საფრანგეთის ქალაქები ღირსშესანიშნაობებით გამოირჩევიან, თუმცა ამ ქვეყნის ბუნებაც განსაკუთრებულ ადგილებს გვთავაზობს. ფრანგული ბუნების საოცრებები უბრალოდ უნდა აღმოაჩინოთ და საკუთარი თვალით იხილოთ.
Aiguille du Dru
ეს საოცარი მთა საფრანგეთის ალპების ნაწილია და მას პირამიდის ფორმა აქვს. მისი ორი მწვერვალი (ზღვის დონიდან 3700მ) ალპინისტებში და მთასვლელებში საკმაოდ პოპულარულია.

Camargue Salt Flats
- ახლომდებარე ქალაქი: მონპელიე
კამარჰის არეალში ცნობილი ვარდისფერი შეფერილობის მლაში ნიადაგებია. აქ ულამაზესი ცხენები და ფლამინგოებიც ბინადრობენ. მარილიანი წყალი ვარდისფერ შეფერილობას მიკროსკოპული მცენარეების მეშვეობით იღებს. ტბები ღიაა მარტიდან ნოებრამდე და შეგიძლიათ დაჯავშნოთ გიდის ტური მატარებლით, ველოსიპედებით ან ფეხით. შეგიძლიათ სივრცე გამოიკვლიოთ დამოუკიდებლადაც.

Aiguilles de Bavella
- ადგილმდებარეობა: კორსიკა
კორსიკის ეროვნულ პარკში საოცარ მოგზაურობას დაგეგმავთ. გარშემო სულ ტყეები და დრამატული ხედებია. აქ სხვადასხვა ტიპის ბილიკები დაგხვდებათ, რომლებიც ყველა მსურველს დააკმაყოფილებენ.

Dune du Pilat
- ახლომდებარე ქალაქები: ბორდო, ტულუზი
ევროპის უმაღლესი ქვიშის დიუნები, რომელსაც ადგილობრივები პილას უწოდებენ, 3 კილომეტრზეა გაჭიმული. ატლანტის ოკეანესთან მდებარე ეს ადგილი მსოფლიოს გამორჩეულად უნიკალური ლანშაფტია.

Mer de Glace
- ახლომდებარე ქალაქები: ჟენევა, ლიონი
ეს მყინვარის ველი მონ ბლანკის ფერდობზე მდებარეობს და საფრანგეთში უდიდესია. ისარგებლეთ საბაგიროთი, მოინახულეთ სკულპტურები, მყინვარიუმი და ისიამოვნეთ რესტორან Le Panoramique Mer de Glace-ში სადილით, გასაოცარი ხედის თანხლებით.

მონეს ბაღი
ეს გუბურა წყლის ლილიებით, ბამბუკებით და იაპონური ხიდებით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბაღია. ჟივერნის მონეს ბაღში კლოდ მონეს ფონდია განთავსებული და შეგიძლიათ ტურებზეც ჩაეწეროთ. თუ ხელოვნება და მონეს შემოქმედება გიყვართ, აქაურობა განსაკუთრებით მოგხიბლავთ.

მონ ბლანკი
- ახლომდებარე ქალაქები: ჟენევა, ლიონი
გასაოცარი მონ ბლანკი იტალიის და საფრანგეთის საზღვარზე მდებარეობს და ალპების და დასავლეთ ევროპის უმაღლესი მწვერვალია, ზღვის დონიდან 4810 მეტრზე. ესტუმრეთ Chamonix-ს.

Gorges du Verdon
მთებში არსებული მდინარის კანიონი 700 მ სიღრმისაა და 25კმ. სიგრძის. ის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ხევად ითვლება და პოპულარული სამოთხეა ცოცვისთვის, თევზაობისთვის, კანოესთვის და ფრენისთვის.

Côte de Granit Rose
- ახლომდებარე ქალაქი: რენე
ეს ჩრდილოეთ ბრიტანიის ვარდისფერი სანაპიროა. უზარმაზარი გრანიტის ლოდები ზღვას მთელ არეალზე მიუყვება. ყველაზე უნიკალური ადგილი ტრეგუიერის ჩრდილოეთ სანაპიროა, სადაც ვარდისფერი ქვები უნიკალური ფორმებით არიან წარმოდგენილნი.

Étretat Cliffs
- ახლომდებარე ქალაქები: რუენი, პარიზი
ეს კლდეები ნორმანდიის პატარა დასახლებებს ესაზღვრებიან და მხატვრებს, მწერლებსა და არტისტებს მუდმივად იზიდავენ. ეტრეტატში შთაგონებისთვის მონე და მოპასანიც ჩასულან. ბუნებრივი თაღები ატლანტის ოკეანეში შედიან და საოცარ ხედებს ქმნიან.

Scandola Nature Reserve
- ადგილმდებარეობა: კორსიკა
აქ წითელი შეფერილობის კლდეები და ქვები დაგხვდებათ – შეჭრილი ზღვაში. აქ იპოვნით პატარა გამოქვაბულებსაც. შეგიძლიათ დაიქირაოთ ნავი და ადგილი თავად გამოიკვლიოთ. ეწვიეთ სანაპირო ქალაქებს სკანდოლას სიახლოვეს.

Pont d’Arc
- ახლომდებარე ქალაქები: მონპელიე, მარსელი, ტულუზი
ეს ბუნებრივი ქვის თაღი პოპულარული ადგილია კანოეთი და კაიაკით დაინტერესებული პირებისთვის. თაღში გასვლის შემდეგ არდექის კანიონში მოხვდებით, სადაც უძველესი პალეოლითური გამოქვაბულის ნახატებია.

Pic du Midi d’Ossau
- ახლომდებარე ქალაქები: პაუ, ტულუზი
ფრანგული პირენეების ეს მწვერვალი ტბებს შორისაა ამოზრდილი, უსაუს ველზე. ის ცნობილია თავისი უცნაური ფორმით, რომელიც წყლებში ირეკლება. საფეხმავლო ბილიკებით ბევრ ლამაზ ხედს გადააწყდებით.











