იაპონია ბევრი რამით გამოირჩევა: ბუდისტური საყდრებით, საკურას ყვავილობით, ცოცხალი მეტროპოლისებით თუ თევზის ბაზრობებით. მაგრამ მას ათასობით საოცარი კუნძულებიც აქვს. იაპონიის კუნძულები მსოფლიოში გამორჩეულ და ულამაზეს ადგილებად ითვლება. შეგხვდებათ ტროპიკული სამოთხეები, ვულკანური პიკები, მრავალფეროვანი კლიმატი და ლანდშაფტი. აქ გასაოცარი ეკოსისტემაა, კლდის რიფებით და წყლის კუებით.

იაკუშიმა/Yakushima Island

ანტიკური კედარის ტყით, ბუნებრივი ცხელი წყაროებით, ჩანჩქერებით და სხვა სამყაროსეული ატმოსფეროთი, იაკუშიმას კუნძული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი.

რიშირი/Rishiri Island

რიშირის მთა თავისი ვულკანით, კუნძულის ერთგვარი სიმბოლოა და განსაკუთრებით თვალწარმტაცია, როდესაც ზამთარში თოვლით, ხოლო ზაფხულში კი ალპური ყვავილებით იფარება.

ჰოკაიდო/Hokkaido Island

ჰოკაიდო იაპონიის ერთ-ერთი მთავარი კუნძულია, სადაც ყველა სეზონზე შთამბეჭდავი ლანდშაფტები გელოდებათ.

რებუნი/Rebun Island

დალაშქრეთ რებუნის მთები და დატკბით 300 გრადუსიანი ხედებით კუნძულზე და ყვავილებით მორთულ მინდვრებზე.

ნოკოშიმა/Nokonoshima Island

ნოკოშიმას კუნძულის პარკიც ცნობილია გადაჭედილი ყვავილებით და მათი ყვავილობის პერიოდში საოცარი ფერთა გამა იქმნება.

სადო/Sado Island

ქვიანი კლდეები და გამოქვაბულები ფირუზისფერ წყალს ერწყმის და სანაპირო ზოლი საოცარ დასასვენებელ ადგილს გვიქმნის, სადაც კედარის ტყეებში სეირნობასაც შეძლებთ.

ირიომოტი/Iriomote Island

ამ კუნძულზე ძალიან ბევრი ლამაზი სანაპიროა, მაგრამ თუ სიღრმეებში შეხვალთ, დატკბებით ჯუნგლებით, ტყეებით და ჩანჩქერებით.

ტაკეტომი/Taketomi Island

ტაკეტომის გამჭვირვალე მწვანე წყლები, თეთრი ქვიშიანი ნაპირები და კლდეები აქვს გარშემორტყმული. აქ ნამდვილ იაპონურ ღვთიურ ატმოსფეროს შეიგრძნობთ.

იშიგაკი/Ishigaki Island

იშიგაკი ცოცხალი დასახლებული ცენტრია შიგადაშიგ ფარული გამოქვაბულებით, თეთრ ქვიშიანი სანაპიროებით და ანანასის პლანტაციებით, სადაც ტროპიკულ სამოთხეში აღმოჩნდებით.

კუმე/Kume Island

ქვის ველური ფორმაციებით ცნობილი ეს კუნძული პატარა და წყნარი ადგილია, სადაც ბევრ ტროპიკულ თევზს ნახავთ.

მიაკო/Miyako Island

სუფთა წყლებით, ქვიშიანი კუნძულებით, კლდის რიფებით და ულამაზესი მზის ჩასვლებით ცნობილი მიაკო ოკინავას უდიდესი კუნძულია.

ჩიჩიჯიმა/Chichijima Island

მეგობრული დელფინები და ვარსკვლავებით მოჭედილი ღამის ცა საოცარ ბუნების სილამაზეს გვთავაზობს, რაც კონტრასტში მოდის მწვანე ტყიან მთებთან.

მინამიჯიმა/Minamijima Island

ამ კუნძულს ხელშეუხებელი სილამაზე აქვს, რომელსაც სეზონზე დღეში ასი ვიზიტორი მაინც სტუმრობს.

ტოკაშიკი/Tokashiki Island

ლაშქრობის და სნორკელინგის მოყვარულებისთვის ეს კუნძული ნამდვილი სამოთხეა, სადაც 250 სხვადასხვა სახეობის მარჯანს ნახავთ კლდის რიფებზე.