მარაქეში მსოფლიოში ცნობილი შოპინგ-მიმართულებაა. ეს შუასაუკუნოვანი ლაბირინთი უნიკალურ ფერებში და არქიტექტურაში გვამოგზაურებს. აღსანიშნავია, რომ ესპანეთიდან მაროკო მხოლოდ და მხოლოდ 14 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. შეგიძლიათ ესპანეთში მოგზაურობისას მაროკოში გადაფრინდეთ ან ბორანით გადახვიდეთ. Algeciras (€22.50) და Tarifa (€39) ესპანეთის ჩრდილოეთ ნაპირის ქალაქებია, საიდანაც მაროკოს პორტში უცებ მოხვდებით, მაგრამ შეგიძლიათ გაყვეთ ბორანს ბარსელონადანაც. ამ შემთხვევაში, 28 საათი მოგიწევთ გემბანზე ყოფნა, ხოლო ბილეთის საფასური €57 იქნება.

Djemaa El Fna

ეს სიცოცხლით სავსე მოედანი ყოველ საღამოს განსაკუთრებით ბობოქარია. რესტორნის გრილები გემრიელ სუნს ატრიალებენ, პლაზიდან მუსიკის ჰანგები ისმის, ქუჩის შემსრულებლები გამოდიან, გველებს ფლეიტების ხმაზე აცეკვებენ, საჭმლის დახლები ივსება და დიდი ორომტრიალი დგება.

ფოტოგრაფიის სახლი

Maison de la Photographie – აქ განთავსებული ვინტაჟური ფოტოები მოროკოს ისტორიას წარმოგვიდგენენ: ცნობილ ადგილობრივებს, ქალაქის ლანდშაფტებს და სხვა ამოძახილს წარსულიდან.

Jardin Majorelle

ცოტახანი მოწყდით მონუმენტებს და ქალაქის მტვერს და გაისეირნეთ ბაღში, რომელსაც სიცოცხლე ფრანგმა მხატვარმა, ჟაკ მაჟორელმა ჩაბერა. დღეს ის ფრანგულ სახლს, ივ სენ ლორანს ეკუთვნის. ფრანგი დიზაინერი მოხიბლული იყო ამ ბაღით და ნაგებობებით, როდესაც მაროკოში პირველად ჩავიდა. ლურჯი ფერის სტუდიაში, ერთ დროს მაჟორელი ხატავდა.

დააგემოვნეთ მაროკოს გემრიელობები

მაროკოს სამზარეულო გურმანებისთვის ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. დააგემოვნეთ ისინი გარე დახლებზე, საცხობებში ან რომელიმე რესტორანში მაროკოს ხედებით.

ბაჰიას სასახლე

ეწვიეთ ულამაზეს სასახლეს, რომელიც ფერადი გეომეტრიული მოზაიკებითაა ცნობილი. დაათვალიერეთ შთამბეჭდავი ჭერი და ოთახები, სადაც ერთდროს ფაშები პოზირებდნენ. დატკბით მარმარილოთი მოპირკეთებული ეზოთიც.

აბანოები

აბანო მაროკოს განსაკუთრებული მახასიათებელია და აქ მოგზაურობის აუცილებელი მოგონება. ქალაქში სიარულის შემდეგ, ესტუმრეთ რომელიმე ჰამამს და განიტვირთეთ მთელი დღის მტვერისგან და ქაოსისგან.

მენარას ბაღები

Menara Gardens – მარაქეშის ულამაზესი მწვანე სივრცეა, თანაც უფასო. აქ მე-19 საუკუნის პავილიონი მდებარეობს ხედით მთებზე და ბაღზე.

Koutoubia Gardens

მაღალი პალმის ხეებით, დასასვენებელი სივრცეებით და შადრევნით, ეს ბაღები მარტივი გასაქცევია ქალაქის ცენტრიდან. პარკს საუკეთესო ხედები აქვს 75 მ. სიმაღლის მეჩეთზე.

Mellah Market – Souq Haddadine

მელაჰის ბაზრობა მშვენიერი ადგილია, იმისათვის, რომ საკვები, ყვავილები, საკმაზები და სხვა ნივთები შეიძინოთ. ეს მარაქეშის ებრაული უბანია და თავს მისტიკურ სამყაროში აღმოაჩენთ. მოინახულეთ Souq Haddadine-აც, სადაც ფერადი ლამფები, შარფები და ხელნაკეთი ჩანთები დაგხვდებათ.