თუ მოგზაურობისას ქალაქის ღამის ცხოვრების შეგრძნებაც გსურთ და გათენებამდე გართობა თქვენთვის პრიორიტეტია, ერთ-ერთი უახლესი გამოცემის მიხედვით შემოგთავაზებთ საუკეთესო ქალაქებს ევროპაში, რომლებსაც არასდროს სძინავთ. სიის დადგენაში გამოიყენეს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ღამის წვეულებების და ღონისძიებების სიხშირე, საცეკვაო კლუბების რაოდენობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა ღამის 12 საათის შემდეგ და აშ. საბოლოოდ მივიღეთ 5 ევროპული ქალაქი:
იბიცა ევროპის საუკეთესო 24-საათიანი ქალაქია
მსოფლიოში ცნობილი გართობის ქალაქი ცნობილია მისი სანაპირო წვეულებებით და ლეგენდარული კლუბებით. მაგალითად: Ushuaia და Pacha. წლის მანძილზე აქ დაახლოებით 800 000-ზე მეტი წვეულება ტარდება და მსოფლიოს საუკეთესო დიჯეები იბიცაზე რეგულარულად ჩამოდიან დასაკრავად.
მეორე ადგილზეა პრაღა
პრაღას “ევროპის ღამის ცხოვრების ახალ გულსაც” უწოდებენ. აქ ხშირადაა ლაივ ივენთები, მდებარეობს 60-ზე მეტი საცეკვაო კლუბი და ისიამოვნებთ ისეთ უნიკალურ საკლუბო სივრცეში, რომელიც ყოფილ საცურაო აუზშია გაკეთებული. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთების ფასი დაახლოებით 1 ევროა.
მესამე ადგილი – ბელგრადი
ეს ნაკლებად ცნობილი ღამის ცხოვრების ქალაქია. ბელგრადი ცნობილია მდინარეზე მოცურავე კლუბებით, რომლებიც ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია. ცივ თვეებში აქ 21 კლუბი შემოგეგებებათ.
მესამე და მეოთხე ადგილებს მადრიდი და ბუდაპეშტი იყოფენ
მადრიდის ღამის ცხოვრება ცოცხალი და მრავალფეროვანია. აქ ღამეში 200-ზე მეტი ივენთი ტარდება და ღამის ცხოვრების ენთუიასტებს 81 კლუბი მასპინძლობს. ტაპას ბარებიდან დაწყებული ენერგიული დისკო კლუბებით დამთავრებული, ესპანეთის დედაქალაქი სასიამოვნო დროის გატარებას გპირდებათ. ბუდაპეშტი კი ცნობილია მისი ბარებით ნანგრევებში და ისტორიული შენობებით, რომლებიც ეკლექტიკურ სივრცეებად იქცნენ. ბიუჯეტური კვება და იაფი ტრანსპორტი აქ ღამის ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს ხდის.
წლევანდელ ათეულში მოხვდნენ: ათენი, პარიზი, ლისაბონი, ბერლინი და პორტო.