ღრმად ტრადიციული, თუმცა დაუსრულებლად ამოუცნობი ინდოეთი ერთ-ერთი ის მიმართულებაა, რომელიც ბევრი მოგზაურის საოცნებო სიაშია. ზოგს ტაჯ მაჰალის და სხვა სასახლეების დიდებულების ხილვა უნდა, ზოგს ულამაზესი ლანდშაფტების, ზოგსაც გოას სანაპიროების. ინდოეთის ყველა დიდ ქალაქს: დელის, მუმბაის, კოლკატას… თავისთვის დამახასიათებელი უნიკალური ატმოსფერო აქვს. ჩვენ აქ საუკეთესო არდადეგებს დაგიგეგმავთ.
1. ტაჯ მაჰალი, აგრა
თუ მხოლოდ ერთი სიმბოლო უნდა დავასახელოთ რაც ინდოეთს გამოხატავს, ეს ტაჯ მაჰალია. ეს მონუმენტი მილიონობით ტურისტს შთააგონებს იმოგზაუროს აგრაში. ამ ქალაქში სხვა ღირსშესანიშნაობებიც დაგხვდებათ, განსაკუთრებით კი იუნესკოს დაცული ძეგლი: აგრას ციხესიმაგრე. თუ დილით ადრე მიხვალთ, ნაკლები ხალხი იქნება და გამთენიის სხივებიც ულამაზესად აირეკლება ტაჯ მაჰალსა და მის წინ მდებარე აუზზე.
2. ახალი დელი
ბევრი ხალხის და ქაოსის მიუხედავად, დელი ტურისტებს ბევრ მათთვის საყვარელ რამეს სთავაზობს. ინდოეთის ფერადი დედაქალაქი თანამედროვეობის და წარსულის ბრწყინვალე ნაზავია. მის ძველ ნაწილში საგანძურები დაგხვდებათ, კულტურულად მნიშვნელოვანი ძეგლები. ახალში კი ლოტუსის საყდარი, ინდოეთის კარიბჭე, ჰუმაიანის სამარხი, რომელიც ტაჯ მაჰალის შთაგონებად იქცა და ქვეყნის უმაღლესი მინარეთი.
3. მუმბაი
გსურთ იხილოთ ინდოეთის კოსმოპოლიტური მხარე? მაშინ წადით ენერგიულ, სანაპირო ქალაქ მუმბაიში: მდიდარი ენტერპრენერების და ბოლივუდის მსახიობების გარემოცვაში. აქ მაღალი კლასის სასტუმროები, რესტორნები და კრუიზებია. შეგიძლიათ იხილოთ მუმბაის უფრო ავთენტური, ადგილობრივი მხარე მის ბაზრობაზე ან სარკინიგზო სადგურზე. თუ კრუიზს შეუერთდებით, წყლიდან ულამაზეს თანამედროვე და არტ-დეკოს შენობებს დაათვალიერებთ.
4. რაჯასტანი
ამ ადგილის სახელი ითარგმნება როგორც “მეფეების მიწა”. მისი მონახულება ინდოეთში მოგზაურობის დაგეგმვისას ერთ-ერთი აუცილებელი აქტივობაა. ამ ულამაზეს მხარეში მდებარეობს ჯაიპურიც – “ინდოეთის პარიზი”, ცნობილი მისი ვარდისფერი შენობებით. ჩაეწერეთ უდაბნოს ტურზეც.
5. ვარანასი
მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი, დღემდე დასახლებული ეს ქალაქი ინდოეთის ყველაზე წმინდა ადგილია. მდინარე განგში პილიგრიმები აბაზანებს იღებენ და ლოცულობენ. ტურისტები სეირნობენ ნავებით და ესწრებიან სხვადასხვა ცერემონიალებს. წყლიდან ვარანასი განსაკუთრებით მომხიბვლელი ჩანს. ამბობენ, რომ ქალაქის ზუსტი რუკა არ არსებობს და მისი ლაბირინთები თავად უნდა გამოიკვლიო.
6. ამრიტსარი
ამ ქალაქმა პოპულარობა საკულტო ოქროს საყდრით მოიპოვა. ის უზარმაზარ აუზში მდებარეობს და მზის სხივების შეხებისას განსაკუთრებით ბრწყინავს. გაატარეთ შუადღე პაკისტანის საზღვართან, სადაც დაუვიწყარი ცერემონიალები ტარდება და ქვეყნების კარიბჭეებთან ინდური მუსიკის ფონზე ადგილობრივები ქუჩაში ცეკვავენ.
7. გოა
ინდოეთი სავსეა დიდი და წმინდა ქალაქებით, თუმცა მის სამხრეთში გასაოცარი სანაპიროებიც მდებარეობს მათთვის, ვისაც სანაპირო დასვენება უყვარს და რაღაც განსაკუთრებულის აღმოჩენა უნდა. არაბეთის ზღვის ოქროს ქვიშებზე ტროპიკულ დასვენებას მოიწყობთ. გოა ინდური და პორტუგალიური კულტურის შერწყმაცაა.
8. კერალა
გააგრძელეთ სამხრეთში ყოფნა და აღმოაჩინეთ მშვიდი, მწვანე ატმოსფერო ტრადიციული სახლებით, პალმებით ჩამწკრივებული მდინარის არხებით, დააგემოვნეთ ინდური სამზარეულო და დატკბით ბუნებით. როდესაც ახალი დელის და ჯაიპურის ქაოსისგან დასვენება მოგინდებათ, გამოიქეცით ამ სუფთა ჰაერზე.
9. აჯანტას და ელორას გამოქვაბულები
მართალია დროში მოგზაურობა შეუძლებელია, თუმცა ამ გამოქვაბულებში ეს სავსებით შესაძლებელი მოგეჩვენებათ. იუნესკოს ეს დაცული ტერიტორია 1500 წლის ისტორიას ინახავს.
10. კოლკატა
ინდოეთის სიდიდით რიგით მესამე ქალაქი ბრიტანული ინდოეთის ეპოქის შედევრია. აქ კოლონიალისტური არქიტექტურა დაგხვდებათ. მოინახულეთ ვიქტორიას მემორიალი, გალერეები, პარკის ქუჩა და სხვადასხვა მაღაზიები. გაუხსენით გული ახალ გამოცდილებებს.
11. მისორე
სამხრეთ ინდოეთისგან კულტურულად განსხვავებული ჩრდილოეთი საკუთარ საგანძურს ინახავს. მისორეში მაღალი ხარისხის აბრეშუმს აწარმოებენ და აქ ჰინდუს საყდრები თითქოს ღრუბლებს ეხებიან.
12. ანდამანის კუნძულები
ანადამინის კუნძულები კლასიკური სანაპირო დასვენებისთვის იდეალური ადგილია. აქ თეთრი ქვიშა, ქოქოსის პალმები, პასტელური ელფერის მზის ჩასვლები, ჯუნგლების ფლორა და სუფთა წყალია. აქ ინდოეთის ქალაქებიდან შიდა ფრენებით მოხვდებით.