ვარშავაში მიდიხართ და არ იცით სად გადაიღებთ ყველაზე ლამაზ ფოტოებს პოლონეთის დედაქალაქში? აღსანიშნავია, რომ ქალაქის 85% მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა, თუმცა ძველი ქალაქი დღეს სრულად აღდგენილია და მე-13/მე-14 საუკუნის არქიტექტურას იმეორებს. ამავდროულად, ცენტრი თანამედროვე მაღალსართულიან შენობებს აერთიანებს. ვარშავა არქიტექტურულად საინტერესო ქალაქია და შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის ულამაზესი ფოტოების გადასაღებად.

1. ძველი ქალაქის მოედანი (Rynek Starego Miasta)

ფერადი სახლებით გარშემორტყმული ეს მოედანი ძველი უბნის შუაგულში მდებარეობს. ომის შემდეგ მისი იდენტური აღდგენა მოხერხდა. ეს ვარშავას მთავარი ადგილია, განსაკუთრებული შარმით. მიაქციეთ ყურადღება ვარშავას ქალთევზას ქანდაკებას.

2. ზამკოვის მოედანი (Zamkowy Square)

ძველი ქალაქის მოედნიდან რამდენიმე ნაბიჯში ეს მორიგი ულამაზესი მოედანი მდებარეობს სამეფო სასახლით. საუკეთესო ადგილი იმისათვის, რომ ლამაზი ფოტო გადაიღოთ, წმ. ანას ეკლესიის საათის კოშკია. შესასვლელად 2.5 ევრო დაგჭირდებათ და ულამაზესი პანორამით დაჯილდოვდებით.

როგორ დავგეგმოთ საოცარი 2 კვირა პოლონეთში

3. სამეფო სასახლე

ზამკოვის მოედნიდან ისე არ უნდა წამოხვიდეთ, რომ სამეფო სასახლეს არ ეწვიოთ. ინტერიერში იხილავთ მდიდრულად მორთულ ოთახებს გასაოცარი ჭერით. გამოიყენეთ ფართო კუთხის კამერა ლამაზი ფოტოებისთვის.

4. კულტურისა და მეცნიერების სასახლე

თუ გსურთ, რომ ვარშავას ზევიდან გადმოხედოთ, ამ სასახლეს ეწვიეთ. შენობა კომუნისტების ეპოქაში აშენდა და დღეს საჯაროდაა ღია. ადით 30-ე სართულზე ლიფტით და დატკბით 360 გრადუსიანი ხედით დედაქალაქზე. აქაც გაფართოებული კამერა გამოიყენეთ.

5. გდანსკის ხიდი

ტურისტებისთვის ეს ხიდი არც ისე საინტერესოა, მაგრამ სასიამოვნო ადგილია ფოტოგრაფებისთვის საინტერესო კადრების დასაჭერად. შეგიძლიათ ითამაშოთ კონტრასტებით და გადაღების კუთხეებით იმ მოცემულობაში, რასაც ეს მეტალის არქიტექტურა გთავაზობთ.

6. პოლიტექნიკური სკოლა

ეს სკოლა აუცილებლად სანახავი კულტურის ძეგლია. მისი შიდა ეზო გადახურული შუშის ჭერით, სინათლეს საოცრად აირეკლავს. პოლიტექნიკური სკოლა ტურიზმისთვის განკუთვნილი არაა, თუმცა ფოტოებისთვის იდეალურია.

რჩევები პოლონეთში მოგზაურობისთვის

7. ლაზიენკის პარკი და სასახლე

ეს უზარმაზარი პარკი, სადაც სხვადასხვა უწყინარი ცხოველები არიან დასახლებულები, საშუალებას მოგცემთ ბუნების ფოტოები გადაიღოთ შუაგულ ქალაქში. სასახლე პარკის ცენტრში მდებარეობს და ტბაში აირეკლება, რაც თქვენი კომპოზიციებისთვის საინტერესო ფონს წარმოქმნის.

8. სულიწმინდის ეკლესია

The Holy Spirit Church – ძველი ქალაქის შესასვლელში მდებარეობს და ყურადღებას მაშინვე იქცევს. მისი და მის გასწვრივ მდებარე ქუჩების გადაღებით ფოტოზე ვარშავას ატმოსფეროს აღბეჭდავთ.

9. ახალი ქალაქის მოედანი (Rynek Nowego Miasta)

ეს მოედანი ძველი ქალაქის ნაწილია, თუმცა აქ ნაკლები ტურისტი დადის. გადაიღეთ ფოტო ეკლესიის მომხიბვლელი შენობის ფონზე.

10. მაცხოვრის ტაძარი

The Holy Savior church – ეს ატიპიური არქიტექტურის ნიმუშია ორი მაღალი კოშკურით. ფოტოს გადაღების დროს დააკვირდით მანქანების მოძრაობას და შერჩეული კუთხის შემდეგ ეცადეთ მათი ფოტოებზე მოხვედრა თავიდან აირიდოთ.