თუ გსურთ გაიგოთ, თუ როგორ ცხოვრობენ ნამდვილი ფრანგები, გირჩევთ პარიზის გარდა, საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც მოგზაურობას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარიზში დარჩენა გადაწყვიტეთ და სრული დასვენების დღეები უკვე გადახდილი გაქვთ, მატარებლით სულ რაღაც რამოდენიმე საათში შეძლებთ სხვა ულამაზესი ქალაქების მონახულებასაც კი.

 

რუანი (Rouen)

რუანი (Rouen) მდებარეობს პარიზიდან 135 კმ-ში, სადაც მატარებლით მგზავრობა 80 წუთი მოგიწევთ, მანქანით კი 2 საათი. რუანში გირჩევთ მოგზაურობას აქ არსებული ძველი ქალაქის არქიტექტურის, მრავალი ღირსშესანიშნაობის და საოცარი ნორმანდიული სამზარეულოს გამო. ერთ დღეში მოასწრებთ გიგანტური რუანის ტაძრის მონახულებას, გასეირნებას ძველი ბაზრის მოედნამდე, სადაც მე-15 საუკუნეში აწამეს ჟანა დარკი, დატკბობას სასამართლოს სასახლის მდიდრულად მორთული ფასადით, ნატიფი ხელოვნების მუზეუმში იმპრესიონისტების ნამუშევრების დათვალიერებას და ქალაქის ადგილობრივ რესტორანში ვახშმობას.

მატარებლები პარიზიდან გადის Saint Lazare-ს სადგდურიდან. ბილეთის ღირებულება ორ გზაზე დაახლოებით 20 ევროს შეადგენს, რომლის ყიდვას წინასწარ გირჩევთ.

 

რეიმსი (Reims)

პარიზიდან რეიმსამდე (Reims) შეგიძლიათ TGV მატარებლით გამგზავრება სულ რაღაც 45 წუთში. ეს შამპანის პროვინციის მთავარი ქალაქია, და მრავალ შამპანიურის მწარმოებელს რეიმში საკუთარი შთაბ-ბინაც გააჩნია. ამიტომ, თუ ოდესმე გიფიქრიათ ქვრივი კლილოს მარნების ნახვაზე, მაშინ ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც პირველ რიგში უნდა გაემგზავროთ. ცქრიალა სასმელის გარდა, რეიმსი ცნობილია მრავალი ღირსშესანიშნაობით: საკათედრო ტაძრით, სადაც აკურთხებდნენ ფრანგ მონარქებს, ტაუს ძველი სასახლით, ბაზილიკით და წმ. რემიგიის მუზეუმით. ასევე ქალაქში მრავალი ბარი და რესტორანი მდებარეობს, ადგილობრივ საკონდიტროებში კი იყიდება სპეციალური ვარდისფერი პეჩენია, რომელიც იდეალურად უხდება ადგილობრივ ვარდისფერ შამპანიურს; ასევე გირჩევთ დააგემოვნოთ კროკინოლი, მარციპანი და ნამცხვრები, რომლის რეცეპტებიც შუა საუკუნეებიდან მოყოლებული არ შეცვლილა.

მატარებელი პარიზიდან გადის Paris Gare de l’Est-ის სადგურიდან.

ბილეთების ღირებულება ორივე გზაზე ვარირებს 35-დან 80 ევრომდე, ყველაზე იაფი კი გაყიდვაშია გამგზავრებამდე დაახლოებით 3 თვით ადრე.

პროვენი (Provins)

პროვანი ან პროვენი (Provins) – შამპანის ძველი ქალაქია, რომელიც პარიზიდან 80 კმ-ის სავალზე მდებარეობს. ეს ნამდვილი ზღაპრული ადგილია, ქალაქი, რომელიც ბორცვზე დგას ციხე-სიმაგრის დაცული კედლების შიგნით. ყოველი წლის ივნისის თვეში აქ ტარდება შუა საუკუნეების ფესტივალი, რომელიც ზოგადად ორი დღე გრძელდება, ამიტომ ამ პერიოდში მოგზაურობის დროს შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სასტუმრო და სრულყოფილად მიიღოთ მონაწილეობა ამ დღესასწაულში.

პარიზიდან აქ ჩამოსვლა შესაძლებელია ტურისტული შატლებით, რომლებიც აპრილის დასაწყისიდან, ოქტომბრის ბოლომდე რეგულარულად დადიან, ან ასევე მატარებლით Paris Gare de l’Est-ის სადგურიდან.

მატარებლით ბილეთის ღირებულება დაახლოებით 12 ევროს შეადგენს.

