როცა მადრიდში მოხვდებით, გაიაზრებთ თუ რატომ უყვარდებათ აქ ჩამოსულ სტუმრებს ეს ქალაქი ასე ძლიერ. ესპანეთის მზიანი დედაქალაქი, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცოცხალი ქალაქია მწვანე პარკებით, უნიკალური კულტურით და ელეგანტური ქუჩებით. ჩვენ აქ დაუვიწყარ 1 კვირას დაგიგემავთ:
დღე 1
დაიწყეთ მადრიდის შეცნობა იქიდან, სადაც ხელოვნება, არქიტექტურა და ისტორია ერთმანეთს ხვდება. ეს გიგანტური სამეფო სასახლეა, ევროპაში ყველაზე დიდი სასახლე მათ შორის რომლებიც დღემდე ფუნქციონირებენ. აქ სხვადასხვა სამეფო ცერემონიალები ტარდება. ეწვიეთ სასახლეს დილით, რათა თავი დააღწიოთ ხალხმრავლობას.
იქვე მდებარეობს ალმუდენას კათედრალი (Almudena Cathedral) შთამბეჭდავი ვიტრაჟებით. 1993 წელს დასრულებულ ამ არქიტექტურულ საოცრებაზე 6 არქიტექტორი მუშაობდა. არ გამოგრჩეთ 400 სვეტი უნიკალური დეკორაციებით, მათ შორის ბიბლიური ფიგურების გამოსახულებებით.
სამეფო სასახლესთან მდებარე კიდევ ერთი აუცილებლად სანახავი ღირსშენისაშნაობაა რეალის გალერეა (Galeria Colecciones Reales). ეს ინოვაციური გამოფენა ანტიკურ ოქროს გვირგვინებს, ელ გრეკოს, ველასკესის, კარავაჯოს მხატვრულ ნიმუშებს და მე-16 საუკუნის გობელენებს წარმოგვიდგენს.
დაასრულეთ პირველი დღე არაჩვეულებრივი უბანში მდებარე ბაზრის – მერკადო დე სან მიგელის (Mercado de San Miguel) დათვალიერებით. ის 100 წელზე მეტს ითვლის და ელეგანტურადაა აღდგენილი. მშვენიერი ადგილია ლანჩის მისართმევად.
დღე 2
ჩაიძირეთ ხელოვნებაში: დელ პრადოს მუზეუმი (Museo del Prado) უზარმაზარ კოლექციას ინახავს. თუ გეჩქარებათ, მოძებნეთ ფრანცისკო გოიას ნამუშევრები, რომელიც მუზეუმში მუდმივადაა გამოფენილი. აქ იხილავთ ველასკესის საკულტო ნამუშევარსაც “Las Meninas”.
გააგრძელეთ ხელოვნებით ტკბობა ფანტასტიკურ რეინა სოფიას მუზეუმში (Museo Reina Sofía), სადაც პიკასოს “გერნიკა” იმყოფება.
დაასრულეთ დღე გრან ვიაზე (Gran Vía) შოპინგით. აქ უამრავი მაღაზიაა, რომლებსაც წლიურად 10 მლნ ადამიანი სტუმრობს.
ფლამენკოს ყურება მადრიდში აუცილებელია. ხელოვნების ეს ფორმა მთელ მსოფლიოში პოპულარულია. საუკეთესო სანახაობას იხილავთ Corral de la Moreria-ში, მაგრამ დაჯავშნა თვეებით ადრეა საჭირო. სხვა ვარიანტებია მე-19 საუკუნის ვილა – Tablao de la Villa და თანამედროვე Las Tablas.
დღე 3
გაატარეთ ერთი დღე წყნარ უბანში Lavapiés. აქ ვიწრო ქუჩებში ფერადი სახლები და გემრიელი რესტორნებია. დაათვალიერეთ კონცეპტუალური ხელოვნება კულტურის ცენტრში La Casa Encendida და დალიეთ ღვინო ვინილების მუსიკის ფონზე.
მადრიდს გამორჩეული კულინარია აქვს და აქ ბევრი ტაპას ბარი დაგხვდებათ. გაეცანით დედაქალაქის საკვებ კულტურას და დააგემოვნეთ ტრადიციული საკვები, ხემსი და სასმელი. პირველი გაჩერებაა – La Ardosa ანტიკური ვერმუტის ბოთლებით. აქ აგემოვნებენ ტორტილას და სალმორეიოს.
Casa Labra მორიგი კლასიკური ადგილია 100 წლოვანი ისტორიით. მადრიდული ვახშმისთვის გამოგადგებათ ასევე – Restaurante Botín. ჰემინგუეის ეს ადგილი ძალიან უყვარდა. შეუკვეთეთ მათი საფირმო შეთავაზებები.
