ქუჩის კვებიდან დაწყებული ტავერნებით გაგრძელებული, სტამბოლი არის ქალაქი, სადაც კარგი კვება უყვართ. ტრადიციული თურქული სამზარეულოს გარდა, ნახავთ კარგ საერთაშორისო სამზარეულოების კვების ობიქტებს და სწრაფ კვებასაც. “შენი მეგზური” რჩევებს გიზიარებთ:
საუზმე
თურქული საუზმის მთავარი გმირია სიმითი – სეზამის მარცვლებიანი პური, რომელსაც ქალაქის ყველა საცხობში შეიძენთ. მიირთვით საუზმე ბოსფორის ხედებით, სანაპიროზე ჩამწკრივებულ რომელიმე კაფე- რესტორანში. ჩვენ გირჩევთ – Kale Café. ქალაქის ცენტრთან ახლოს, ბეშიქთაშის უბანში, მთელი ქუჩა (Çelebi Oğlu Sokak) თურქული საუზმის კულტურას ეძღვნება. მიირთვით კვერცხი პომიდვრით და წიწაკით ან ცხარე სოსისებით.
ყავა და ჩაი
ტრადიციული თურქული ყავისთვის საუკეთესო ობიექტია: Mandabatmaz. ეს პატარა კაფე ბიოგლუს უბანში მდებარეობს. ნალექიან ყავასთან ერთად, თურქეთი ცნობილია ჩაის კულტურითაც. ჩაის მოხმარებით ის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. გემრიელი ჩაისთვის ქალაქის აზიურ მხარეში ამ ადგილს მიაკითხეთ: The Tarihi Çınaraltı Çay Bahçesi.
ლანჩი
ბიოგლუს არეალში ხელოვნების გალერეების და მუზეუმების მონახულების შემდეგ, ეწვიეთ საკვებ ობიექტს – Hayvore, სადაც გემრიელი ზღვის პროდუქტების კერძები და დესერტებუ დაგხვდებათ.
საკვების ბაზრობები
თურქული სამზარეულოს ინგრედიენტების შესაძენად კი ღია ბაზრობებს ეწვიეთ. დახლები მუდმივად გაშლილია კადიკოის ბაზრობაზე (Kadıköy Produce Market) და კადინლარის მოედნის (Kadınlar Pazarı) გარშემო. ქალაქის რამდენიმე ნაწილში შეგხვდებათ უბნის პატარა ბაზრობები. ოთხშაბათის ბაზრობა კი ეწყობა ფატის მეჩეთის (Fatih Mosque) გარშემო და ის ყველაზე დიდი ბაზრობაა.
ვახშამი
სტამბოლში ვიზიტი არ იქნება სრულყოფილი თუ საღამოს თურქულად არ ივახშმებთ და თურქულ ალკოჰოლს რაკის ან ღვინოს არ დააყოლებთ. ბიოგლუს უბანში ასმალი (Asmalı Cavit) “ჟანრის კლასიკაა”. მეორე ფავორიტია – Cibalikapı Balıkçısı თავისი უნიკალური კერძებით. კრეატიულ სალათებს, ნოყიერ პასტას და სუფლეს დაგახვედრებენ მაღალ ჭერიან სასადილო სივრცეში – Salon Galata. შაბათ-კვირას შესაძლოა დაჯავშნა დაგჭირდეთ ან მიდით ადრე, რადგანაც სტამბოლში როგორც წესი, გვიან ვახშმობენ. 1 კაცის ვახშამი დაახლოებით 30$-მდე ჯდება.
ბარი
მართალია კადიკოი სტამბოლის ღამის ცხოვრების მარგალიტია, მაგრამ კარგ ღამის ბარებს ბეიოგლუს უბანში ნახავთ. ერთ-ერთია – Noh Radio Bar, სადაც დიჯეი და კრეატიული კოქტეილები დაგხვდებათ.