 

ამიენი (Amiens)

ამიენი (Amiens) მდებარეობს ჩრდილოეთ საფრანგეთში, სომას მდინარეზე და წარმოადგენს პიკარდიის ისტორიული ოლქის დედაქალაქს. პარიზიდან აქ სულ რაღაც 65 წუთში შეძლებთ ჩამოსვლას. ამიენი ძლიერად დაზიანდა ორივე მსოფლიო ომის პერიოდში, მაგრამ ბევრი აქ მდებარე ღირსშესანიშნაობის აღდგენა მაინც მოხერხდა. ქალაქში მდებარეობს საკათადრო ტაძარი, მე-17 საუკუნის ულამაზესი რატუშა, მე-15 საუკუნის სენ-ჟერმენის ეკლესია. მრავალი სანაპიროს გასწვრივ სასიამოვნოა ცხელ ზაფხულის დღეს გასეირნება, რესტორნებში კი გელოდებათ ადგილობრივი სამზარეულოს კერძები: იხვის პაშტეტი, პიკარდიის ძეხვი, სომის მდინარის ზღვის პროდუქტები, არომატული ყველი და კრემიანი ნამცხვრები. ამიენში ცხოვრობდა ჟიულ ვერნი, რომლის საპატივცემულოდაც მწერლის მუზეუმია გახსნილი.

ეს ქალაქი იდეალურია მოკლეხნიანი მოგზაურობისთვის, თუ გსურთ იხილოთ ნამდვილი, ჩვეულებრივი ჩრდილოეთი საფრანგეთი.

მატარებელი გადის პარიზიდან Paris Gare du Nord-ის სადგურიდან, ბილეთის ღირებულება ორივე გზაზე დაახლოებით 20 ევრო იქნება.

 

ლილი (Lille)

ჩრდილოეთ საფრანგეთის კიდევ ერთი ქალაქი – ლილი (Lille), რომელიც ბელგიის საზღვრიდან, გენტთან და ბრიუგესთან ახლოს მდებარეობს, პარიზიდან კი სულ რაღაც 60 წუთის სავალზე. ლილი – ძალიან ახალგაზრდული, დინამიურად განვითარებადი ქალაქია, რომელშიც ასევე უამრავი ღირსშესანოშნაობა დაგხვდებათ. თუ დააპირებთ აქ მოგზაურობას, აუცილებლად გირჩევთ გენერალ დე გოლის მოედანზე გასეირნებას, ვინტაჟური პოსტერების ყიდვას ძველი ბაზრის შიდა ეზოში, ყავის ან ნაყინის დაგემოვნებას საოპერო თეატრის კიბეებზე, ცნობილი ფრანგი და იტალიელი ფერწერების ნამუშევრების უდიდესი კოლექციის მონახულებას ნატიფი ხელოვნების მუზეუმში და ადგილობრივი კერძების დაგემოვნებას Rue de Gand-ის ტერიტორიაზე.

თუ კი გიყვართ მიდიები და აპირებთ პარიზში სექტემბრის დასაწყისში მოგზაურობას, არ გამოტოვოთ საშუალება და აუცილებლად ეწვიეთ ბრადრის ბაზარს ლილიში.

მატარებლები პარიზიდან გადის Paris Gare du Nord-ის სადგურიდან, ბილეთის ღირებულება ორივე გზაზე ვარირებს 45-დან 100 ევრომდე.

ორლეანი (Orleans)

ორლეანი (Orleans), საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქი, იდეალური ადგილია ლუარის სასახლეების სანახავად, ამასთანავე, ქალაქიც იმსახურებს თქვენს ყურადღებას მისი შუასაუკუნეების და მდიდარი ისტორიის გამო. აქ დაიწყო ჟანა დარკის სამხედრო კარიერა, რომლის სახელთანაც აქ ბევრი ღირსშესანიშნაობა არის დაკავშირებული.

გირჩევთ იხილოთ სენტ-კრუას ტაძარი, რომელიც მე-14 საუკუნეში აშენდა, ჟანა დარკის სახლი, სადაც ორლეანის ქალიშვილმა გაატარა რამოდენიმე დღე ქალაქის გათავისუფლების შემდეგ და გეორგ V-ს ხიდი, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ქალაქსა და ლუარის მდინარეზე.

მაგრამ ორლეანის მთავარი ღირსშესანიშნაობა – ადგილობრივი სამზარეულოა! აქ შეგიძლიათ გასინჯოთ ტახის ან კურდღლის მწვადი, შეუკვეთოთ ღორის ხორცის პაშტეტის ნამცხვარი, დააგემოვნოთ ადგილობრივი ყველის და თეთრი ღვინის დიდი ასორტიმენტი. ერთი დღე ორლეანისთვის საკმაოდ ცოტა დროა, ამიტომ, გირჩევთ მინიმუმ ორი დღე მაინც დარჩენას და ამ საოცარი ქალაქით სრულად შეცნობას.

