მთებით, ხელშეუხებელი სანაპიროებით, ქოქოსის ხეებით ცნობილი შრი ლანკა მოგზაურებს დაუვიწყარ გამოცდილებას და შთაბეჭდილებებს სთავაზობს. ინდოეთთან მდებარე ამ კუნძულ-სახელმწიფოს მდიდრული მემკვიდრეობა, გემრიელი სამზარეულო და ულამაზესი ბუნება აქვს. აქ ყველა ბუნების საოცრებას დაუკავშირდებით გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მატარებლები, ავტობუსები თუ ბორნები კუნძულის ყველა ნაწილში დადიან. ჩვენ აქ აუცილებლად მოსანახულებელ ადგილებს გირჩევთ:
1. კოლომბო – შრი ლანკას დედაქალაქი
შრი ლანკაზე ვიზიტი არ იქნება სრულყოფილი თუ კოლომბოს არ მოინახულებთ. ეს ქვეყნის კულტურულად მრავალფეროვანი ჰაბია. გაატარეთ დრო წყლისპირა ბულვარში (Galle Face Green), სადაც ბევრი ადამიანი იკრიბება. კოლომბო უსაფრთხო და ფეხით მოსავლელად მარტივი ქალაქია, თუმცა ტრანსპორტიც არაა ძვირი.
2. სიგირია/Sigiriya
ეს უნიკალური ქვის ციხესიმაგრე ღია ბუნებაში შრი ლანკას ერთ-ერთი საუკეთესო და პოპულარული ღირსშესანიშნაობაა. ის ანტიკურ სამეფოს, კასაპას წარმოადგენს. თუ გამთენიისას მიხვალთ და 1200 კიბეს აივლით, უკან უკვე შუადღისას დაბრუნდებით. ზაფხულში შუადღეს ასვლის შემთხვევაში მოიმარაგეთ წყალი და მზად იყავით სიცხისთვის.
3. ანურადჰაპურა/Anuradhapura
ბუდისტური კულტურა თუ გხიბლავთ, ამ ადგილს უნდა ეწვიოთ. ის შრი ლანკას სხვა ქალაქებს არ გავს. აქ არქეოლოგიური საოცრებები დაგხვდებათ: საყდრები, სასახლეები, საათის კოშკი და ბუდიზმთან დაკავშირებული ძეგლები. სასურველია ატაროთ შარფი მხრებისთვის და ეცადოთ დაფაროთ ფეხებიც.
4. პოლონარუვა/Polonnaruwa
არქეოლოგიის მოყვარულები კი ამ ადგილს უნდა ესტუმრონ. აქ ანტიკური ნანგრევები, ქვის საყდრები და ბუდისტური მემკვიდრეობა დაგხვდებათ.
5. ჯაფნა/Jaffna
ჯაფნა სარელაქსაციო დასვენებაა მთელი შრილანკისგან. აქ თქვენ კუნძულის ეთნიკური უმცირესობის, ტამილების კულტურასა და მემკვიდრეობაში ჩაიძირებით. აქ მოხვდებით გზითაც და ბორნებითაც. ზოგიერთი ღირსშესანიშნაობის მონახულებისას აუცილებლად უნდა გაიხადოთ ფეხზე. მათ შორის საჯარო ბიბლიოთეკაში შესვლისას.
6. დამბულა/Dambulla
დამბულას საყდარი შრი ლანკას ყველაზე ხშირად მონახულებადი ადგილია. აქ რამდენიმე გამოქვაბულია ბუდას უნიკალური სკულპტურებით. პატივისცემის ნიშნად ატარეთ თეთრი ან ღია ფერის სამოსი და ელოდეთ რომ სავსემთვარეობისას ბევრი ხალხი დაგხვდებათ.
7. მინერიას ეროვნული პარკი/Minneriya National Park
აქ დაახლოებით 300-მდე სპილო დაგხვდებათ პარკის უზარმაზარ ტერიტორიაზე. შეუერთდით ჯიპის ტურს და მოამზადეთ კამერები. აპრილიდან ოქტომბრამდე საუკეთესო პერიოდია სპილოების მოსანახულებლად.
8. კენდი/Kandy
კოლომბოდან იდეალური ერთდღიანი ტურის მოწყობა შეიძლება კენდიში. აქ ქალაქის სარკინიგზო სადგურიდან 4 საათში მოხვდებით. გზაში კი ულამაზესი ხედებით დაჯილდოვდებით. კენდის ტბა შრი ლანკას მნიშვნელოვანი ბუნების ღირსშესანიშნაობაა.
9. კალპიტია/Kalpitiya
კალპიტიას განსაკუთრებული სანაპირო შარმი აქვს. აქ ჩასვლისას თავს სერფერების სამოთხეში შეიგრძნობთ მაღალი, სუფთა ტალღების და ფართო ნაპირების გარშემო. იდეალური ამინდია ოქტომბრიდან მაისამდე.
10. ადამის მწვერვალი/Adam’s Peak
ეს შრი ლანკას წმინდა მთაა. თეთრებში ჩაცმული პილიგრიმები გამთენიისას იწყებენ მასზე ასვლას და ამას დაახლოებით 3 საათს ანდომებენ. მწვერვალი ზღვის დონიდან 2243 მეტრზე მდებარეობს.