სერბეთი ლამაზ ლანდშაფტებს, ანტიკურ ისტორიას და უნიკალურ ბუნებას გვთავაზობს. ბელგრადის ეკლექტური ენერგიიდან მშვიდ სპა ქალაქებამდე, ამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანას გრძელი ისტორია აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიკვლიოთ.

ეშმაკის ქალაქი – უცნაური და საოცარი ბუნების სკულპტურები

რადანის მთაზე მდებარე ეს იშვიათი გეომორფოლოგიური ძეგლი ქვეყნის პოპულარული მისტიკური ადგილია. ლეგენდის თანახმად, 200 ბუნებრივი ქვის სკულპტურა შეშინებული და გაშეშებული ქორწილის სტუმრები არიან. მისი მონახულებისას იყავით სალაშქროდ მზად.

ბელგრადი

სერბეთის ფერადი დედაქალაქი ხელოვნების, კულტურის და კულინარიულ მიქსს წარმოგვიდგენს, სადაც ყველა ტიპის მოგზაური ისიამოვნებს. მე-19 საუკუნის შენობები, ციხესიმაგრე, ქუჩის ხელოვნება და დანუბეს წყლისპირა სარელაქსაციო ლოკაციები კარგ დასვენებას გპირდებათ. ბელგრადის სილამაზე ანტიკურ არქიტექტურაში და ცოცხალი კაფის კულტურაშია. აქ ბევრი სასეირნო უბანია.

დრვენგრადი/Drvengrad

მომხიბვლელი სერბული გამოცდილებისთვის, გაყევით სარგანის რკინიგზას, რომელიც მემკვიდრეობის ძეგლებს მოივლის. ის 10 ხიდს გაივლის მოკრა გორადან შარგან ვიტასიმდე. დრვენგრადი იდილიური ადგილია მოკრას ველზე. ეს სოფელი შესაძლოა ფილმის გადასაღები მოედანი გეგონოთ. ის მართლაც ამ მიზნით აშენდა. ცნობილმა რეჟისორმა ემირ კუსტურიცამ თავისი ფილმისთვის მოაწყო სახელად “Life is a Miracle” და დარჩა როგორც ღია ცის ქვეშ მუზეუმი ფოკუსით ეთნოგრაფიასა და ხელოვნებაზე.

უვაჩის ბუნების ნაკრძალი – ტბები და გამოქვაბულები

თუ ველური ბუნება გიყვართ, ამ ნაკრძალს ეწვიეთ. ამ დაცულ ტერიტორიაზე მრავალფეროვანი ფრინველთა სამყარო, კრისტალივით სუფთა ტბები და ფოტოგენური ადგილებია გადასაღებად. შეგიძლიათ დატკბეთ კანიონის ფერადი ბუნებით. საუკეთესო გზა მის დასათვალიერებლად ნავია.

სოკობანია (Sokobanja) – სერბეთის საუკეთესო სპა

ეს სერბეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპა კურორტია, რომელიც 2 მთას შორის მდებარეობს. აქ საოცრად სუფთა ჰაერით და სიმშვიდით დატკბებით. თუ სპორტული აქტივობები გიყვართ, დაგხვდებათ სალაშქრო ბილიკები, გამოქვაბულები, კორტები, მოედნები და სათევზაო სივრცეები.

Gamzigrad-Romuliana – ანტიკური რომაული სასახლის ნანგრევები

იუნესკოს ეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი გვიანდელი რომაული საიმპერატორო სასახლე და მემორიალური კომპლექსია. მე-3/მე-4 საუკუნეებშ მას ფელიქს რომულიანას უწოდებდნენ.

თარას ეროვნული პარკი / Tara National Park

თარას ტბები იდეალურია კაიაკისა და ცურვისთვის. თუ თოვლიანი მთები გიყვართ, ეწვიეთ ზამთარში. სექტემბერში კი ის მშვიდ ოაზისად იქცევა.

ზლატიბორი/Zlatibor

სერბეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მთის კურორტი მთელი წლის მანძილზე რბილი კლიმატით გამოირჩევა. აქ მდინარეები, მინერალებით მდიდარი წყაროები და დრამატული კანიონებია. აქ ტურიზმი სწრაფად ვითარდება და ზამთარში განსაკუთრებით პოპულარულია.

და ბოლოს, კიდევ ერთი ეროვნული პარკი – Djerdap National Park

აქ კულტურულ საგანძურს აღმოაჩენთ, მათ შორის პრეისტორიულ არქეოლოგიურ ძეგლს და ულამაზეს ხეობას. ეს ეროვნული პარკი მოლაშქრეებსა და მცოცავებში დიდი პოპულარულობით სარგებლობს.