მატარებლები გადის პარიზიდან Paris Austerlitz-ის სადგურიდან, ორივე გზის ბილეთის ღირებულება 20-25 ევროს შეადგენს.

ბლუა (Blois)

ბლუა (Blois) – ლუარის ხეობაში მდებარე ლამაზი პატარა ქალაქია, რომელთაგან ახლოს მრავალი სასახლე მდებარეობს. იმისათვის, რომ ჩაიძიროთ ვიწრო ლაბირინტული ქუჩების შუასაუკუნეების ატმოსფეროში, სულ რაღაც 1 საათი და 40 წუთის მგზავრობა მოგიწევთ მატარებლით პარიზიდან. ასევე ბლუაში მდებარეობს ერთსახელოვანი სასახლე, ნამდვილი მდიდრული სამეფო სასახლე, რომელიც სრული წლის მანძილზე გახსნილია ვიზიტორთათვის. ქალაქში რეგულარულად ტარდება მუსიკალური ღონისძიებები, აპრილიდან სექტემბრამდე კი სასახლეში – შუქებისა და ხმის ფესტივალი. ამ პერიოდში მოგზაურობის შემთხვევაში, გირჩევთ დაგეგმოთ თქვენი ტური წინასწარ, რათა აიცილოთ პრობლემები, დაკავშირებული სასტუმროს და აპარტამენტების დაჯავშნასთან.

პარიზი-ბლუა-პარიზის ორმხრივი ბილეთის ღირებულება დაახლოებით 20 ევროს შეადგენს.

შარტრი (Chartres)

შარტრი (Chartres) პარიზიდან სულ რაღაც 96 კმ-ში მდებარეობს, მატარებლით აქ 60-75 წუთში მოხვდებით. ეს ძველი ქალაქი, ერის მდინარეზე ცნობილია ტაძრით, რომელიც გოთიკური არქიტექტურის ძეგლად ითვლება და შეყვანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ეს ეკლესია იმით არის საინტერესო, რომ არ დაზიანდა მსოფლიო ომის დროს და შეინარჩუნა საკუთარი უნიკალური ძველი ვიტრაჟები, რომელსაც ხშირად შუშის ბიბლიასაც ეძახიან.

მატარებლები პარიზიდან გადის Paris Montparnasse-ს სადგურიდან, ბილეთების ღირებულება ორივე გზაზე დაახლოებით 16-32 ევროს შეადგენს.

ვერსალი (Versailles)

ვერსალი (Parc et chateau de Varseilles) – საფრანგეთის ყველაზე ცნობილი და მონახულებადი სასახლე-საპარკო ანსამბლია, რომელიც შეიქმნა მეფე ლიუდოვიკ XIV -ის ბრძანებით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ხართ სასახლეების მოყვარული, აუცილებლად გირჩევთ ვერსალის პარკში გასეირნებას. აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე პარკში მუსიკალური შადრევნებია გახსნილი, შაბათის საღამოებში კი ივნისიდან სექტემბრამდე ტარდება ღამის წარმოადგენები მუსიკით, უნიკალური ფერებით და ფეიერვერკებით. ვერსალში დასასწრებად აუცილებლად გირჩევთ ბილეთების წინასწარ შესყიდვას.

ვერსალი დაახლოებით 20 კმ-ის სავალზე მდებარეობს პარიზიდან, სადაც გამგზავრება მრავალი ავტობუსი-შატლით შეგიძლიათ, ან RER-მატარებლით.

შანტიი (Chantilly)

შანტიი (Chantilly) მდებარეობს პარიზიდან 40 კმ-ში ჩრდილოეთისკენ, აქ მატარებლით 40 წუთში შეგიძლიათ მოხვედრა. ქალაქი მდებარეობს უაზის მდინარეზე და ცნობილია ერთსახელოვანი კოშკით, ლამაზი სასახლეების კომპლექსით, რომელიც გარშემორტყმულია მდინარით. სასახლეში მდიდარი ხელოვნების გალერეა დაგხვდებათ (კონდეს გალერეა), სადაც ინახება ბოტიჩელის და რაფაელის ნამუშევრები.

კიდევ შანტიი ცნობილია ნაღებით, რომელიც საფრანგეთის ყველაზე გემრიელ კერძად ითვლება, ამიტომ აუცილებლად დააგემოვნეთ ნამცხვაარი ადგილობრივი მარწყვით და “შანტიის კრემით”.

მატარებლები პარიზიდან გადის Paris Gare du Nord-ის სადგურიდან, ორმხრივი ბილეთის ღირებულება დაახლოებით 9 – 18 ევროს შეადგენს.