჩახვიდეთ. აქ ნაჩვენები ფილმები სამყაროს მისტიკას გვაცნობენ.
“ლურჯი პლანეტა”
Blue Planet – ჩრდილოეთ ევროპის უდიდესი აკვარიუმია, სადაც 400-მდე სახეობის თევზს იხილავთ. მოინახულეთ ეს ადგილი თუ უნიკალური ზღვის ქმნილებების ხილვა გსურთ.
მრგვალი კოშკი
ეს მრგვალი კოშკი კოპენჰაგენზე ხედებს გვთავაზობს. აყევით სპირალურ კიბეს, რომელიც სახურავზე აგიყვანთ. მე-17 საუკუნის ეს სადამკვირვებლო კოშკი კოპენჰაგენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა.
ამალიენბორგის სასახლე
Amalienborg Palace – ვიზიტორებს იმით იზიდავს, რომ ის სამეფო ოჯახის საზამთრო რეზიდენციაა და 150 წლიან დანიურ ისტორიას გვიზიარებს სხვადასხვა ოთახებითა და გამოფენებით.
ბოტანიკური ბაღი
ცენტრალურ კოპენჰაგენში, დატვირთული ქუჩების მიღმა, ბოტანიკური ბაღი ნამდვილ ჰარმონიას მოგანიჭებთ. აქ 27 შუშის სახლია, მათ შორის 16 მ. სიმაღლის პალმის სახლი, სადაც 13000-ზე მეტი სახეობა დაგხვდებათ.
როზენბორგის სასახლე
Rosenborg Castle – 400 წლიანი რენესანსის სასახლე მეფე ქრისტიან მეოთხეს ფავორიტი სასახლე იყო. შეგიძლიათ აიღოთ ტური სასახლის დასათვალიერებლად ან უბრალოდ დაათვალიეროთ შემოგარენი და სასახლის ქვის კედლები.
კოპენჰაგენის მერია
თუ ზედმეტი 30 წუთი გაქვთ, აიღეთ ქალაქის მერიის ტური, რომელიც დანიურ ისტორიას გაგაცნობთ. თუ ისტორია არ გაინტერესებთ, დატკბით ხედებით ტივოლის ბაღებზე და იხილეთ გასაოცარი დიზაინის ჯენს ოლსენის მსოფლიო საათი.