ლონდონში ბევრი სანახაობა გვხიბლავს, მაგრამ თუ მას გასცდებით, კიდევ უფრო მეტ საოცრებას აღმოაჩენთ. შენი მეგზური 10 საუკეთესო ადგილს გირჩევთ:

1. აღმოაჩინეთ სამეფო ვინძორი და ახლომდებარე ეტონი

სამოგზაურო დრო: 1 სთ

ტრანსპორტი: მატარებელი ან მანქანა

ბევრი ადამიანი სტუმრობს ვინძორის სასახლეს, ადგილს, სადაც სამეფო ქორწილები ტარდება. სწორედ აქ გაატარა დედოფალმა ელისაბედ მეორემ თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი. გირჩევთ მოინახულოთ ეტონიც, ლამაზი პატარა ქალაქი ვინძორის სიახლოვეს, თანაც მასზე მშვიდი.

2. დატკბით ხელოვნებით მარგატში

სამოგზაურო დრო: 1 სთ და 30 წთ

ტრანსპორტი: მატარებელი ან მანქანა

ოქროსფერი ქვიშის გრძელი სანაპიროს გამო, მარგატი ვიქტორიანულ ეპოქაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ზღვისპირა კურორტად ითვლებოდა, თუმცა მე-20 საუკუნის ბოლოს დამსვენებლების ინტერესმა იკლო. ბოლო წლებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ქალაქს სიცოცხლე კვლავ დაუბრუნა და დღეს აქ ლონდონიდან ერთი დღით  უამრავი ვიზიტორი ჩამოდის, რათა მისი რეტრო ხიბლი შეიგრძნოს. ქალაქის აღორძინების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა თანამედროვე ხელოვნების გალერეა, რომელიც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობად ითვლება. გალერეიდან შესანიშნავი ხედები იშლება ნავსადგურსა და ზღვაზე.

როცა ზღვის ქარი, სანაპირო, ხელოვნება და ატრაქციონები მოგბეზრდებათ, შეგიძლიათ გათბეთ ცხელი შოკოლადით ძველი ქალაქის ერთ-ერთ მყუდრო კაფეში, შემდეგ კი დაათვალიეროთ ან შეიძინოთ რაიმე მრავალფეროვან ვინტაჟურ მაღაზიებში.

3. გამოიჭირეთ ჰარი პოტერის ფანები ოქსფორდში

სამოგზაურო დრო: 1 სთ

ტრანსპორტი: მატარებელი, ავტობუსი ან მანქანა

მსოფლიო დონის უნივერსიტეტით ცნობილი ოქსფორდი დიდი პრესტიჟით სარგებლობს მსოფლიოში. სტუდენტების დიდი რაოდენობა აქაურ ატმოსფეროს განსაკუთრებულად აცოცხლებს. მის ბაზაზე რამდენიმე კოლეჯის და მუზეუმის შენობაა. ჰარი პოტერის ფანები ბევრ ლოკაციას ამოიცნობენ ფილმებიდან.

4. ეწვიეთ უმნიშვნელოვანეს კათედრალს კანტერბურიში

სამოგზაურო დრო: 1 სთ

ტრანსპორტი: მატარებელი ან მანქანა

კანტერბური ინგლისის ყველაზე მიმზიდველი და მნიშვნელოვანი კათედრალია. ის ევროპაში ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექტურულ ნიმუშად ითვლება. იუნესკოს ამ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის მონახულება აუცილებელია.

5. გაეშურეთ “ახალ ტყეში”

სამოგზაურო დრო: 1 სთ და 30 წთ

ტრანსპორტი: მატარებელი ან მანქანა

“New Forest” ბევრ ცხოველს აერთიანებს, მათ შორის პონებს. აქ ბევრი საველოსიპედო და საფეხმავლო ბილიკია. თუ აქ მხოლოდ ერთი დღით ხართ, აუცილებლად მოინახულეთ ისტორიული ძეგლები მის წიაღში, მათ შორის ჰარსთის სასახლე.

6. გადაინაცვლეთ წარსულში ვინჩესტერში

სამოგზაურო დრო: 1 სთ

ტრანსპორტი: მატარებელი ან მანქანა

ვინჩესტერი თავისი შთამბეჭდავი კათედრალით ოფიციალურად ქალაქის სტატუსს ატარებს, თუმცა უფრო მეგობრული პატარა ქალაქის ატმოსფეროთი ხასიათდება . დაახლოებით 1000 წლის წინ, ის ინგლისის დედაქალაქი იყო და აქ მეფე ალფრედ დიდი ცხოვრობდა. დღეს ვინჩესტერი ცნობილია შესანიშნავი პაბებით, ბუნებაში სასეირნო მარშრუტებითა და ცოცხალი ქუჩებით. მთავარი ქუჩიდან ვიწრო გასასვლელით მალევე მიადგებით ვინჩესტერის კათედრალის განსაცვიფრებელ გოთიკურ ნაგებობას.

