ბერლინი ტექნო მუსიკით რომ ცნობილია ყველამ იცის. სწორედ ამიტომ, დიდი გამოწვევაა აირჩიო კლუბი ამ ქალაქში. ჩვენ გერმანიის დედაქალაქში საუკეთესო კლუბებს გირჩევთ, რათ დაუვიწყარი უიქენდი გაატაროთ.

KitKatClub

ბერლინის ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბი 1994 წელს გაიხსნა და მისი ღირებულებები შემდეგში მდგომარეობს: სექსი, ფეტიშ-ტანსაცმელი და გახსნილი გონება. აქ ყველა ასაკის და სექსუალური ორიენტაციის ადამიანს შეხვდებით. ამასთან, საკმაოდ მეგობრული ატმოსფერო დაგხვდებათ, რაც მოგანიჭებთ განცდას თითქოს ახლო მეგობრების წრეში ცეკვავთ.

://about blank

ერთ დროს არალეგალური კლუბი ტექნო და ჰაუს მუსიკის გარშემო ტრიალებს, მაგრამ, ხანდახან დისკო საღამოებსაც მასპინძლობს. მას ორი საცეკვაო მოედანი აქვს და ორივე ბერლინელებითაა სავსე. ზაფხულობით, დიჯეი კლუბის ბაღში ინაცვლებს, ზამთარში კი აქ ცეცხლს ანთებენ.

Watergate

კრეუზბერგის საკულტო ხიდის ქვეშ მდებარე კლუბი მდინარე შპრეს გადაჰყურებს და ევროპის ღამის ცხოვრებას ბრწყინვალედ გაცნობთ. თუ ტექნოს დიდი გულშემატკივარი ხართ, აქ აუცილებლად უნდა მიხვიდეთ. ხშირად აქ შემსრულებლების გამოც მოდიან, ასე რომ წინასწარ გაეცანით აფიშას. საერთაშორისო დონის დიჯეების მოსმენა აქ ბევრად იაფია, ვიდრე კონცერტებზე. იცეკვეთ განათებულ მოედანზე, შემდეგ კი ტერასიდან წყალს დააკვირდით.

Salon Zur Wilden Renate

ბერლინის სხვა კლუბების მსგავსად, ამ კლუბსაც საინტერესო ისტორია აქვს მისი ლოკაციის მიღმა. ის იკავებს ძველ შენობას და თავს “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” გაგრძნობინებთ. ერთმანეთთან დაკავშირებული ოთახები საინტერესო გამოსაკვლევია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თემატური წვეულებები ეწყობა. თუ ხალხმრავლობისგან შესვენება მოგინდებათ, გარეთ მდებარე ბარს მიაკითხეთ.

Kater Blau

ეს კლუბიც აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია თუ ცეკვა გიყვართ და ბერლინში ხართ. ეს ადგილი სახელოვნებო ატმოსფეროთი გამოირჩევა, რომელიც სასიამოვნო ცვლილებაა, როდესაც ბერლინის ტექნო კლუბებისთვის დამახასიათებელი ინდუსტრიული ენერგიიდან თავის დახსნა გინდათ. ჰოლზმარკზე მდებარე კლუბი ოაზისის მსგავსი ურბანული სოფელია, სადაც ჰაუს, ტექნო და ელექტრონულ მუსიკას მოისმენთ. ქვედა საცეკვაო დარბაზი პირდაპირ მდინარეზე გაგიყვანთ. კლუბი მხოლოდ უიქენდებზე მუშაობს – პარასკევიდან ორშაბათამდე.