წლიდან წლამდე, შვედეთი ცხოვრების ხარისხით, თანაბარუფლებიანობით და ბედნიერების ინდექსით საცხოვრებლად ფანტასტიკური ადგილი ხდება. ქვეყანა ცნობილია ბუნების ულამაზესი ლანდშაფტებით, სამზარეულო კულტურით, შუასაუკუნოვანი ქალაქებით… ჩვენ მის ყველაზე საოცარ ადგილებს გირჩევთ.
სტოკჰოლმის არქიპელაგი
შვედეთის უდიდესი არქიპელაგი დედაქალაქის გარშემო მდებარეობს და სტოკჰოლმში ჩასულებს საშუალებას აძლევს ათასობით ლამაზი კუნძული მოინახულონ. ზოგიერთ კუნძულზე ხელშეუხებელი ველური ცხოვრება და ლაშქრობისა და კაიაკის გამოცდის საშუალებებია. ზოგი დაუსახლებელია, ზოგგან კი სკანდინავიური სტილის წითელი და ყვითელი სახლები დგას.
Skåne/შკანი
შვედეთის სამხრეთ რეგიონში მდებარე შკანი ლამაზი ფერმებით, ტყეებით და ტბებით ხასიათდება. აქ დაახლოებით 300-მდე ციხესიმაგრეა ბაღებით. მინდვრები თვალუწვდენელია, სანაპიროები კი სიწყნარით გამოირჩევია. სოკო და სატაცური ამ მხარის ერთგვარი დელიკატესებია. ეწვიეთ სოფიეროს სასახლეს და გაისეირნეთ ველოსიპედით.
Jokkmokk/ჯოკმოკი
ეს ზღაპრული ქალაქი ლაპლანდიაში მდებარეობს, შვედეთის ჩრდილოეთ პროვინციაში, სადაც ირმების მარხილებს, საშობაო ბაზრობას ად ადგილობრივ ეთნიკურ ჯგუფს, სამის გაიცნობთ. ჯოკმოკის ბაზრობა 400 წლისაა და სიცივისა და თოვლის მიუხედავად, მუდამ ზეიმობს სამის კულტურას. დააგემოვნეთ ადგილობრივი კულტურა, გამოკვებეთ ირმები და უყურეთ ტრადიციულ ცეკვებს ბაზრობაზე. არქტიკულ სარტყელთან სიახლოვის გამო თვალს მოკრავთ ჩრდილოეთის ციალსაც.
კოსტერჰავეტის საზღვაო ეროვნული პარკი
Kosterhavet Marine National Park – მდიდრულ და მრავალფეროვან წყლის ბინადრებს აერთიანებს. პარკში 200 სხვადასხვა სახეობის ცხოველი და მცენარეა, ასევე ულამაზესი ფიორდები. ზაფხულში შესაძლებელია ცურვაც და კაიაკით სეირნობაც.
Åre/არე
სათხილამურო გზები არეში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ქალაქს ბევრი რესტორანი, მაღაზია და გასართობი ადგილი აქვს. ვიზიტორებს შეუძლიათ ღამეც ისრიალონ და ჩრდილოეთის ციალი დაინახონ.
Visby/ვისბი
ეს შუასაუკუნოვანი ქალაქი “ბალტიის მარგალიტის” სახელითაა ცნობილი და იუნესკოს სიაში შეყვანილია როგორც ძველი ვიკინგების ქალაქი. ვისბი ჩრდილოეთ ევროპის კომერციული ქალაქია და მისი კედლები 700 წელს ითვლიან. მიუხედავად სიძველისა, ქალაქს თანამედროვე სკანდინავიური სტილიც აქვს შერწყმული.
აბისკოს ეროვნული პარკი
ლაპლანდიაში მდებარე Abisko National Park მშვენიერი ადგილია ჩრდილოეთის ციალის სანახავად. ავრორას ცის სადგურიდან, მთაზე, ზღვის დონიდან 900 მეტრზე, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გადმოსახედია. ზაფხულობით მოგზაურებს შეუძლიათ ტყეების დალაშქვრა და შვედეთის ყველაზე სუფთა ტბის Trollsjön-ის დათვალიერება.
Djurgården/დიურგარდენი
ეს არის კუნძული ცენტრალურ სტოკჰოლმში. კუნძულის პარკი სავსეა მწვანე გარემოთი, მუზეუმებით და სხვა გასართობი ადგილებით. დაათვალიერეთ სტოკჰოლმის მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობები: აბას მუზეუმი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, ღია მუზეუმი და ზოოპარკი და სხვა. კუნძული წარმოგვიდგენს არაჩვეულებრივ კაფე-რესტორნებს.
Göta Canal/გიოტას არხი
გოტას არხი სიგრძეში დაახლოებით 190 კილომეტრია. მასზე 47 ხიდი მდებარეობს. შეგიძლიათ შეუერთდეთ სამგზავრო კრუიზს ან იქირაოთ ნავი. ხელმისაწვდომია ველოსიპედებიც. არხი ღიაა მაისიდან სექტემბრის ჩათვლით.
Sigtuna/სიგტუნა
დაათვალიერეთ შვედეთის უძველესი, ისტორიული ქალაქი. ეს იდილიური დასახლება მალარენის ტბაზე მდებარეობს და ვიკინგების პერიოდიდან თარიღდება. სიგტუნა ულამაზესი ქალაქია მყუდრო კაფეებით და მაღაზიებით. მოინახულეთ შუასაუკუნოვანი ეკლესიები, ძეგლები და ნანგრევები.