იბიცა კლუბების მოყვარულების სამოთხეა. ეს მწვანე კუნძული სავსეა ბარებით და ცოცხალი მუსიკით, სადაც ბევრი გარე აქტივობით დაკავდებით. თუ იბიცაზე პირველად აპირებთ წასვლას, ჩვენ სასარგებლო რჩევებს მოგცემთ.

როდისაა საუკეთესო დრო იბიცაზე წასასვლელად?

კლუბები აქ მაისში და ივნისში იხსნება, თუმცა ყველაზე აქტიური სეზონია ივლისი და აგვისტო. სეზონის დახურვის წვეულებები სექტემბერსა და ოქტომბერში იმართება ხოლმე, როცა აქ უკვე ნაკლები ხალხია. თუ იბიცაზე გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის და სიმშვიდისთვის მიდიხართ და კლუბები არ გაღელვებთ, მაშინ მას ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით ეწვიეთ, მაშინ როცა ყველა კლუბი დაკეტილია.

რამდენი ხნით უნდა წახვიდეთ იბიცაზე?

იბიცაზე უიქენდის გატარება იოლი და შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. კუნძულის აეროპორტიდან ნებისმიერ ადგილას მარტივად მოხვდებით. თუმცა, თუ გინდათ იბიცა სრულად შეიგრძნოთ, გაატარეთ აქ 1 კვირა. ამ შემთხვევაში ბევრი დრო გექნებათ დაისვენოთ სანაპიროებზე და აღმოაჩინოთ გამოქვაბულები და ფარული ნაპირები.

რამდენად ადვილია იბიცაზე მოძრაობა?

იბიცაზე საკმაოდ ბევრი ფრენა ხორციელდება, თუმცა, შეგიძლიათ გაყვეთ ბორანს ბარსელონადან ან ვალენსიადან მთელი წლის მანძილზე. ბორნები აკავშირებენ იბიცას ბალეარის კუნძულებთანაც. ავტობუსები, რომლებიც კუნძულის ქალაქებში დადიან, საკმაოდ ბიუჯეტურია. ფასები დამოკიდებულია დისტანციაზე და იწყება 1.50 ევროდან. წვეულებებზე ორიენტირებული DiscoBus დადის კურორტებზე: სან ანტონიოში (San Antonio) და პლაია ბოსაში (Playa d’en Bossa). იქ დაგხვდებათ ცნობილი კლუბებიც. ტაქსით სარგებლობისთვის გამოიყენეთ აპლიკაცია Taxi Ibiza. ველოსიპედით გადაადგილებაც პოპულარულია იბიცაზე, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ბევრი აღმართია.

საუკეთესო აქტივობები იბიცაზე

ცეკვა: კუნძული ბევრ საინტერესო აქტივობას გთავაზობთ. პირველ რიგში, ცეკვას! კუნძული ცნობილია ენერგიული მუსიკით. ვებსაიტზე – Ibiza Spotlight, წვეულებების და ღონიძიებების განრიგს იხილავთ. ცნობილ და დიდ კლუბებში ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნოთ და უფრო იაფად გამოხვალთ, ვიდრე კარზე გადახდისას. რამდენიმე მათგანია: Ushuaïa, Amnesia, Pacha და DC10. თუ ოჯახთან ერთად მოგზაურობთ ან მშვიდი დასვენება გსურთ, დიჯეები შუადღესაც უკრავენ სანაპირო ბარებში და საკმაოდ სარელაქსაციო ატმოსფეროს ქმნიან.

გამოიკვლიეთ იბიცას ალტერნატიული მხარე: იბიცა ორად იყოფა: მუსიკა და კუნძულის ბოჰემური სული. აქ დაგხვდებათ ორი ცნობილი ჰიპების ბაზრობა ლას დალიასში და პუნტა არაბიში. აქ იოგით დაკავებას ყველგან შემოგთავაზებენ. ასევე, შეგიძლიათ უბრალოდ ისეირნოთ ბუნებაში, ატაროთ ცხენი და დაკავდეთ კემპინგითა და ლაშქრობით.

სად უნდა დარჩეთ იბიცაზე?

იმის მიხედვით, თუ როგორი ტიპის დასვენებას აარჩევთ დამოკიდებულია იმაზე თუ კუნძულის რომელ ნაწილში რჩებით. Ibiza Town – ქვაფენილიანი ქუჩებით, ყვავილებით მორთლი შენობებით, რესტორნების საუკეთესო არჩევანით და ბევრი ბარით გამოირჩევა. მაგრამ, ის შორსაა დიდი კლუბებისგან. Pacha – კი სწორედ დაუვიწყარი ღამის ცხოვრებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, Ibiza Town ახლოსაა სანაპიროსთან: Playa d’en Bossa, სადაც წვეულებების ატმოსფერო დღის შუქზე დაგხვდებათ. იმისთვის, რომ ყველაფერს მოწყდეთ, დასავლეთი სანაპირო არჩიეთ ან სალინის ეროვნული პარკის სიახლოვე (Parc Natural de ses Salines). Casa Munich-ს უბანი იოგის და გამაჯანსაღებელი პროცედურების ადგილია. ოჯახური დასვენებისთვის გაითვალისწინეთ Santa Eulalia – იბიცას სრულიად სხვა მხარე, წყნარი დასახლებით და ბულვარით, ახლოს ჰიპების ბაზრობასთან. San Antonio – მორიგი წვეულებების მხარეა ცნობილი კლუბებით.

რა თანხა გჭირდებათ იბიცაზე?

იბიცა ესპანეთში ყველაზე ძვირადღირებული მიმართულებაა. აქ ბევრი მდიდრული მაღაზია და მაღალი დონის რესტორანია. კლუბებში შესვლა და სასმელებიც საკმაოდ ძვირი ჯდება. შემოგთავაზებთ დაახლოებით ფასებს:

  • ჰოსტელი: €50–150
  • ორკაციანი ოთახი: €140–350
  • ბინა (მათ შორის Airbnb): €90–180
  • ავტობუსის ბილეთი: €1.55–4.00
  • ყავა: €2.20
  • სენდვიჩი: €5–15
  • სადილი ორისთვის: €30–200
  • ლუდი ბარში: €3–6
  • ღამის ივენთის ბილეთი კლუბში: €30–80
  • წყალი კლუბში: €6–13
  • ლუდი კლუბში: €10–14

შეგიძლიათ ონკანის წყლის დალევა?

ჰკითხეთ მეპატრონეს ან იკითხეთ სასტუმროში, შეგიძლიათ თუ არა იმ კონკრეტულ შენობაში წყლის დალევა. ბუნებრივი წყალი კუნძულზე მწირი რაოდენობითაა, ასე რომ ის ან არ ისმევა ან უგემურია.