ლისაბონის მუზეუმები პორტუგალიის კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენენ. ამასთან, მათი უმრავლესობა ისტორიულ შენობაშია განთავსებული და დამატებით საინტერესო სანახაობას გვთავაზობენ. ჩვენ დედაქალაქის 10 საუკეთესო მუზეუმი შეგირჩიეთ, რომელთა კედლებშიც რამდენიმე საათის გატარება თავადაც მოგინდებათ.

ეროვნული აზულეჯოს მუზეუმი

National Azulejo Museum Lisbon

აზულეჯო მოჭიქული ფილებია, რომლებიც პორტუგალიის კულტურულ ისტორიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ლისაბონის ქუჩებში მას ბევრგან გადააწყდებით. ეს მუზეუმი ვიზიტორებს 300 სახეობის ულამაზეს ორნამენტს სთავაზობს სხვადასხვა ფერებში.

კალუსტა გალბენკიანის მუზეუმი

Calouste Gulbenkian Museum

ლისაბონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ეს მუზეუმი, ხელოვნებით გაჟღენთილი ოაზისია, რომელსაც ტურისტები იშვიათად სტუმრობენ. შენობას, სადაც მსოფლიო დონის 5 საუკუნოვანი ნიმუშები ინახება, მშვიდი ბაღები აკრავს თან. აქ ნახავთ ეგვიპტურ სკულპტურებს და არტ ნუვოს სამკაულსაც.

დიზაინის და მოდის მუზეუმი

MUDE (Museu do Design e da Moda)

ლისაბონის მოდის მუზეუმი თითქოს დაუმთავრებელია შიგნით, რადგანაც კლასიკური ინტერიერით არ გამოირჩევა, თუმცა გარედან, დახვეწილი ექსტერიერის წყალობით ნამდვილი დიზაინის დღესასწაულია. აქ 2000-ზე მეტი ნივთია წარმოდგენილი – სამოსი, აქსესუარები, ფეხსაცმელი, ავეჯი და დიზაინის ნივთები. დროებითი გამოფენების სახით აქ მოწყობილა მაქქუინის, ბალენსიაგას და გოტიეს გამოფენები.

ხელოვნების, არქიტექტურის და ტექნოლოგიების მუზეუმი

Museum of Art, Architecture and Technology (MAAT)

მთავარი მიზეზი, რატომაც ამ მუზეუმს უნდა ეწვიოთ არის ის, რომ ის თანამედროვე კულტურული ჰაბია, რომელიც ვიზუალურ ხელოვნებას, ურბანიზაციას, ტექნოლოგიებს და მეცნიერებას აერთიანებს. ბრიტანელმა არქიტექტორმა ლევეტმა შენობა თეთრი კერამიკის ფილებით დაფარა. მუზეუმს აქვს ტერასაც. აქ იხილავთ კერამიკის, ხის სტრუქტურებს და თანამედროვე პორტუგალიურ ხელოვნებასაც კი.

ფადოს მუზეუმი

Museu do Fado

თუ ლისაბონში ერთი საათით მაინც მოხვდებით, აუცილებლად გაიგონებთ სადმე ფადოს მუსიკას – ის ისმის რესტორნებიდან, კაფე-ბარებიდან და ქუჩის მუსიკოსებისგანაც კი. ფადო პორტუგალიის კულტურული მემკვიდრეობაა. ეს მუზეუმი ფოტოებს, პოსტერებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს და საინტერესო არტეფაქტებს გვთავაზობს ამ მუსიკის მიმდინარეობის ისტორიაზე ქვეყანაში.

ანტიკური ხელოვნების ეროვნული მუზეუმი

National Museum of Ancient Art

ამ მუზეუმის საგანძური: ნახატები, სკულპტურები, ავეჯი, კერამიკა, ქსოვილები, ოქრო, ვერცხლი და აშ, პორტუგალიის ისტორიას შუასაუკუნეებიდან ასახავს მე-19 საუკუნემდე. ერთი ვიზიტით მას ნამდვილად ვერ ამოწურავთ. იხილეთ წმ. ვინსენტის პანელები, მე-15 საუკუნის ნახატები და დიურერის წმ. ჯერომეს პორტრეტი.

ბერარდოს კოლექციის მუზეუმი

Berardo Collection Museum

ჯერონიმოს მონასტერთან მდებარე ეს მუზეუმი ბელემის კულტურული ცენტრია. აქ წარმოდგენილი თანამედროვე ნიმუშები ხოსე მანუელ როდრიგეს ბერარდოს ეკუთვნის, მილიარდელ ბიზნესმენს და ფილანტროპს. აქ იხილავთ 500-ზე მეტი არტისტის ნიმუშებს მინიმალიზმიდან კუბიზმამდე და სიურეალიზმამდე. მათ შორის, პიკასოს, ფრენსის ბეკომს, ჟან-მიშელ ბასკეს და ენდი უორჰოლს.

მედეიროს ე ალმეიდა კასა მუზეუმი

Casa-Museu Medeiros e Almeida

ანტონიო დე მედეიროს ე ალმეიდა მდიდარი პორტუგალიელი ანტერპრენერი იყო, ავტომობილების და ავიაციის სფეროში. მას ეს სამეფო სახლი ულამაზესი ისტორიული ნივთებით შეავსო.

ორიენტის მუზეუმი

Museum of the Orient

“დიალოგი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის” – ასე ახასიათებენ მუზეუმს, რომელიც ლისაბონში 2008 წელს გაიხსნა არასამთავრობო ორგანიზაცია ორიენტის მიერ. აქ წარმოდგენილი ნამუშევრები შთაგონებულია პორტუგალიის გავლენით აზიაზე, ჩამოტალია თურქეთიდან და იაპონიიდან. იხილავთ ჩინურ კერამიკასაც.

ფურგონების ეროვნული მუზეუმი

National Coach Museum

აქ კი ულამაზესი ფურგონების ისტორიულ კოლექციას იხილავთ მთელი მსოფლიოდან. ისინი მე-16/მე-19 საუკუნეებით თარიღდებიან და ტრანსპორტის ევოლუციას წარმოგვიდგენენ. იხილავთ დედოფალი მარია ფრანჩესკას სამეფო ფურგონსაც.