დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი ცნობილია მდიდარი კულტურით, მსოფლიო დონის ღირსშესანიშნაობებით და მაღალი ფასებით. მაგრამ, აქ ბიუჯეტურად მოგზაურობაც შესაძლებელია, რადგანაც ლონდონი ბევრ უფასო აქტივობას გვთავაზობს. გაიარეთ ისტორიის 2 ათასწლეულში, აღმოაჩინეთ საგანძური, მუსიკისა და ხელოვნების ოდისეა და გამორჩეული საკულტო ხედები მსოფლიოში, ყველაფერი 0 თეთრის დახარჯვის გარეშე!

1. შეისწავლეთ მსოფლიოს ბუნების საოცრებები

ბუნების ისტორიის მუზეუმი (Natural History Museum) აქ 80 მილიონზე მეტი სახეობის ბინადარს აერთიანებს. იხილავთ მსოფლიოს უდიდესი ცისფერი ვეშაპის ჩონჩხს და დინოზავრის ფიტულებსაც. ვიზიტი სრულიად უფასოა. მუზეუმი გთავაზობთ უფასო გიდის ტურებს და ვორქშოფებსაც.

2. დაიკარგეთ ლონდონის ისტორიულ ქუჩებში

ლონდონის განსაკუთრებულ ისტორიაში და მრავალფეროვან უბნებში ჩასაძირად მოიარეთ ქალაქის ცენტრი ფეხით და ეს აქტივობა დიდ თავგადასავლად გექცევათ. ონლაინ უამრავ უფასო საფეხმავლო გიდის ტურებს იპოვნით, რომლებიც მთავარ ძეგლებს გაჩვენებენ. აუცილებლად დააკვირდით შენობების ფასადების უნიკალურ დეტალებს. კინომოყვარულებს ვურჩევთ სხვადასხვა ფილმების გადასაღები მოედნების მონახულებას, მათ შორის “ჯეიმს ბონდი” და “საბრალონი”.

3. მოინახულეთ თანამედროვე ხელოვნება ლონდონის უფასო გალერეებში

ლონდონს ბევრი ბრწყინვალე უფასო გალერეა აქვს. მათ შორისაა სერპენტინის გალერეა (Serpentine Gallery), რომელიც ენდი უორჰოლის და სხვათა ნამუშევრებს აერთიანებს. სააჩის გალერეა (Saatchi Gallery) კი თანამედროვე ხელოვანებს წარმოგვიდგენს. Tate Modern-is შვიდ უზარმაზარ სართულზე ასობით ნამუშევარია გამოფენილი, მათ შორის პაბლო პიკასოს.

4. გაისეირნეთ ლონდონის პარკებში

ზაფხულობით ლონდონელები ქალაქის პარკებში აქტიურად დასეირნობენ. ეს მწვანე სოციალური სივრცეები ქალაქის ქაოსისგან გიხსნით, წაიკითხავთ წიგნს, დაისვენებთ ბუნებაში, იპიკნიკებთ და დაესწრებით უფასო ღია ღონისძიებებს.

5. შეაფასეთ ქუჩის არტისტების ნამუშევრები ლეაკის ქუჩის გვირაბში

Leake Street Tunnel ცოცხალი ღია გალერეაა კედლის მხატვრობით, გრაფიტითა და სტენსილის ხელოვნებით. მას თავისუფალ სივრცეს უწოდებენ, აქ ყველას შეუძლია მოსვლა და თავისი ხელოვნების შექმნა. აქ თავისი ანაბეჭდი დატოვებული აქვს ბენქსისაც.

6. უყურეთ დაცვის შეცვლის ცერემონიალს

ბუკინგემის სასახლესთან დაცვის შეცვლის საკულტო ტრადიცია მეფე ჰენრი მე-7-ს შემდეგ არსებობს და მისი ხილვაც სრულიად უფასოა. როგორც წესი, ცერემონია ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას დილის 11 საათზე ტარდება და 45 წთ გრძელდება.

7. გაერთეთ კოვენ გარდენის ქუჩის შემსრულებლებზე

კოვენ გარდენის წინ მდებარე პიაცაზე ქუჩის შემსრულებლები – აკრობატები და ილუზიონისტები ხშირად იკრიბებიან ხალხის გასართობად. არასდროს იცით იქ რა დაგხვდებათ, ასე რომ მიაშურეთ სასიამოვნო დროის გასატარებლად.

8. იხილეთ ათასობით დაკონსერვებული ნიმუში

ლონდონის ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო მუზეუმია (Hunterian Museum), რომელიც 2000-ზე მეტ ცხოველს და მცენარეს გაჩვენებთ სპეციალურ ქილებში. დაკეტილია ორშაბათსა და კვირას.

9. შეაბიჯეთ ისტორიულ სამამულო სახლში

ნახეთ როგორ ცხოვრობდნენ საუკუნის წინ ლონდონის სამამულო სახლებში. ერთ-ერთი მათგანია შთამბეჭდავი უილიამ მორისის სახლი რომელიც ახლა მისი სახელობის გალერიადაა (William Morris Gallery) ქცეული.

10. დატკბით ქალაქის ხედებით

ადით პარლამენტის მთაზე ლონდონზე ხედებით დასატკბობად ჩიტის სიმაღლიდან. აქ მდებარეობს უზარმაზარი სათბურიც, სადაც უფასოდ შეხვალთ.

11. ეწვიეთ ჯადოქრების სამყაროში გადასასვლელს

ლონდონში მდებარე მატარებლის სადგური: North London’s King’s Cross Station ჰარი პოტერის სამყაროში გადასანაცვლებელ ადგილად ასოცირდება ამ გახმაურებული ფენტეზიდან. მას ფილმში პლატფორმა 9¾-ს უწოდებენ. პოტერჰედი ტურისტები აქ ფოტოებს ხშირად იღებენ.

12. დაათვალიერეთ საგანძური ვიქტორია და ალბერტის მუზეუმში

V&A იგივე Victoria & Albert Museum არაჩვეულებრივი ადგილია 60 000-ზე მეტი ხელოვნების ნიმუშით და ხელნაკეთი ნივთებით. აიღეთ უფასო ტური დილის 11-ის ნახევარზე.