სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი დანუბეს და სავას მდინარეების შენაერთთან მდებარეობს. ამ ლოკაციაზე 115-ზე მეტი ომი გამართულა. ჩვენ მის მთავარ სანახაობებს და აქტივობებს გირჩევთ.
გამოიკვლიეთ კალემეგდანის ციხესიმაგრე და პარკი
ეს ისტორიული ძეგლი ჩრდილოეთით და დასავლეთით ამაყად იყურება. არქეოლოგიური გათხრების მიხედვით ეს ლოკაცია ნეოლითური ხანიდან იყო დასახლებული. დღევანდელი ნაგებობა მე-18 საუკუნეს ეკუთვნის.
დაათვალიერეთ ბელგრადის ღამის ბაზრობები
თვეში ერთხელ ბელგრადში პომპეზური მწვანე ბაზრობები ეწყობა, ძირითადად პარასკევს საღამოობით ლაივ მუსიკის თანხლებით. აქ ნახავთ საკვებს, ადგილობრივ პროდუქციას, ხელნაკეთ ნივთებს, ღვინოს და არტისტების შემოქმედებას.
მიირთვით ყავა კაფეში: D59B
ეს “ჰიფსტერული კაფე” ციხესიმაგრის კედლების ჩრდილშია მოქცეული და ბევრის მიერ ბელგრადში საუკეთესო ყავის მომზადების ადგილადაა მიჩნეული. განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის “გაურემონტებელი” ინტერიერიც. აქ ხშირად დიჯეის ლაივებიც იმართება.
გაერთეთ ტივტივა მდინარის კლუბში
ტივტივა ღამის კლუბები ბელგრადის სოციალური ცხოვრების ნაწილია და მათ აქ ერთ სიტყვას უწოდებენ – splavovi. ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია Sindikat. აქ ცნობილი დიჯეები დადიან და მეგობრული ატმოსფერო სუფევს.
ეწვიეთ ნიკოლა ტესლას მუზეუმს
ეს მუზეუმი ნიკოლა ტესლას ცხოვრებას და შემოქმედებას ეძღვნება. აქ სერბ-ამერიკელი ინჟინერის და გამომგონებლის ჩანახატები და ბიბლიოთეკაცაა.
განიტვირთეთ გავეზში
გავეზის კლუბი (Gavez Klub) ბელგრადის მდინარის კუნძულზე მდებარეობს, ქალაქის ცენტრიდან 1 საათის სავალ გზაზე. მიირთვით ფერადი სასმელი “რაკიჯა”, ბალკანური ლიქიორი დამზადებული ყურძნისგან. მას მაგიური და სამედიცინო ეფექტი აქვს. აქ ასევე დააგემოვნებთ სერბულ კერძებს და მოისმენთ მუსიკას.
შედით წმ. სავას ეკლესიაში
რთულია ვერ შეამჩნიოთ პომპეზური ეკლესია, რომელიც ბელგრადის თავზე დომინირებას. ეს წმ. სავას ორთოდოქსული ტაძარია. აქ აქვს მნიშვნელობა ქალაქის რა ნაწილში იქნებით, ის ყველა ადგილიდან უზარმაზარი ჩანს და ხალხის რწმენის სიძლიერის ერთგვარი სიმბოლოა.
მიიღეთ მზის აბაზანები სანაპიროზე
Ada Ciganlija – ზაფხულში ბელგრადში მყოფ ადამიანებში საკმაოდ პოპულარული ადგილია. ეს ხელოვნური ტბაა, რომელიც ზაფხულში სიცოცხლით ივსება წყლის სპორტის სახეობებითა და წვეულებებით.
ისიამოვნეთ ზემუნის უბნით
ზემუნი დღეს დედაქალაქის ნაწილია, მაგრამ 1950 წლამდე ის დამოუკიდებელი ქალაქი იყო. არქიტექტურა აქ განსხვავებულია, აქცენტებიც სხვა დაგხვდებათ, ცხოვრების რიტმიც ცენტრზე მშვიდი. გარდოსიდან ხედები კი უბრალოდ ბრწყინვალეა.
დატკბით პანორამული ხედებით ავალადან
Avala კი ნამდვილად აღარაა ბელგრადის ნაწილი. ის დედალაქიდან 15 კმ-თი მოშორებული მთაა, სადაც ქალაქიდან ადვილად მოხვდებით. თუ სერბეთის დედაქალაქზე პანორამული ხედებით ტკბობა გსურთ, სწორედ აქ უნდა წახვიდეთ.