ჩრდილოეთ პორტუგალიის ქალაქში ვიზიტი გურმანებისთვის აუცილებელი აქტივობაა, რადგანაც აქ კულინარია ყვავის. ბევრ ადგილობრივს ლისაბონზე მეტად სწორედ პორტოში მირთმევა ხიბლავს. პორტო პატარა ქალაქია, მაგრამ მრავალფეროვან რესტორნებს და ბარებს წარმოგვიდგენს. აქაური მასპინძლობაც ნამდვილად აღსანიშნია.

საუზმე

პორტოში დღის დასაწყებად გირჩევთ პორტუგალიური სტილის მაღაზია-კაფეტერიას: Confeitaria do Bolhão, რომელიც 1896 წლით თარიღდება. აქ ქალაქის საუკეთესო გამოცხობილი პროდუქტი არაა, მაგრამ ინტერიერის არტ ნუვო ატმოსფერო თავისი დიდი სარკეებით და კედლის დიზაინით ნამდვილად შეგიყვარდებათ. მიირთვით პორტუგალიური საუზმე: ტოსტი კარაქით და გალაო – ყავა ცხელი რძით.

ყავა

თუ უფრო თანამედროვე ვარიანტს ეძებთ, გირჩევთ Combi-ს. აქ სხვადასხვა სტილის გემრიელ ყავას დააგემოვნებთ.

ლანჩი

პორტოში ბევრი ძველებური ბარ-რესტორანი გვთავაზობს გემრიელ და ნოყიერ ლანჩს. მაგალითად, Casa dos Presuntos “Xico” საფირმო სენდვიჩებით. სენდვიჩებს სპეციალურ ღვინოს სახეობებსაც მოაყოლებენ. პორტოში პურის და ხორცის კომბინაციით ბევრ საინტერესო საკვებს დააგემოვნებთ, მათ შორის გავრცელებულ პორტოს სენდვიჩებსაც სტეიკით და 2 სხვადასხვანაირი სოუსით.

სნექი

თუ გემრიელი სნექებისთვის მოგზაურობთ, განიხილეთ Matosinhos – ხელმისაწვდომი პორტოს მეტროთი 30 წუთის სავალ გზაზე. ეს პატარა საპორტო დასახლება მოიცავს უძველეს თევზის ქარხანას, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთ საუკეთესო თევზის კონსერვებს აწარმოებს. თუ ტურს აიღებთ, მათ კაფეში დასაგემოვნებლადაც მიგიპატიჟებენ.

სადილი

Stramuntana რეგიონის ნოყიერ კერძებს და ღვინის დიდ არჩევანს წარმოგიდგენთ. აქ გულითადი მასპინძლობით მიგიღებენ.

ბარი

ამ ღვინის ბარის (Prova) თანამშრომლები აგიხსნიან და მოგიყვებიან ყველაფერს პორტუგალიური ღვინის შესახებ. ასევე, შემოგთავაზებენ კარაქის პოპკორნს.

განაგრძეთ პორტოში მოგზაურობის დაგეგმვა ჩვენი ბლოგებით:

რას გააკეთებთ უფასოდ პორტოში

რა ვნახოთ და გავაკეთოთ პორტოში, პორტუგალიაში

საუკეთესო პარკები და მწვანე სივრცეები პორტოში

პორტოს საუკეთესო უბნები