7. გაისეირნეთ რომაულ ნანგრევებში და აღმოაჩინეთ უძველესი აბანო

სამოგზაურო დრო: 1 სთ და 30 წთ

ტრანსპორტი: მატარებელი ან მანქანა

ბათი შესაძლოა ბრიტანეთის ყველაზე ლამაზი ქალაქი იყოს, მაგრამ მას თავისი განსაკუთრებული შარმი აქვს. ქალაქი რომაელებმა დააარსეს. მათ ის აქ არსებული თერმული წყლების წყალობით სპა-კურორტად გადააქციეს. დღეს ბათი სამხრეთ-დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ბათი ასევე ცნობილია თავისი შთამბეჭდავი არქიტექტურით: ქალაქს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს დიდებული მოედნები და ელეგანტური ნახევარმთვარის ფორმის ქუჩები. მოგზაურობა დაიწყეთ ისტორიული რომაული აბანოების კომპლექსიდან, შემდეგ ესტუმრეთ ბათის სააბატოს, დიდ შუასაუკუნეების ეკლესიას, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედები იშლება.

8. ჩაიძირეთ ბრაიტონის ხასიათში

სამოგზაურო დრო: 1 სთ

ტრანსპორტი: მატარებელი ან მანქანა

ბრაიტონი სავსეა დამოუკიდებელი ბიზნესებითა და შემოქმედებითი ენერგიით, რის გამოც მას ხშირად „ზღვისპირა ლონდონს“ უწოდებენ. ბრაიტონს საკუთარი, გამორჩეული ატმოსფერო აქვს : კრეატიული და ბოჰემური. და ის ერთ-ერთი ყველაზე LGBTIQ+ მეგობრული ქალაქია დიდ ბრიტანეთში. დაიწყეთ დღე ჩრდილოეთ ლეინის უბანში, რომელიც სავსეა პაბებით, კაფეებითა და თეატრებით, შემდეგ კი სამხრეთისკენ გაემართეთ და მოიწყეთ შოპინგი. აუცილებლად ეწვიეთ ექსცენტრიკულ სამეფო პავილიონს. სასახლეს, რომელიც მეფე ჯორჯ მეოთხემ 1787 წელს ააშენა. შემდეგ გაისეირნეთ ბულვარში, დატკბით გასართობი ატრაქციონებითა და სანაპიროს ხედებით

9. მოიწყვეთ ტური კემბრიჯში

სამოგზაურო დრო: 1 სთ

ტრანსპორტი: მატარებელი ან მანქანა

კემბრიჯი თავისი მსოფლიო დონის უნივერსიტეტით, უძველესი კოლეჯებითა და ნავებით მდინარეში ძალიან წააგავს ოქსფორდს. თუმცა, უფრო მეტი მწვანე სივრცისა და ნაკლები მოძრაობის გამო, ეს ქალაქი უფრო მშვიდ და წყნარ ატმოსფეროს გვიქმნის. ქალაქში ყოფნისას უნივერსიტეტის საფეხმავლო ტური აუცილებლად უნდა დაგეგმოთ. მთავარი ღირსშესანიშნაობა სწორედ უნივერსიტეტის კოლეჯებია. აკადემიური გარემოთი დატკბობის შემდეგ, სასიამოვნო გამოცდილებაა მდინარეზე ნავით გასეირნება, რაც ქალაქის დათვალიერების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

10. აღმოაჩინეთ სთოუნჰენჯის მისტიკა

სამოგზაურო დრო: 2 სთ

ტრანსპორტი: მატარებელი, ავტობუსი ან მანქანა

სტოუნჰენჯი პრესიტორიული ძეგლია, რომელიც 5000 წლის წინ ააგეს და ის უფრო ძველია, ვიდრე გიზას პირამიდა. უდიდესი ქვა 25 ტონას იწონის, სიმაღლეში კი 9 მეტრია. მიუხედავად იმისა, რომ ქვების შეხება არ შეიძლება, გაისეირნებთ მის გარშემო არსებულ ბილიკზე.