კიოტო იაპონიაში მოგზაურობის მსურველებისთვის ერთ-ერთი აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია. მისი 2000 საყდარი, ხშირფოთლოვანი ბაღები და ტრადიციული ჩაის სახლები კიოტოს იაპონიის უდიდეს ისტორიულ ჰაბად აქცევს. საუკეთესო გამოცდილება იქნება თუ მის ქუჩებში დაიკარგებით და ბედს მიენდობით თუ რას აღმოგაჩენინებთ გზად.
1. მოიხიბლეთ ოქროსფერით: Kinkaku-ji
კინკაკუჯი ტურუსტების ფავორიტი ადგილია, რომელსაც ოქროს პავილიონსაც უწოდებენ. ეწვიეთ მას კვირის დღეებში, რაღა ხალხმრავლობას აარიდოთ თავი.
2. გაიარეთ საკულტო ნარინჯისფერ კარიბჭეებში
Fushimi Inari Taisha – ეს ადგილი თითქმის ყველა ვიზიტორის კიოტოში მოსანახულებელ ღირსშესანიშნაობათა სიაში ხვდება. აქ ათასობით ნარინჯისფერი კარიბჭეა. დაიწყეთ დაბალი საფეხურიდან და იხილეთ ჩაისა და აგრიკულტურის ინდუსტრიების მფარველი შინტოს ღმერთი ინარის ქანდაკებები. სრული მოგზაურობისთვის 3 საათი დაგჭირდებათ.
3. იპოვნეთ იღბალი
Kiyomizu-dera – კიოტოს აღმოსავლეთით მდებარეობს. უძველეს დროში ამ საყდრის პლატფორმიდან ხტებოდნენ, რათა ჩაფიქრებული სურვილი ასრულებოდათ. დღეს ამ აქტივობის ნაცვლად იღბალს წმინდა ოტოვას შადრევანზე იპოვნით. ის საყდრის დაბალ საფეხურზე მდებარეობს. აქ სამი ნაკადული მოდის. პირველი დღეგრძელობის, მეორე აკადემიური წარმატების ხოლო მესამე სიყვარულში გამართლების წყაროა. იცოდეთ, რომ არაა მიღებული სამივე წყაროდან დალევა, აირჩიეთ ერთ-ერთი. დატკბით საყდრის პანორამული ხედებით, რომელსაც გაზაფხულზე საკურას ყვავილობაც ალამაზებს.
4. იმოგზაურეთ დროში: Nijō-jo
ეს სასახლე წარსულში მოგზაურობას ჰგავს. მისი ბაღები და ოთახების მოხარულობა ნამდვილად შთამბეჭდავია.
5. დატკბით სეირნობით იდილიურ ბაღებში
დევიდ ბოუვის 1977 წელს გამოსული სიმღერა “Moss Garden,” ამ საყდრითაა შთაგონებული: Koke-dera. შესვლისას სტუმრებს თხოვენ რამდენიმე ბუდიატური სუტრა შეასრულონ. მიიღეთ ეს როგორც ააური კულტურის გაცნობის ჟესტი. გაისეირნეთ მის ულამაზეს ბაღებში.
6. დააგემოვნეთ: matcha
მაჩას ჩინელი ბუდისტი ბერები სვავდნენ, რომლებსაც სჯეროდათ, რომ მაღალი კოფეინის შემცვლელი სასმელი ნირვანას მდგომარეობას მიანიჭებდათ. როცა იაპონიის რეგიონში რელიგია გავრცელდა, მაჩაც დამკვიდრდა. შეისწავლეთ მეტი ტრადიციული ჩაის ცერემონიაზე. აქ მდებარეობს მაჩას სახლიც და ჩაის მრავალფეროვანი მაღაზიებიც. აუცილებლად გააყოლეთ ხელს აქაური ჩაი, რადგანაც კიოტოს ჩაი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.
7. მიირთვით რამენი
კიოტოს სამზარეულო ხშირად მეზობელი ოსაკას გამო იჩაგრება და საკმარისად პოპულარული არაა. თუმცა ამ ქალაქში სხვადასხვა ტიპის ცნობილი ნუდლსის სუპებია. პირველად ქუჩაში რამენის დახლები 1961 წელს დაიდგა. მის დასაგემოვნებლად ერთ-ერთი საუკეთესოა Kyoto Gogyo. აქ ამზადებენ ვეგანურ, სოკოზე დაფუძნებულ რამენსაც.
8. გამოსცადეთ მრავალფეროვნება ნიშიკის ბაზრობაზე
თუ ცხოვრებაში მრავალფეროვნება გიყვართ, ეს ბაზრობა თქვენთვისაა. მას “კიოტოს სამზარეულოსაც” უწოდებენ. აქ 100-მდე რესტორანი და მაღაზიაა ადგილობრივი პროდუქტების დასაგემოვნებლად.
9. წაიღეთ შინ უნიკალური სუვენირები
ბენტოს ყუთები, ხელნაკეთი ქაღალდი, ფაიფური… კიოტო ბრწყინვალე ადგილია სუვენირების ასარჩევად. აქ ადვილად გაატარებთ დღეს მაღაზიებში. წაიღეთ სახლში ისტორიის ნაწილი, მაგალითად ვინტაჟური კიმონო.
10. დარჩით რიოკანში
კიოტო იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული ეპიცენტრია. რეგიონის უკეთ შესასწავლად დარჩიოთ რიოკანში (ryokan). Tawaraya Ryokan არის ადგილი, სადაც დევიდ ბოუი და იმანი თაფლობისთვის გასატარებლად დარჩნენ. ისტორიული რიოკანი 300 წლისაა და მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმროა.
11. დაისვენეთ ონსენში
Onsen უფრო მეტია ვიდრე აბანო. ეს მშვენიერ საშუალებაა ბუნებასთან სიახლოვის დამყარებისთვის და თავის მოვლისთვის. ეს წყალი მინერალებითაა გაჯერებული და ამბობენ, სამკურნალო თვისებებითაც ხასიათდება.
12. გაისეირნეთ არაშიამაზე
ქარში ბამბუკის ხმა იაპონიის ეროვნული მემკვიდრეობაა. Arashiyama კიოტოს დასავლეთით მდებარე უბანია სადაც ბამბუკის ტყე დაგხვდებათ, ერთ-ერთი ცნობილი ადგილი მსოფლიოში.
13. დატკბით ურბანული გასაქცევით
Ōkōchi Sansō – ში ხშირად იღებენ ფოტოებს ინსტაგრამისთვის. ის 20 იანი წლების სამურაის ფილმის მსახიობის ოკოჩი დენჯიროს ყოფილი სახლია. დატკბით პანორამული ხედებით ქსლაქზე.
14. შეიგრძენით სეზონები ოსავაზე
Osawa Pond 15 წუთის გზაზეა საგა-არაშიამას სადგურიდან. ეს ბაღი სრულიად ეხვა ეპოქაში გადაგანაცვლებთ. ის უძველესი შემორჩენილი იაპონური ბაღია, სადაც საკურას სეზონზე განსლაუთრებით დატკბებით.
15. გამოიკვლიეთ გიონის უბანი
გეიშა იგივე გეიკო ქალაქის სიმბოლოა. ეს საკულტო ფიგურა გიონის უბანში (Gion District) ხშირად შეგახსენებთ თავს. მის ჩაის სახლებში და მაღაზიებში ბევრი ტრადიციული ხელნაკეთი ნივთია, რომელიც საშუალებას მოგცემთ თანამედროვეობას გაექცეთ.