საბერძნეთის დედაქალაქი მსოფლიოში გამორჩეული თანამედროვე ხელოვნების ქალაქია. ათენში ბევრი მნიშვნელოვანი ხელოვნების გალერეა მდებარეობს. ამ ბლოგში გაგაცნობთ სიას, საიდანაც შეგიძლიათ ამოირჩიოთ თუ რომელ მუზეუმებს ეწვიოთ თქვენი ათენში ვიზიტისას.

მოგვმართეთ ტურის დასაჯავშნად:

თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო ✆ 514 807 807 – თეონა ✆ 514 895 895 – სოფი

ათენის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი

ათენის ეს მუზეუმი მსოფლიოს ტოპ ათ მუზეუმშია შეყვანილი. ამ ნეოკლასიკურ შენობაში შთამბეჭდავი კოლექციები ინახება. აქ დაგხვდებათ საჩუქრების მაღაზია და კაფე სკულპტურების ბაღში. ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებისთვის და 6 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა. მუზეუმი ვიქტორიას გაჩერებიდან 5 წუთის სავალ გზაზე, ხოლო ომონიას გაჩერებიდან 10 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს.

სამუშაო დროები:

  • სამშ/პარ: 8:00-19:00
  • ორშ: 12:30-19:00
  • შაბათ-კვირა: 8:30-15:00

აკროპოლისის მუზეუმი

ათენის აკროპოლის მუზეუმში დიდ ისტორიაში შეაბიჯებთ. აქ არქაული და კლასიკური პერიოდების შედევრები ინახება. ქალაქის ანტიკურ უბანს შუშის იატაკიდან ჩახედავთ. შესვლის ღირებულებაა 5 ევრო.

სამუშაო დროები:

  • ორშ/კვირა: 8:00-20:00

ბენაკის მუზეუმი

ბენაკის მუზეუმი ანტიკური და თანამედროვე საბერძნეთის ხელოვნების და კულტურის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი მუზეუმია. დაიწყეთ ქვედა სართულიდან, სადაც ანტიკური არტეფაქტებია და სართულებთან ერთად საბერძნეთის სხვადასხვა პერიოდში იმოგზაურებთ.

სამუშაო დროები:

  • ორშ; ოთხ; პარა; შაბ: 9:00-17:00
  • სამშ: დაკეტილია
  • ხუთშ: 9:00-22:00
  • კვირა: 9:00-15:00

ეროვნული ხელოვნების გალერეა

ეს არის გალერეა, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ დიადი ბერძენი არტისტების მოსანახულებლად. მათ გარდა, აქ ნახავთ ელ გრეკოს, შაგალის, დელაკრუას, პიკასოს და სხვების ნამუშევრებსაც. შესვლის ღირებულებაა 10 ევრო. ხოლო პენსიონერებისა და სტუდენტებისთვის – 5€.

სამუშაო დროები:

  • ყოველდღე: 10:00-18.00
  • ოთხშაბათი: 10:00-21.00
  • სამშაბათი: დაკეტილია

მოტო-მუზეუმი/The Hellenic Motor Museum

თუ ავტომობილების მოყვარული ხართ, არც ეს მუზეუმი უნდა გამოგრჩეთ. ის ღიაა სამშაბათი-შაბათი 12 საათიდან საღამოს 9 საათამდე; კვირას კი 11-დან 6 საათამდე. მოტო-მუზეუმი არქეოლოგიის მუზეუმთან ახლოს მდებარეობს.

გულანდრის ხელოვნების მუზეუმი/Goulandris Museum Fassianos

ეს ახალი მუზეუმი ბერძენი და თანამედროვე არტისტების კოლექციებზე ფოკუსირდება. აქ ნახავთ ევროპელი ავანგარდისტების, სეზანის, ვან გოგის, გოგენის, მონეს, დეგას, როდენის, ტულუზ-ლოტრეკის, პიკაცოს, მიროს და სხვების ნამუშევრებს.

ათენის მუნიციპალური გალერეა

ეს გალერეა 3000 არტისტის ვიზუალურ ნამუშევარს წარმოგვიდგენს, რომლებმაც კვალი დატოვეს ბერძნული ხელოვნების ჩამოყალიბებაზე. შესვლა უფასოა.

სამუშაო დროები:

  • სამშაბათი-შაბათი: 10:00-14:00 & 17:00-21:00
  • კვირა: 10:00-14:00

საბერძნეთის ისტორიული მუზეუმი

ეს მუზეუმი მოეწონებათ მათ, ვისაც აინტერესებს საბერძნეთის ომი დამოუკიდებლობისთვის. ღიაა ყოველდღე ორშაბათის გარდა. კვირას შესვლა უფასოა.

ლალაუნისის სამკაულის მუზეუმი/Lalaounis Jewelry Museum

ეს უნიკალური მუზეუმი სამკაულს და დეკორატიულ ხელოვნებას ეძღვნება. ის 1994 დაარსდა და 4000-მდე გამორჩეულ სამკაულს მოიცავს მთელი მსოფლიოდან. შესვლის ღირებულებაა 5 ევრო.

სამუშაო დროები:

  • ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი: 8.30-16:30
  • კვირა: 11:00-16:00
  • ოთხშაბათი: 9.00-21:00

პოპულარული მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი

ეს მუზეუმი ძველ რომაულ აგორასთან მდებარეობს. აქ სხვადასხვა ინსტრუმენტების ჟღერადობას მოისმენთ. მუზეუმი ღიაა ყოველდღე ორშაბათის გარდა 10-დან 2 საათამდე. შესვლა უფასოა.

ბიზანტიის მუზეუმი

აქ ბიზანტიური არტეფაქტების დიდი კოლექცია ინახება: მოზაიკები, სკულპტურები, წიგნები და სხვა. ღიაა სამშაბათი-კვირა დილის 9 საათიდან შუადღის 3 საათამდე.