ამედი, პოპულარული კუნძულის, ბალის თვალწარმტაცი კუთხეა, რომელიც ბევრს ჯერ კიდევ არ გამოუკვლევია. ხალხის სიმცირის, ულამაზესი შავი და თეთრი ქვიშის სანაპიროების, ფერადი რიფების და წყნარი წყლის კომბინაციით, ამედი ბალის აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია. გაატარეთ რამდენიმე დღე ოკეანის პირას, იხილეთ ზღვის კუები, დალაშქრეთ ვულკანური წარმოშობის მთები. ამედში ბევრი სათევზაო სოფელი, მდიდარი ტრადიციები და მეგობრული ადგილობრივები არიან. სამოგზაურო კომპანია “შენი მეგზური” მოგზაურობას დიდი სიამოვნებით დაგიგეგმავთ.
1. გაატარეთ დღე სანაპიროზე
სანაპიროზე რელაქსაცია ამედში ტოპ აქტივობაა. აღმოაჩინეთ კრისტალივით სუფთა წყალი, რბილი ქვიშიანი ნაპირები, ჩამწკრივებული სათევზაო ნავები და მშვიდი ატმოსფერო. თეთრ და შავ ქვიშიან ნაპირებს შორის შეგიძლიათ თქვენი ფავორიტი აარჩიოთ. რადგანაც ეს დასახლება ტურისტულად გადატვირთული არაა, ხალხმრავლობასაც გაექცევით. საუკეთესო სანაპიროებია: ამედის სანაპირო, ჯამელუკი, ლიპას სანაპირო, სელანგი და იბუსი.
2. სნორკელინგი და დაივინგი
ამედი ცნობილია სუფთა წყლით და მდიდარი ზღვის ცხოვრებით, ამიტომაც ის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია სნორკელინგისა და დაივინგისთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ ხის კანოეთიც. იცურავეთ ზღვის კუებთან ერთად, აღმოაჩინეთ ისტორიული ჩაძირული გემები და დაათვალიერეთ ულამაზესი წყლისქვეშა სამყარო. საუკეთესო ადგილებია ამედის რიფი – დამწყებთათვის, ჯამელუკი წყლისქვეშა საყდრის სანახავად, ლიპა კი ფერადი ქვიშის გამო ღირს მონახულებად. სნორკელინგის ფასი დაახლოებით 30-50 $-ია, დაივინგის ფასი კი 50 $-დან იწყება.
3. გადმოსახედი (Lahangan Sweet)
ეს საოცარი გადმოსახედი ულამაზესი მთის თავზე მდებარეობს და დაუვიწყარ პანორამულ ხედებს გთავაზობთ მთებზე და წყლის სანაპირო ზოლზე. ადით სპეციალურ ხის პლატფორმაზე და გადმოიხედეთ. ეს ულამაზესი ფოტოების გადაღების ადგილიცაა. შესვლის ღირებულებაა 2 $.
4. ამედის ზღვის მარილის ფერმა
ამედი მაღალი ხარისხის მარილს ასობით წელია რაც აწარმოებს. აქ მარილის ფერმერები ტრადიციულად განაგრძობენ მარილის შეგროვებას და ამ ცოდნას თაობებს გადასცემენ. ამედის მარილის ცენტრში ვიზიტი საინტერესო აქტივობაა, რათა უნიკალურ მემკვიდრეობას გაეცნოთ და სახლში გამორჩეული სუვენირი წაიღოთ. ეს ადგილი ბალის უფრო მეტად ავთენტური მხარეა. ღიაა დილის 9 საათიდან შუადღის 5 საათამდე.
5. 1 დღიანი ტური მზის ამოსვლის სანახავად ბატურზე
ბატურის ვულკანური წარმოშობის მთა 360 გრადუსიან ხედებს გვთავაზობს მთელ ბალიზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს სალაშქრო გზა მარტივად ითვლება, მაინც ძალიან ადრე მოგეთხოვებათ გასვლა. შემდეგ მოინახულეთ ბატურის ცხელი წყაროები და მინერალური წყლები, დატკბით ხედებით მთაზე და ტბაზე.
6. ტირტა განგას წყლის სასახლე
ეს ულამაზესი წყლის სასახლე 1948 წელს აშენდა და დღეს ცერემონიალებს და ფესტივალებს მასპინძლობს. გაისერინეთ ფერად ტროპიკულ ბაღებში, დატკბით ბალის არქიტექტურით და თევზების თვალიერებით. ღიაა დილის 8 საათიდან 5 საათამდე. შესვლის ღირებულება 4 $.
7. მზის ჩასვლა ამედში
ამედი ცნობილია მზის ჩასვლის შთამბეჭდავი ხედებით. მისით აქ ნებისმიერი ადგილიდან დატკბებით.
8. დააკვირდით ადგილობრივ ცხოვრებას
ამედი მოქმედი სათევზაო სოფელია, სადაც ბევრ ხის ნავს და მეთევზეს ნახავთ, რომლებიც ადგილობრივ ბაზარში დაჭერილ თევზს ყიდიან. ავთენტურობის შესაგრძნობად ფავორიტი ადგილებია ჩალიკის სოფლის ბაზრობა (Culik Village Market) და ბერინას ბრინჯის ტერასები (Berina Rice Terrace).
9. გრეტეკის შავი ქვიშის სანაპირო
თუ თავგადასავლების მოყვარული ხართ, ამედში ეს უნიკალური ადგილიც უნდა მოინახულოთ. ტურისტებმა ამ ადგილის შესახებ დიდად არ იციან, ამიტომაც აქ მშვიდი ატმოსფეროა. ქვიშის გასაოცარი ფერის გარდა, აქ მოგხიბლავთ პალმების დაუსრულებელი მწკრივები.
10. ტამან უჯუნგის ბრწყინვალება
ეს საოცარი წყლის სასახლე მნიშვნელოვანი კულტურული და წმინდა ადგილია. აქ უნიკალური ძეგლები და ულამაზესი გარემო დაგხვდებათ. აღმოაჩინეთ მშვიდი ბაღები, ადით კიბეებზე ხედებისთვის, მოინახულეთ ჩანჩქერი. ის მუშაობს დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე. შესვლის ღირებულება 8 $.