ინდური, აზიური და არაბული გემოებით და გავლენებით გაჯერებული შრი ლანკის სამზარეულო თავისი სუნელებით აუცილებლად მოგაჯადოვებთ. აქაური საკვების ადგილობრივ კაფეში მირთმევა ავთენტურ გამოცდილებას შეგძენთ. ჩვენ საუკეთესო სასმელებს და საკვებს გირჩევთ:
-
კვერცხი შრილანკურად (Hoppers)
შრი ლანკაზე ჯამის ფორმის ფანქეიქში კვერცხს ათავსებენ, ტკბილ ან ქოქოსის რძეს აყოლებენ და მსუყედ საუზმობენ.
-
ბრინჯის ნუდლსი ქარის სოუსით (idiyappam)
ამ კერძს ხშირად საუზმეზე მიირთმევენ. ბრინჯის ნუდლს უმატებენ ჩილის, დარიჩინს და ქარის ფოთლებს.
-
kotthu
ბოსტნეულის, კვერცხის და ხორცის კერძი ამ კუნძულზე ერთ-ერთი ფავორიტი სადილია. მას ხშირად იყენებენ ნაბახუსევზეც. მისი მომზადების ხელოვნება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შეფებს ინგრედიენტების დაჭრის სპეციალური რიტმიც კი აქვთ შემუშავებული. აკეთებენ ქათმით, საქონლის ხორცით ან ზღვის პროდუქტებით.
-
სნექი: isso vadai
ეს ხრაშუნა და ოდნავ ცხარე კერძი იდეალური სნექია მზის ჩასვლის ყურებისას ან უბრალოდ სეირნობისას რომ მიირთვათ. მას ქუჩის კვების დახლებთანაც შეიძენთ.
-
pol roti
ეს საკვები ცომით და გახეხილი ქოქოსით მზადდება. საუკეთესო გემოსთვის მიირთვით ის ოჯახურ საკვებ ობიექტებში.
-
lamprais
ბანანის ფოთოლში გამომცხვარი ეს კერძი შრი ლანკაზე მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის მიერ შექმნილი კერძია და სხვადასხვა ინგრედიენტებს მოიაზრებს. აქ ნახავთ ბრინჯს, ქარის, სხვადასხვა ტიპის ხორცს, სუნელებს, ბადრიჯანს და აშ.
-
სასმელი: toddy
ეს მსუბუქად ალკოჰოლური სასმელი პალმის ხეებისგან მიიღება. მისი ტკბილი გემო ღვინისას წააგავს.
-
kola kanda
ეს მწვანე, თხელი და ოდნავ მწარე სასმელი ბავშვების კოშმარია, რადგანაც მშობლები მას ყოველ დილას, სკოლამდე ასმევენ. მაგრამ, როგორც კი იზრდებიან, ის თითქმის ყველას უყვარდება. კოლა კანდა მწვანილებისგან, ქოქოსის რძისგან და ბრინჯისგან მზადდება. მას ქუჩის დახლებთანაც დააგემოვნებთ.
-
ვეგეტარიანელებისთვის და ვეგანებისთვის
შრი ლანკა ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის იდეალური მიმართულებაა. დღეს აქ ბევრი კაფე-ბარი წარმოგვიდგენს ვეგანურ ალტერნატივებს და ამზადებენ ისეთი ინგრედიენტებით, როგორებიცაა სოიო, ნუში და ვეგანური რძე. ჩვენ გირჩევთ ამ კერძებს: Hot butter cuttlefish; Village buffalo curd (დესერტი); Lavariya (ნუდლსი).
წარმოგიდგენთ სეზონურ საკვებს შრი ლანკაზე დღესასწაულებიდან გამომდინარე:
- იანვარი: pongal (ბრინჯი).
- აპრილი: kevum (დესერტი); kokis (სნექი) და dodol (ტრადიციული დესერტი).
- დეკემბერი: “love cake” (საშობაო ნამცხვარი დარიჩინით)