ბუდაპეშტის თითოეულ უბანს თავისი უნიკალური ატმოსფერო აქვს. უნგრეთის დედაქალაქში მოძრაობა მარტივია. ჩვენ ბუდაპეშტის იმ საუკეთესო უბნებს გირჩევთ, რომლებსაც უნდა ეწვიოთ. მოგვმართეთ მოგზაურობის დასაგეგმად.

I უბანი: ციხესიმაგრე/Castle Hill

საუკეთესო უბანი ისტორიის მოყვარულებისთვის

ქვაფენილიანი ქუჩებით და დიდი ჰაბსბურგის სასახლით ეს უბანი დიდ ისტორიას ინახავს. აქ შუასაუკუნოვანი რელიქვიები და მნიშვნელოვანი არტეფაქტებია. გაისეირნეთ თერმულ აუზებში, შემდეგ მოინახულეთ ბუდას სასახლე და უნგრეთის ეროვნული გალერეა, ასევე ციხესიმაგრის მუზეუმი. საღამოს კი მშვიდ ქუჩებში ისეირნეთ და მე-14 საუკუნის სინაგოგა დაათვალიერეთ.

 V უბანი: ბელვაროსი და ლიპოტვაროსი

საუკეთესო უბანი არქიტექტურისა და დიზაინისთვის

აქ ელეგანტური რეზიდენციები, მონუმენტები, სან სტეფანის ბაზილიკა და ტრენდული კაფეებია. აღმოაჩინეთ უნგრული დიზაინი აქაურ ჰაბებში, შემდეგ კი გაეშურეთ უნგრულ პარლამენტთან. აქ მაღალი დონის რესტორნები და ტერასული კაფეებია, საიდანაც მზის ჩასვლისას ულამაზესი ხედები იშლება.

VII უბანი: ერზებეტვაროსი და ებრაული კვარტალი/Erzsébetváros; Jewish Quarter

საუკეთესო უბანი ებრაული ისტორიისთვის

აქ ისტორიის და თანამედროვე ცხოვრების ეკლექტური შერწყმაა. ყოფილი ნაცისტური გეტო დღეს ბარებს და უნიკალურ მაღაზიებს აერთიანებს. გამოიკვლიეთ ებრაული მემკვიდრეობა, სინაგოგები და მემორიალი. აქ ბევრი ბარი და საკვები სივრცეა, ასევე ცოცხალი ღამის ცხოვრება მრავალფეროვანი მუსიკით.

VIII უბანი: ჯოზსეფვაროსი/Józsefváros

საუკეთესო ბოჰემური უბანი

აქ მე-19 საუკუნეში ბუდაპეშტის არისტოკრატიული ელიტა ცხოვრობდა. აქ ასევე ჩამოყალიბდა 1956 წლის რევოლუცია. მიირთვით ყავა რომელიმე კაფეში და შეიგრძენით უბნის ავთენტურობა. აქ ვინტაჟური ნივთების დახლებს და მაღაზიებსაც ნახავთ. მდებარეობს ერვინ საბოს ბიბლიოთეკა და ნეოკლასიკური უნგრული ეროვნული მუზეუმი. აქაურ ღია ბარებში ხშირადაა ლაივ მუსიკა.

IX უბანი: ფერენკვაროსი/Ferencváros

საუკეთესო უბანი თანამედროვე ხელოვნების მოყვარულთათვის

ეს ყოფილი ინდუსტრიული არეალი არასდროს ყოფილა ტურისტებში პოპულარული, მაგრამ ის კულტურული კომპლექსის გამო, უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება. აქ მდებარეობს ეროვნული თეატრი, ხელოვნების სასახლე და თანამედროვე ხელოვნების ლუდვიგის მუზეუმი. ლუდსახარშების გამო მას “ლუდის უბანსაც” უწოდებენ. გაიარეთ ცენტრალური ბაზრობის მოედანზე, სადაც საკვებს და სუვენირებს აარჩევთ. შემდეგ გაისეირნეთ დანუბეს ნაპირზე. აქ ბევრი კაფე-რესტორანი, მაღაზია და გალერეაა.