გრანადა ესპანეთის სამხრეთში მდებარე კრეატიული ქალაქია, რომლის ისტორიული მრავალფეროვნებაც გვიქმნის მიზეზს რომ მას აუცილებლად ვეწვიოთ. ქვაფენილიან უბნებში სეირნობისას ხშირად გაიგებთ თუ როგორ ცეკვავენ ფლამენკოს გიტარის შესრულებით. ჩვენ აქ ერთგვარ გიდობას გაგიწევთ.
გამოსცადეთ მავრიტანული პერფექციონიზმი ალჰამბრაში
გრანადა სამეფო დონის ალჰამბრათია ცნობილი (Alhambra), მთაზე განთავსებული ორნამენტებით მორთული სასახლით – Palacios Nazaríes, ციხესიმაგრით – Alcazaba და ულამაზესი ბაღებით. ეს კომპლექსი მარმარილოს შადრევნებით და ულამაზესი არქიტექტურით აუცილებლად უნდა მოინახულოთ. შეგიძლიათ ბილეთი ონლაინ შეიძინოთ და სამივე ღირსშესანიშნაობა: ციხესიმაგრე, სასახლე და ბაღი მიყოლებით დაათვალიეროთ.
ეწვიეთ სამეფო კაპილა რეალს
Capilla Real – სამეფო სამლოცველოა. თუ მავრიტანული სასახლე სიცოცხლის აღსანიშნავად ააგეს, ეს ნაგებობა სიკვდილს ეძღვნება. გოთიკური არქიტექტურის მიღმა გრანადას კათედრალია მარმარილოს სამარხებით, მათ შორის მონარქების.
შეიგრძენით ლორკას გრანადა
არავის უყვარდა ანდალუსიის კულტურა და ლანდშაფტები ფედერიკო გარსია ლორკას მსგავსად. ამას მის სახლში შეიგრძნობთ. Huerta de San Vicente – ვერხვებით და პალმებით გარშემორტყმული სახლია, სადაც მან ბევრი თავისი პოემა და პიესა დაწერა. ოთხშაბათიდან პარასკევამდე შეგიძლიათ სახლს გიდის ტურებით ეწვიოთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ აგვისტოში დაკეტილია. შეგიძლიათ ეწვიოთ გრანადადან 17 კილომეტრში მდებარე სოფლის სახლ-მუზეუმსაც (Museo Casa Natal), სადაც მწერალი დაიბადა და ბავშვობის წლები გაატარა.
დაამატეთ შაქარი თქვენს პიტნის ჩაის
ესპანეთის სხვა ქალაქებშიც შეხვდებით ტეტერიას (tetería) – ჩაის სახლებს. ეს მავრიტანული კულტურის დანატოვარია და გრანადაში აუცილებლად უნდა მიიღოთ პიტნის ჩაის სმის გამოცდილება. ორ საუკეთესო ტეტერიას გირჩევთ გრანადაში: Elvira და Calderería Nueva.
მიაკითხეთ ტაპასის ბარებს უფასო საჭმლისთვის
გრანადაში უფასო ტაპასის მირთმევა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ადრე, პატარა თეფშით საკვებს ყველა სასმლის შეკვეთასთან ერთად მოგართმევენ. დღეს მსგავსი შემოთავაზება ლიმიტირებულია და გრანადას ბარები კვლავ ასრულებენ.
დააკვირდით არქიტექტურული სტილის მიქსს მუდეჯარის შენობებზე
ყოფილი მეჩეთი, სან გილ ი სანტა ანა (San Gil y Santa Ana) მშვენიერი მაგალითია ტიპური ანდალუსიური ისტორიული შენობების. აქვეა მადრაზას სასახლე (Palacio de la Madraza), კათედრალის უკან. შესაძლოა ექსტერიერში ბაროკოს დეტალები შენიშნოთ, მაგრამ მისი კედლების დამუშავება ნამდვილად მუდეჯარია.
7. გამოსცადეთ ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო ხედები
გრანადას ხედებში დომინანტობს გასაოცარი ალჰამბრა. გაისეირნეთ მოსაღამოებულზე უბან ალბაიჩინის (Albaicín) წვრილ ქვაფენილია ქუჩებში და უყურეთ მზის ჩასვლას. ყველაზე შთამბეჭდავი ხედი იშლება Mirador de San Nicolás-დან. აქ სასიარულოდ ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელები.
დაესწარით ფლამენკოს ცეკვის შოუს საკრომონტეს გამოქვაბულებში
საკრომონტეს უბანში (Sacromonte) ძველი სახლები მდებარეობს, რომლებიც სიერა ნევადას მთაზე გამოქვაბულებში გააშენეს. გამოქვაბულები ხშირად ფლამენკოს შოუ-პროგრამის ადგილებას იქცევიან. ცეკვა გიტარის თანხლებით სრულდება. თუმცა, ამ ცეკვის ხილვა გრანადის სხვა ლოკაციებზეც შეგიძლიათ. ფლამენკოს ტრადიციულ თეატრებს ტაბლაო ეწოდებათ.
ჩაიძირეთ ინკვიზიციის ისტორიაში პალაციო დე ლოს ოლვიდადოსზე
დიდი ხნის მანძილზე, ინკვიზიცია ესპანელებისთვის ქვეყნის წარსულის სამარცხვინო ნაწილი იყო. დღეს, გრანადას მუზეუმში: Palacio de los Olvidados ამ ისტორიას შეისწავლით და იხილავთ წამებისთვის განკუთვნილ იარაღებსაც.
შეიძინეთ იშვიათი კერამიკის ნიმუშები
Fajalauza – ადგილია, სადაც გრანადაში ულამაზეს კერამიკაზე იშოპინგებთ. ის 1517 წელს გაიხსნა და ამ ოჯახურმა ბიზნესმა უამრავი თაობა გამოიარა. გამოფენა და მაღაზია დღემდე უნიკალურ ხელით მოხატულ კერამიკას გვთავაზობს.