ზემუნი 1934 წელს ბელგრადის ნაწილი გახდა, თუმცა დღემდე ის დამოუკიდებლობას ინარჩუნებს. ის ერთ დროს საზღვარი იყო ოტომანურ და ავსტრიულ იმპერიებს შორის. ზემუნში ბევრი რამაა სანახავი და გასაკეთებელი.
გადმოიხედეთ გარდოსიდან
გარდოსი ზემუნის გვირგვინია. ქალაქი მთის გარშემოა აგებული და გარდოსის კოშკიდან დანუბეს და ბელგრადის ძველ ცენტრს გადმოხედავთ. ის 1896 წელს აშენდა და საკულტო ძეგლად იქცა.
დააგემოვნეთ სერბეთის საუცხოო ზღვის პროდუქტები
ზემუნი დანუბეს მარჯვენა სანაპიროზეა აშენებული და მდინარის ნაპირას სერბეთის საუკეთესო რესტორნებია თავმოყრილი. თუ ზღვის პროდუქტები გიყვართ, ამ ადგილს უნდა ეწვიოთ. ახალი თევზეული ზემუნის დატვირთულ ბაზრობებზე რეგულარულად მოაქვთ.
გაისეირნეთ მდინარის პირას
ზემუნში დანუბეს წყლისპირას გასეირნება აუცილებელი აქტივობაა, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ქალაქის სიცოცხლე და ენერგია ცენტრიდან ნაპირებზე ინაცვლებს. ამ ბულვარში ყველა ასაკის ადამიანი დასეირნობს.
ეწვიეთ მადლენიანუმს
Madlenianum – ზემუნის ეროვნული თეატრია, რომელიც ქალაქის გულში, მის მთავარ ქუჩაზე მდებარეობს. ქვეყნის სხვა თეატრებისგან განსხვავებით, მადლენიანუმი თანამედროვე ნაგებობაა, აშენებული 1999 წელს და აქ ოპერა, მიუზიკლები და სპექტაკლები ტარდება.
ღამის ცხოვრება
ზემუნში ღამის ცხოვრება არასდროს ჩერდება. აქ ღამე გვიან იწყება და გამთენიამდე გასტანს. მდინარისპირეთი სავსეა პოპულარული კლუბებით, პაბებით და ბარებით, სადაც ბიუჯეტური ფასებია.
სინაგოგას საინტერესო ისტორია
ევროპის ებრაულმა საზოგადოებამ ტრავმული მე-20 საუკუნე გადაიტანა. მაგრამ ზოგიერთი სინაგოგა კიდევ უფრო მეტი ცვლილების წინაშე დადგა, მათ შორისაა ზემუნის სინაგოგა. მას შემდეგ რაც ის კერძო მფლობელებს გადაეცათ, აქ კლუბი გაიხსნა, ახლა კი მასში სერბული ტრადიციული რესტორანი მდებარეობს.