შვედები ყავის დალევას ძალიან სერიოზულად უყურებენ და ცნობილები არიან ყავის შესვენებისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭებით. ისინი დღეში დაახლოებით 4 ჭიქა ყავას სვამენ და მსოფლიოში ყავის მიღების რაოდენობის მაჩვენებლით მესამე ადგილას არიან. სტოკჰოლმში მოგზაურობისას, ამ ქალაქს უკეთ შეიგრძნობთ თუ რომელიმე კაფეს ან კაფეტერიას ეწვევით. ჩვენ საუკეთესოები შეგირჩიეთ:

  • Cafe 60

ჩაის მოყვარულებს აქ ამ ცხელი სასმლის დიდი არჩევანი დახვდებათ. ეს საყვარელი კაფეტერია სამუშაო დღეებში ღამის 12-მდეა ღია, პარასკევსა და შაბათს კი ღამის 2-მდეც. Cafe 60 მრავალფეროვან დესერტებსაც გვთავაზობს.

მისამართი: Sveavägen 60

  • Cafe Saturnus

სტოკჰოლმში ყოფნისას, ამ კაფის უზარმაზარი დარიჩინის ფუნთუშა აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. საფრანგეთის კულტურით შთაგონებულ ამ ელეგანტურ ადგილას, გემრიელ ბაგეტს და სალათებსაც გასინჯავთ.

მისამართი: Eriksbergsgatan 6

  • Kaffekoppen

ეს ისტორიული კაფე სამეფო სასახლესთანაა ახლოს, გამლა შტანის გულში. მისი ტერასა როგორც წესი, სავსეა ხალხით. დააგემოვნეთ ლაზანიას მსუყე პორცია, ტრადიციული სენდვიჩები და ღვეზელები და დატკბით 1600 წლის დროინდელი ატმოსფეროთი. ზამთარში აქ გლინტვეინს და ცხელ თეთრ შოკოლადსაც ამზადებენ.

მისამართი: Stortorget 20

  • Drop Coffee

შვედური ფიკა კულტურის (მეგობრებთან შეხვედრა ყავაზე და ნამცხვარზე) ხელშეწყობისთვის, ამ კაფემ სპეციალური ჯილდოც კი მოიპოვა. აქ ყავის ბევრი სახეობა დაგხვდებათ. კაფე ინსტაგრამზე საკმაოდ პოპულარულია.

მისამართი: Wollmar Yxkullsgatan 10

  • Cafe FOAM

ეს მოდური კაფე ფოტოების გადასაღებად მშვენიერი ადგილია. ინტერიერის დიაინი ღია და მუქ ვარდისფერშია გადაწყვეტილი. საფირმო კერძი ყველი ჰალუმის სალათაა.

მისამართი: Karlavägen 75

  • Färgfabrikens Kafé

ეს კაფე ყოფილ ქარხანაში მდებარეობს და ადგილობრივებში საკმაოდ პოპულარულია. აქ ლანჩზე და გემრიელ გამომცხვარ ორცხობილებზე შეგიძლიათ მოსვლა. ის ასევე თანამედროვე ხელოვნების სივრცეა და შესაძლოა სხვადასხვა ღონისძიებები დაგემთხვეთ.

მისამართი: Lövholmsbrinken 1

  • Johan & Nyström

ეს კაფე ყავის ენთუზიასტებმა დაარსეს და აქ ყავის მარცვლებსაც შეიძენთ, რომელიც მათ ქარხანაში იწარმოება. მათ ქალაქში უკვე სამი ფილიალი აქვთ.

მისამართი: Swedenborgsgatan 7; Odengatan 62; Hantverkargatan 7.

  • Konditori Ritorno

ეს კაფე სტოკჰოლმის კიდევ ერთი საყვარელი ყავის მიმართულებაა. ინტერიერში ვინტაჟური ავეჯი და დიდი სარკეები დაგხვდებათ. აქ მიირთმევთ ტრადიციულ გაფილტრულ ყავას და ავთენტურ შვედურ ტკბილეულს.

მისამართი: Odengatan 80

სტოკჰოლმი არაა ცნობილი როგორც ბიუჯეტური მიმართულება, თუმცა აქ არის საკვები ობიექტები, სადაც იაფად მიირთმევთ. ჩვენ ეს ადგილები შეგიგროვეთ და წარმოგიდგენთ:

  • საჭმლის დახლები

სტოკჰოლმის საკვები დახლები: Söderhallarna, Hötorgetshallen და Östermalms – სავსეა ჯანსაღი პროდუქციით. აქ საჭლის დახლები ძირითადად მოედნებზეა განთავსებული, ასე რომ კარგ ამინდში შეგიძლიათ რაიმე შეარჩიოთ და იქვე ჩამოჯდეთ.

  • აზიური ბუფეტები

შვედეთში აზიური კვების დიდი არჩევანია. აქ ყველაფერს მიირთმევთ: სუშის, ბოსტნეულის კერძებს, დესერტს. ჩვენ რამდენიმე მათგანს გირჩევთ: Pong, Bamboo Palace და Mandarin City.

  • ქაბაბის დახლები

შვედეთში ქაბაბი ძალიან უყვართ და აქ ბევრ ობიექტს ნახავთ, სადაც ამ კერძს ამზადებენ. Kebabkungen და Berliner Kebab საუკეთესოებია. ისინი გვიანობამდედა ღია და ვახშამს რამდენიმე ჭიქა სასმელსაც იაფად დააყოლებთ.

  • ბურგერები

სტოკჰოლმში გემრიელი ბურგერების ბევრი ვარიანტია. მათ შორის: Flippin’ Burgers და Vigårda. აქ საყვარელ ბურგერებს იაფად მიირთმევთ.

  • პიცა

დააგემოვნეთ კლასიკური შვედური პიცა Fuori Di Pizza-ში. აქ ის 100 შვედურ კრონამდე დაგიჯდებათ, დაახლოებით 13 ევრო და მას სალათსაც მოაყოლებენ.

  • ჰოთ დოგის დახლები

სტოკჰოლმის ჰოთ დოგის ცნობილი და ბიუჯეტური დახლებია: Hornstulls Korvkiosk და Östermalms Korvspecialist. 

  • სწრაფი კვების მანქანები

სწრაფი კვების მანქანებს ქალაქში ბევრგან შეხვდებით. ისინი შვედურ სტილში მომზადებულ ტოსტებს გთავაზობენ, ყველით, სოკოთი და სხვა ინგრედიენტებით. ისინი მოძრაობენ და ხშირად იცვლიან ადგილს.