საუკუნეების მანძილზე ჩაი საყვარელი თბილი სასმელი იყო მთელ მსოფლიოში. გემრიელი ჩაი დიდ სიამოვნებას გვგვრის შემოდგომაზე სეირნობის შემდეგ, ნისლიან ამინდში ან უბრალოდ დასამშვიდებლად. თუ თქვენ ჩაის მოყვარული ხართ, ამ მიმართულებებს გირჩევთ:
ასამი, ინდოეთი/Assam
ინდოეთი ჩაის მრავალფეროვანი სახეობების სახლია. ჩრდილოეთში მდებარე ასამში დიდი ჩაის პლანტაციებია, სადაც ჩაის დაკრეფის პროცესსაც შეესწრებით.
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
ყველასთვის ნაცნობია, რომ დიდ ბრიტანეთში ჩაი ძალიან უყვართ. ლონდონში მსოფლიოს უდიდესი და საუკეთესო ჩაის ოთახები მდებარეობს.
უჯი, იაპონია
უჯი დიდი ჩაის რეგიონია კიოტოსთან ახლოს. აქაური მწვანე ჩაი საყოველთაოდ ცნობილია.
მოკ ჩაუ, ვიეტნამი/Moc Chau
ვიეტნამის ჩრდილოეთ ნაწილი დაფარულია ჩაის ფერმებით. აქაურ მწვანე ლანდშაფტზე უამრავი ჩაის პლანტაციაა. კრეფის სეზონი აპრილიდან დეკემბრამდე მიმდინარეობს.
უვა, შრი ლანკა
შრი ლანკას ამ ნაწილში ყველაზე ცნობილია ცეილონის მწვანე ჩაი, რომელიც მთელ მსოფლიოში იყიდება.
ვუიშანი, ჩინეთი/Wuyishan
ფუჯის ეს პროვინცია მთიანი რეგიონია, სადაც შავი ჩაის ხეებია გაშენებული. აქ ნახავთ ჩაის ხეებს, რომლებიც ზედ კლდეებზე არიან გაზრდილები და უნიკალური ჩაის ფოთლებით ხასიათდებიან.
დარჯელინგი, ინდოეთი/Darjeeling
ჰიმალაის მთების ფერდობებზეც ბევრი ჩაის პლანტაციაა. აქ ბევრი სახეობის ჩაი იზრდება, მათ შორის დარჯელინგი, რომელსაც “ჩაის სახეობების შამპანიურს” უწოდებენ. ამ ოქროსფერი შეფერილობის შავ ჩაის ბევრი სხვადასხვანაირი არომატი აქვს.
სტამბოლი, თურქეთი
თურქეული ყავა მსოფლიოში ცნობილია, მაგრამ თურქული ჩაიც არანაკლებ პოპულარულია. ტრადიციულად მას ჯამში ხარშავენ, რომელიც ადუღებულ წყალზე დგას.
იუნანი, ჩინეთი/Yunnan
ეს პროვინცია მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ჩაის აწარმოებს. აქ ნახავთ რბილ შავ ჩაის და ადგილობრივი მწვანე ჩაის უნიკალურ მიქსებს.
მარაქეში, მაროკო
მაროკოში მოგზაურობა არ ჩაითვლება სრულყოფილად, თუ პიტნის ჩაის არ დააგემოვნებთ. აქ ბევრი კაფე და ჩაის ოთახია, სადაც ამ კლასიკურ სასმელს შემოგთავაზებენ.
კენდი, შრი ლანკა/Kandy
შრი ლანკას სხვა არეალები ცნობილია ცეილონის მწვანე ჩაით, მაგრამ თუ შავი ჩაის მოყვარული ხართ, კენდისკენ გაემართეთ. ეს ცენტრალური ქალაქი ჩაის ფერმებითაა გარშემორტყმული.
ტაიჩანგი, ტაივანი/Taichung
ბაბლ-ჩაი ტაივანის საკულტო სასმელია. აქ მის საუკეთესო ვარიანტებს დააგემოვნებთ.
კიოტო, იაპონია
კიოტო ცნობილია როგორც შესანიშნავი კულინარიული მიმართულება, მაგრამ მას უნდა ეწვიოთ თუ გემრიელი ცხელი ჩაის მირთმევაც გსურთ. დააგემოვნეთ მაჩაც.
გრანადა, ესპანეთი
ესპანეთი ზოგადად ყავის ქვეყნად მიიჩნევა, მაგრამ გრანადაში ჩაის ოთახებს ყველგან იპოვნით. განსაკუთრებით სასიამოვნოა მათი სტუმრობა ბევრი სიარულის შემდეგ, ისტორიულ ნაწილში.
ბალი, ინდონეზია
ბალის ფოტოებსა და ვიდეოებში ძირითადად ცივი ყავა და ორგანული სმუზები შეგხვდებათ. მაგრამ, აქ განსაკუთრებულ შავ ჩაის ამზადებენ, შეზავებულს რძეში.