დღე 4
მადრიდი შესაძლოა დიდია, მაგრამ ის ურბანული ჯუნგლები არაა. აქ ულამაზესი პარკები, გამზირები და მონუმენტები მდებარეობს. დაიწყეთ პადეო დელ პრადოთი (Paseo del Prado). ეს მე-16 საუკუნის გამზირი ევროპაში პირველია, რომელიც ყველასთვის გაიხსნა მიუხედავად სოციალური დაყოფისა. დატკბით პლაზათი – Plaza de la Cibeles, სადაც საკულტო შადრევანი მდებარეობს, იქამდე, სანამ რეტიროს პარკს (Retiro Park) მიაკითხავთ. აქ ასევე გელოდებათ ბოტანიკური ბაღი (Real Jardín Botánico) იისფერი ირისებით და წყლის ლილიებით.
მზის ქვეშ ყოფნის შემდეგ, დროა გამხიარულდეთ შუქების ქვეშ. მადრიდის საკოქტეილო სცენა ბევრ გასართობს გპირდებათ. ჩვენ გირჩევთ დააგემოვნოთ ადგილობრივი საფირმო კოქტეილები: Salmon Guru, Diego Cabrera და Chipotle Chillon.
დღე 5
მადრიდის ერთ-ერთი ცნობილი მუზეუმი ესპანელი ლეგენდარული არტისტის ხოაკინ სოროლას ძველი სახლია. აქ მისი ნამუშევრები ინახება და დღემდე ბევრ არტისტს შთააგონებს. სოროლას მუზეუმი (Museo Sorolla) მწვანე ოაზისია სარელაქსაციო ბაღით და ნახატებით, რომლებიც სინათლეს ასხივებენ.
კიდევ ერთი გასაოცარი სახლ-მუზეუმია ლირიას სასახლე (Palacio de Liria). ალბას ოჯახმა თავიანთი სასახლე, რომელიც საგვარეულო მემკვიდრეობაა, საჯაროდ გააღეს ყველასათვის. აქ საუკუნეების ხელოვნების ნიმუშები დაგხვდებათ. ყველა კუთხე საკულტო ნიმუშებით, აბრეშუმის დეტალებით, კრისტალებით მორთული შანდლებით თუ ძვირფასი დეკორაციებითაა მორთული. სასახლეში კლასიკური მუსიკაა ჩართული და თქვენს აქ სეირნობას ფონად გასდევს.
მადრიდში თეატრი საკმაოდ მნიშვნელოვანია. მოინახულეთ Teatro Real, რომელიც 1738 წელს გაიხსნა და აღდგენასაც დაექვემდებარა. თეატრი ახლოსაა მადრიდის ცენტრალურ მოედანთან.
დღე 6
ქალაქის სამი ყველაზე ლამაზი უბანი ერთმანეთთან ახლოსაა და დილის სეირნობებისთვის მშვენიერი არჩევანია. Chueca, Malasaña და Salesas დატვირთული ბარებით, ატმოსფერული რესტორნებით და ელეგანტური კაფეებით სწორედ აქ შემოგეგებებათ. დაათვალიერეთ ვინტაჟური ნივთების და წიგნების მაღაზიები. ისეირნეთ და დაიკარგეთ ამ უბნების ქუჩებში, რომელიც ცოცხალი მუზეუმია ულამაზესი არქიტექტურის.
დროა მზეს მიეფიცხოთ. უზარმაზარ რეტიროს პარკში (Retiro Park), ადვილია იპოვნოთ მშვიდი კუთხე წამოსაწოლად. აქ ქალაქის უძველესი ხეები, დიდი ვარდების ბაღი და ხელოვნური ტბაა ნავებით.
დღე 7
უკანასკნელი შანსი გაქვთ, რომ მადრიდის ცნობილი ტაპასი დააგემოვნოთ. მიაკითხეთ უბანს La Latina. აქ ბევრი საკვები ობიექტია დიდი წარსულით, სტუმართმოყვარე ესპანელებით და გემრიელი სასმელ-საჭმელით.
20 წუთის სავალ გზაზე ეგვიპტური საყდარი Templo de Debod მდებარეობს. ის ესპანეთს ეგვიპტის მთავრობამ აჩუქა. მაგიური ადგილია მზის ჩასვლის საყურებლად ქალაქზე პანორამით.
მადრიდი სავსეა ვნებით. ეს ჩანს მისი მაცხოვრებლების სტუმართმოყვარეობასა და თბილ დამოკიდებულებაში, კაშკაშა ხელოვნებაში, ცოცხალ რიტმში, ლამაზ არქიტექტურაში, მწვანე სივრცეებში და დაუვიწყარ ღამის ცხოვრებაში. რატომ უყვარდებათ მოგზაურებს ის პირველივე შეხვედრისას? იმიტომ რომ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია პლანეტაზე!